იაკობ პაპიაშვილი წარდგენილია ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში ისრაელის ივრითულენოვან მწერალთა კავშირის მიერ

“მე, მხატვრული სიტყვის საშუალებით, შევქმენი ისეთი ლიტარატურულ-პუბლიცისტური ნაშრომები, რომელებიც დღემდე კაცობრიობისათვის უთქმელი და ამოუხსნელი იყო. მაგრამ, ვინაიდან ვარ ქართველი ებრაელი, ებრაელი საქართველოდან, ისეთი სახის პრემიებს, როგორიც არის რუსთაველის, გალაკტიონის, ისრაელის და ნობელის პრემიები – არ მომანიჭებენ. მიუხედავად ამისა, ჩემი ახალი წიგნის წარდგენა ნობელის პრემიის მოსაპოვებლად ებრაული და ქართული ლიტერატურის დიდი, ბრწყინვალე გამარჯვებაა. ეს სიტყვა ახალი მიმართულებაა მსოფლიოს კლასიკური ლიტარატურის სფეროში.”

იაკობ პაპიაშვილი
ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი
ივლისი, 2018 წ.

2018 წლის 22 ივლისს  ისრაელიდან სტოკჰოლმის აკადემიაში გაგზავნილი წერილის ფოტოასლი:

1

2

3

4

იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნი “აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან”

2018 წლის ივლისში, ისრაელში გამოიცა იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნი „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“.
წიგნი  ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამომცემლობა “A.B.C. ნეთანიამ” (ისრაელი) გამოსცა.

kak1kak2

ახალი წიგნი „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“ დაცულია ბერლინის მთავარ ბიბლიოთეკაში Berlin State Library — Prussian Cultural Heritage 

berlinletter

ონის სინაგოგა

alfred_nobel

დედამიწაზე ომების შეწყვეტის და ტერორიზმის აკრძალვის დიდი მედროშე ალფრედ ბერნჰარდ ნობელი ახალგაზრდობაში

 

 

onis-sinagoga

საქართველოს მაღალმთიანეთის სინაგოგა, რომელიც აშენდა კომპანია “ბრანობელის” კაპიტალდაბანდებით, რომლის ხელმძღვანელი იყო ალფრედ ბერჰარდ ნობელი.

1995 წელს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ-გიორგი შევარდნაძის ინიციატივით, აღინიშნა კავკასიონის მაღალი მთებით შემოსაზღვრული უმშვენიერესი სინაგოგის 100 წლის იუბილე.

ცემა გმართებს გამზრდელისა…

ეპილოგის მაგიერ

ავტორი ორ სტროფიანი ლექსისა „ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყმა ნახო ავად ზრდილი“ უცნობია. ზოგი ამ სტრიქონს შოთა რუსთაველს მიაწერს, ზოგიც კიდევ დავით გურამიშვილს. ასე მგონია (ჩემი აზრით), არცერთი მათგანი უარს არ იტყოდა ამ „მინი“ ლექსის ავტორობაზე. ის, რომ აკაკის „გამზრდელი“ ამ სტრიქონების გავლენით უნდა იყოს დაწერილი, ალბათ ბევრი დამეთანხმება:

„მაგრამ უსუბ ეუბნება:
შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

„ცემა გმართებს გამზრდელისა…“ იდეურ მნიშვნელობაზე დაწერილია მრავალი კარგი, აღმზრდელობითი ხასიათის ნაწარმოებები. მე არ შევუდგები მათ დახასიათებას, დაინტერესებული მკითხველი თვითონ მოძებნის მათ და წაიკითხავს. მაგრამ ერთი უნდა ავღნიშნო, ეს ფრთიანი გამოთქმა, რომელიც წინამდებარე ნაშრომის სათაურია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა და ჩემს თხზულებას ლეიტმოტივად გასდევს. თუმცა, აქვე უნდა დავძინო, ამ ნაწარმოების სათაურის აზრობრივი დატვირთვა არ ვრცელდება და არ გულისხმობს არცერთ პიროვნებას, რომლებიც ამ მონათხრობში არიან დასახელებული.

კომუნისტური პარტიის მანიფესტი იწყება სიტყვებით: „აჩრდილი დადის ევროპაში – აჩრდილი კომუნიზმისა,“ და მთავრდება მოწოდებით: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!“ მეცნიერული კომუნიზმის პირველი საპროგრამო დოკუმენტი დაწერილია გერმანელი ფილოსოფოსების კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მიერ „კომუნისტთა კავშირის“ მე-2 კონგრესის დავალებით (1847), და რაღა თქმა უნდა, არც ლენინის და არც სტალინის  გამონაგონი არ არის. საწარმოო საშუალებების საზოგადოებრივ საკუთრებად გამოცხადება და მიწების ექსპროპრიაცია ერთი შეხედვით, მართლა მიმზიდველად გამოიყურება, და თავის დროზე დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ტერმინი „კომუნიზმი“ ანუ ყველა ქვეყნის პროლეტარების შეერთება და მთელი მსოფლიოს გაწითლება, უტოპიად მოსჩანს. თუმცა,  ამ იდეამ შესძლო მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის მოსპობა და განადგურება. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ტრაგედიები, რომლებიც შექსპირის ავტორობით არის ცნობილი (37 პიესიდან 11 ტრაგედიაა, 10 ისტორიული ქრონიკა და 16 კომედიაა – ი.პ.), შესაძლებელია კომედიად მივიჩნიოთ იმ საშინელებებთან და განუკითხაობებთან შედარებით, რაც გამოიწვია კომუნისტური იდეის დაპირისპირებამ წინა ფორმაციებთან: ფეოდალიზმთან და კაპიტალიზმთან (მხედველობაში მაქვს რელიგიური ომები, ბართლომეს ღამე, საფრანგეთის და რუსეთის რევოლუციები) (1)

ვიყოთ პირუთვნელნი, ზემოთ დასახელებულ ოთხ უდიდეს პიროვნებას (მარქსი, ენგელსი, ლენინი, სტალინი) შორის, სტალინი აღმოჩნდა გაცილებით პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ვიდრე დანარჩენი სამი. თვითონ განსაჯეთ:

  1. სტალინი მიხვდა, რომ მთელ მსოფლიოში პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვება შეუძლებელი იყო და აკრძალა, გააუქმა კომინტერნი საბჭოთა კავშირში ლენინისა და ტროცკის იდეა მთელი პლანეტის გაწითლების შესახებ.
  2. სტალინი მიხვდა, რომ მარქსიზმ-ლენინიზმისეული ათეიზმი, – ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის დროს და კოალიციურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების თუ გაუმჯობესების მიზნით, – დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნებოდა… და აქედან გამომდინარე, უღმერთოთა იმპერიაში, წითელაშვილების სტრუქტურებში დააბრუნა ღმერთი, რამაც საშუალება მისცა აღედგინა ავტოკეფალია საქართველოში, რის გამოც რუსი თეოლოგების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

არის თუ არა კავშირში წინამდებარე ნაშრომის სათაური “ცემა გმართებს გამზრდელისა“ ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან, ქვემოთ დავინახავთ. ყოველ შემთხვევაში გავიმეორებ, რომ ეს ფრთიანი გამოთქმა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. იგი საშუალებას გვაძლევს გავითვითცნობიეროთ, გავისიგრძეგანოთ, რომ თითოეული ადამიანი ღვთისგან არის მოვლენილი, რომ თითოეული ბავშვის აღზრდა მშობლისათვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა და თუ ამ „მოვალეობას“ უყურადღებობის, დაუდევრობის ბურუსში მოვაქცევთ და მომავალზე ფიქრს და ზრუნვას სასხვათაშორისოდ ჩავთვლით, ალბათ ჩვენი ცივილიზაცია ისევე გაქრება, როგორც გაქრა  ჩვენამდე არსებული მრავალი ცივილიზაცია.

მცდარი ვერსია

ამას წინათ, ტელეკომპანია „იმედი“-ს ერთ-ერთი რეკლამის დროს, ყური მოვკარი ფრაზას: „ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გინდა.“ გალაკტიონის ლექსი „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ გამოყენებული მაქვს ნაშრომში: „საქართველოს მაღალმთიანეთის სინაგოგა და დიდი მეცენატი“. ნაშრომი შემოკლებული სახით დაიბეჭდა „მწერლის გაზეთში“ (2019, 1-30 აპრილი, გვ.4) სათაურით „სინაგოგა“, ასევე გამოვეცი წიგნი ზემოაღნიშნული ვრცელი სათაურით ისრაელში ოთხ ენაზე: ქართულად, ებრაულად, ინგლისურად და რუსულად. წიგნი დაცულია ისრაელის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, იერუსალიმში, რევაზ მიშველაძის ჩემს მიერ გამოცემულ წიგნთან ერთად: ‘იერუსალიმი-თბილისი“. ამ ბიბლიოთეკიდან მიღებული მაქვს სამადლობელი წერილები რამდენჯერმე, ხოლო ინტერნეტში დადებულია საიტი, სადაც ხაზგასმულია წიგნის მრავალმხრივი მნიშვნელობა მკითხველი საზოგადოებისთვის.  ქუთაისში ნაშრომით დაინტერესდნენ ჩემი ქრისტიანი ძმები თეიმურაზ ლანჩავა და თემურ ამყოლაძე, რომლებთანაც ხანგრძლივი ლიტერატურული მეგობრობა მაკავშირებს. მითხრეს, რომ „უქიმერიონში“ და „განთიადში“ გამოვაქვეყნებთო’ თან დასძინეს: „ჩვენ ქუთაისში ვართო“. მე მეილით ვუპასუხე, მათ ჩემი ლექსი გავუგზავნე: „ვხატავდი მთვარეს“, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანმა გამოაქვეყნა „ქართულ სიტყვაში“ (თბ,2012, N28, გვ.7). მოვიყვან ამ ლექსის ბოლო კუპლეტს:

“სადაც კი ვცხოვრობ, თბილისში ვარ, მთაწმინდით ვსუნთქავ,
ვცხოვრობ თბილისში და ვიგონებ ყოველდღე მუდამ:
…ბრძოლის წინ წყრომით თამარ მეფე წარბს რო შეხრიდა!
ჯვრის მონასტერს კვდებოდა შოთა, თვის პორტრეტს ქმნიდა.
„ოხვრა არის შვება უბედურისა“.

ასე თუ ისე, „სინაგოგაში“ გადმოცემული ერთი ეპიზოდი განმეორდა „პრაიმ შოუში“ 2020 წლის 24 ივნისს. მონაწილეობდნენ: მაგათსა, ანრი ჯოხაძე, ნოე სულაბერიძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, გიორგი კალანდია (ისტორიკოსი). ეპიზოდი, რომელზეც გვაქვს საუბარი, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე შემოგარენშია გადაღებული. აქ, ეკრანზე ოთხი პიროვნება მოსჩანს: ნოე სულაბერიძე, გიორგი კალანდია, მაგათსა და ვახტანგი (კახა) – ტაძრის წინამძღვარი, რომელიც კითხულობს გალაკტიონის ლექსს: „ქებათა ქება ნიკორწმინდას“. თუმცა, წაკითხვამდე იგი აკეთებს განმარტებას: „ტაძარს უცნაური ისტორია აქვს, ერთ-ერთი ვერსიით (ფრაზა ორჯერ გაიმეორა – ი.პ.) გალაკტიონმა ეს შედევრალური ლექსი ისე დაწერა, რომ ნანახი არ ჰქონდა ტაძარი, მას უყვებოდა დალაქი….“ ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ამ გამონათქვამზე კომენტარი არ გააკეთა. წარმოთქმულ კონტექსტში სიტყვა „დალაქი“ რომ უხეში შეცდომაა, ტაძრის წინამძღვარს ეპატიება, მაგრამ საგანგაშო ის არის რომ ვერსია, თითქოს გალაკტიონმა „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ ტაძარის უნახავად მიუძღვნა საქართველოში აქსიომად იქცა და ამ მცდარ ვერსიას ყველა ქართული ტელეკომპანია პოპულარიზაციას უწევს. თავიდათავი ამ უაღრესად არასწორი, ტყუილი ვერსიისა კი გახლავთ:

„…საინტერესოა თვითონ (იგულისხმება გალაკტიონი – ი.პ.) რომ ენახა, რას იტყოდა?! დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!! გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა“
(ვახტანგ ჯავახაძე, „უცნობი“, თბილისი, „ნაკადული“, 1991).

დღეისთვის „უცნობის“ საერთო ტირაჟი 64 500 ეგზემპლარია. და აგორდა მითი, მითი ტყუილი ვერსიისა:

„ერთხელ გალაკტიონი შოვში ისვენებდა, იქ ერთმა მოხუცმა დურგალმა, ნიკორწმინდელმა, ტყეში მუხის ქვეშ გაუკეთა მაგიდა, რომელიც გალაკტიონს ძალიან მოსწონდა. სწორედ ეს დურგალი უამბობდა მას ნიკორწმინდის საოცარი ჩუქურთმების შესახებ“ (ავტორი უცნობია).

„დურგალი მაგიდის კეთებისას გატაცებით უყვებოდა გალაკტიონს ტაძრის ჩუქურთმების შესახებ… (ვიკიპედია).

„1947 წელს დაიწერა გალაკტიონის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“. იმ პერიოდში მხოლოდ ისტორიკოსებმა, სპეციალისტებმა, რაჭველებმა და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თუ იცოდა რა იყო, სად იყო და როგორი იყო. რაც ყველაზე უცნაური შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, გალაკტიონსაც არ ჰქონდა ნანახი ნიკორწმინდა. მას ერთმა ნიკორწმინდელმა მოხუცმა დურგალმა, ნიკოლოზ ვაჩაძემ უამბო ნიკორწმინდის ჩუქურთმების, 12 სარკმლისა და საერთოდ აღნაგობის და დიდებულების შესახებ“ (ვიკიპედია).

„ნიკოლოზი ხშირად უყვებოდა მას ნიკორწმინდის შესახებ, მის ულამაზეს ჩუქურთმებზე“ (მაია ჯალიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი).

გალაკტიონი რომ ღმერთის ტოლა ადამიანი ბრძანდებოდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ პოეტი, თუნდაც „ღმერთის ტოლა“, შეიძლება იყოს უწიგნური, რომელიც მხოლოდ წარმოსახვით ან სხვის ნაამბობით წერდა შედევრებს, როგორიც გალაკტიონს აქვს შექმნილი?

როგორ, მეორე კრებული „არტისტული ყვავილები“ (1919) პოეტმა ისე შექმნა, რომ არაფერი ჰქონდა წაკითხული და არაფერი არ იცოდა იმ მსოფლიო პოეზიის ვარსკვლავედზე, რომლებიც არსებობდნენ გალაკტიონამდეც და გალაკტიონის სიცოცხლის პერიოდშიც?

ახლა, კარგი იქნება, თუ გადავხედავთ ზოგიერთ მომენტს მომავალი დიდი პოეტის ბიოგრაფიიდან. იგი რვა წლისა იყო, როცა ჩაირიცხა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მაშინ მას ეძახდნენ გალაქტიონს და ალბათ ამ სახელით მას იცნობდნენ 1910 წლამდე, როცა მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სახელი გალაკტიონი, ჩემი აზრით, მოგვიანებით გამოჩნდებოდა, როცა მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. ყოველ შემთხვევაში, თბილისში გამოცემული მისი ორი კრებული „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) გალაკტიონის სახელით გამოვიდოდა, რადგან ამ კრებულებმა ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სხელი მოუტანეს. აქ დავაფიქსიროთ, რომ 1917-1918 წლებში იგი მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. მართალია ეს პერიოდი უკვე რევოლუციურია, მაგრამ რუსეთის იმპერიის ამ ორი უდიდესი ქალაქის კულტურული ტრადიციები ახალგაზრდა შემოქმედზე დიდ ზეგავლენას მოახდენდა, ორი აზრი არ არსებობს.

ამას როცა ვამბობ, მხედველობაში მაქვს თვითგანვითარება ანუ პირადი ცოდნის ამაღლება პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, რადგან მოსკოვსა და პეტროგრადში იგი იმყოფებოდა პროფესიონალი ლიტერატორის სტატუსით.

თავის დროზე ვაჟა-ფშაველა პუბლიცისტურ წერილებსაც აქვეყნებდა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში იგი წერდა:

„კაცის სწავლა-ცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის შენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენ, ძელზე-ძელს დასდებენ ან ფიცარს ფიცარზე დააწყობენ. ისეა კაცის სწავლაცა, ძველ სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალსა“.

დედის მუცლიდან არავის არაფერი რომ არ მოჰყვება ყველამ კარგად ვიცით. ზნეობა და მორალი ადამიანში სწავლის პროცესში ყალიბდება. მაგრამ ეს პროცესი გეომეტრიული პროგრესიის მსგავსად იზრდება თუ „ძველ სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალსაო“.

მაგრამ დავუბრუნდეთ ძირითად თემას, ექნებოდა ნახული გალაკტიონს ნიკორწმინდის ტაძარი, როცა იგი ქმნიდა „ქებათა ქებას…“ თუ არა.

„უცნობის“ ავტორი პოეტი ვახტანგ ჯავახაძე გვარწმუნებს:
„გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!! გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა“.
„სადაც შემხვდება ქუთაისის მატარებელი“- ეს ლექსი ვახტანგ ჯავახაძისაა. ამ მატარებლით ხშირად ვმგზავრობდი მე თბილისიდან ქუთაისში და უკან-ქუთაისიდან თბილისში. ამ მატარებელზე მეც ისევე ვიყავი შეყვარებული, როგორც ბატონი ვახტანგი:

„ვერავინ გამასწრებს ქუთაისის მატარებლისკენ,
ვერავინ მიმასწრებს ქუთაისის მატარებელთან,
ვერავინ ამასწრებს ქუთაისის მატარებელში,
ვერავინ შემასწრებს ქუთაისის მატარებელში.“

მოხდა ისე, რომ ჩემი რომანი „ქართული ლეგენდა“ და მასზე თანდართული მეცნიერული ნაშრომი „ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის“ ბატონმა რეზო ჭეიშვილმა გამოაქვეყნა ჯერ ალმანახ „განთიადში“ და შემდეგ ჟურნალ „განთიადში“. ასეთივე ბედი ერგო ვახტანგ ჯავახაძის „უცნობს“, რომელიც ადრე ანაწყობი საბეჭდი მანქანიდან ჩამოხსნეს. ბატონი რეზო ჭეიშვილი მართლაც რომ რევოლუციონერი იყო იმ წიგნების დღის სინათლეზე გამოტანაში, რომლებიც ადრე წლობით იყო თაროებზე შემოწყობილი, ვიდრე საგამომცემლო გეგმაში მოხვდებოდნენ.

80-ინი წლების დასაწყისში ჩემი პირველი წიგნის „ჰაბა, ნაგილა“-ს ხელნაწერები მე საბჭოთა საქართველოს“ გამომცემლობაში მივიტანე. გამომცემლობის დირექტორმა ბატონმა გურამ ფანჯიკიძემ ხელნაწერები ვახტანგ ჯავახაძეს გადასცა. ასე გავიცანი გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ბატონი ვახტანგ ჯავახაძე. „ჰაბა, ნაგილა“ საგამომცემლო გეგმაში შევიდა.

წიგნების ტირაჟს რაც შეეხება, დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა: „უცნობის ტირაჟმა 64500-სს უკვე გადააჭარბა და ალბათ კიდევ გაიზრდება, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია; „ქართული ლეგენდა“ კი, რაც მე არაერთხელ მითქვამს, ქუთაისში ჩემს ბინაშია თავშეფარებული და მეზობლები თანდათან ანადგურებენ.

ასე იყო თუ ისე, მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს თანაქალაქელს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, პოეტს ვახტანგ ჯავახაძეს მის მცდარ ნააზრევში:
„დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!! გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა.“
(ვ. ჯავახაძე, „უცნობი“, თბ., „ნაკადული“, 1991)

პატივცემული ნიკოლოზ ვაჩაძე, რომ კარგი დურგალი იყო ეჭვის გარეშეა, მაგრამ თუ ეს დიდებული ხის ოსტატო გალაკტიონს მასწავლებლად მოევლინებოდა, შეუძლებელია, დაუჯერებელია. აი, დაუკვირდით, როგორი კურიოზული ამბავი გამოდის: ნიკორწმინდელი ხის ოსტატი ტყეში, მუხასთან აკეთებს მაგიდას და გალაკტიონს, რომელიც მის გვერდით დგას ეკითხება: ნიკორწმინდის ტაძარი თუ გინახავთ, პოეტო?, არა, – პასუხობს გალაკტიონი, რასაც მოჰყვება გალაკტიონის პასუხით გაოცებული დურგლის ხოტბა-დიდების აღვლენა ნიკორწმინდაზე და ა.შ. ამ ეპიზოდის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ უმჯობესია თვითონ გალაკტიონს მოვუსმინოთ:

დღიური 661-4-ზაფხული, 1947 წელი

სტენოგრამა

1947 წ. ზაფხულში შოვში გამართულ სხდომაზე გალაკტიონ ტაბიძის მიერ წარმოთქმული სიტყვა

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საქართველოს სახალხო პოეტს, აკადემიკოსს გალაკტიონ ტაბიძეს (ყველა ფეხზე დგება: ხანგრძლივი ოვაციები).

გალაკტიონ ტაბიძე: „ჩემს (აქ ყოფნაში) რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი: (ამას წინად) ბუბასაკენ მიმავალ გზაზე შემხვედრმა მწყემსებმა წამიკითხეს გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, რომელშიც ეწერა, რომ ჩეხოსლოვაკიის მწერლები სცემენ ქართველი მწერლების ანთოლოგიას, რომლის საერთო სახელი იქნება „დროშები ჩქარა“, ჩემი ლექსის სახელი“.

დროებით აქ შევჩერდეთ და დავიმახსოვროთ ფრაზა: „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს“.

როგორც ჩანს, გალაკტიონი მდინარე ბუბას წყლის ხეობით მიემართება მთისაკენ შოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით. ულამაზესი ხეობაა, ფერთა სიუხვე კაცს დაღესტნურ ხალიჩას რომ მოგაგონებს.
„ჯამური მანძილი შოვიდან ბუბას მყინვარამდე 1 კმ. მყინვარის სიგრძე 2,7 კმ, სიმაღლე 4419მ.“

ეჭვგარეშეა, გალაკტიონს ბუბას მყინვარი უნახავს, ანუ გამოდის, რომ გალაკტიონს რაჭა-ლეჩხუმში უმოგზაურია, მაგრამ დღიურში სიტყვას „მოგზაურობა“ არ ხმარობს, რატომღაც ერიდება, რატომღაც ეკრძალება ამ სიტყვის გამოყენება და მის ნაცვლად იყენებს ფრაზას „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს“.

ისმის კითხვა: რატომ რა მიზეზით შეიკავა თავი გალაკტიონმა და მკითხველს არ მიაწოდა ცნობა, რომ მან რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა?
იმისათვის, რომ საკითხს ნათელი მოვფინოთ, გავიხსენოთ ფრაზა:
„აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით“ – ეს აკაკის ლანდია. ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ პოეტმა გამოაქვეყნა „ცისფერ ყანწებში“ 1916 წელს, აკაკი წერეთელი კი გარდაიცვალა 1915 წლის თებერვალს. როგორც ვხედავთ, აკაკის გარდაცვალებიდან „მთაწმინდის მთვარის“ გამოქვეყნებამდე დიდი დრო არ არის გასული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გალაკტიონი აკაკისადმი დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული და მისი „ლანდის“ წინაშე კრძალვით თავს ხრიდა. აი, ამიტომ გვიჩნდება აზრი: „აკაკის მოგზაურობა“ უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც გალაკტიონი ირჩევს ფრაზას: „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს“ და არ აკონკრეტებს თავის მოგზაურობას ამ ულამაზეს მხარეში.

აკაკის პიროვნებისადმი რიდი და კრძალვა შეინიშნება ვაჟა-ფშაველას ლექსში „დაგვიანებული პასუხი აკაკის“. ამ პოეტური პაექრობის ისტორია ასეთია: აკაკიმ გაზეთ „თემში“ გამოაქვეყნა ლექსი: „ვაჟა-ფშაველას!“

„ენას გიწუნებ ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!
მკითხველიც იმას მკისაო!“

საინტერესოა კონსტანტინე გამსახურდიას აზრი ამ ინციდენტის შესახებ:
„რუსთაველმა და გურამიშვილმა დაანათეს მას დიდი მადლი. ეგ იყო და ეგ. ენა მწერლისთვის, რაც კომპოზიტორისათვის, სამუსიკო ინსტრუმენტია. აქ ბევრი რამ ჰქონდა სადაო აკაკი წერეთელს და სიმონ ხუნდაძეს. მე სიყრმიდანვე ვაჟას მომხრე ვიყავი და გიმნაზიის უკანასკნელ კლასებში, მერხიდან ვუწევდი ოპოზიციას ჩემს განსვენებულ მასწავლებელს სიმონ ხუნდაძეს… ვაჟა ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია გენიოსისათვის კანონი არ დაწერილა.“

ვაჟა-ფშაველა აკაკი წერეთლისთვის პასუხის გაცემას დიდხანს ერიდებოდა; ჭოჭმანობდა, ვაითუ პასუხი უაზრო კინკლაობაში ჩამომართვანო. მოგვიანებით დავით კლდიაშვილი ასე მოიგონებს ვაჟას ნათქვამს: „ახირებული ადამიანია ჩვენი აკაკი! დამიწერა, „ენას გიწუნებ, ფშაველოო“. კაცო, ამ ჩემი ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია, მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემც ასე ეთქვა პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე! – ამას საოცარი გულისტკივილით ამბობდა დიდებული ვაჟა.“ აკაკის და სიმონ ხუნდაძეს ადრეც ჰქონდათ გამოთქმული კრიტიკა ფშავ-ხევსურული დიალექტის მიმართ.

მიუხედავად დიდი ხნის ჭოჭმანისა, ვაჟამ მაინც უპასუხა აკაკი წერეთელს და უპასუხა მთიელი კაცისთვის შესაფერი სიამაყით:
დაგვიანებული პასუხი აკაკის
“ბევრი ვიფიქრე ძალიან,
თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის, მხცოვანო პოეტო;
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,
უცებ თავზარი დამეცა…“

და ბოლოს:

„ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა.“

ორივე ლექსი 1913 წელს არის დაწერილი. რა დრო, რა ხანი გავიდა აკაკის ლექსსა და ვაჟას დაგვიანებულ პასუხს შორის არ მაქვს დაზუსტებული, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს ჩვენი შემთხვევისათვის, რადგან მთავარი ის არის, რომ გალაკტიონიც გარკვეულ მოკრძალებას იჩენს აკაკის ლანდის წინაშე, არ აკონკრეტებს თავის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში და უბრალოდ ამბობს: „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროსო“. ნუ დავივიწყებთ, აკაკის პოეზიის ლირიკული ავტორიტეტი გალაკტიონს მუდამ თან სდევდა:

„კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს ეს მოლანდება!“
 „აკაკის ლანდი“, 1915

რადგან სიტყვამ მოიტანა გადავავლოთ თვალი „აკაკი წერეთლის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში“ ან მოკლედ „აკაკის მოგზაურობას“. ეს დოკუმენტური ფილმი გადაიღო რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა. ფილმის პრემიერა გაიმართა 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“. პრემიერას დაესწრო დიდძალი ხალხი, მათ შორის აკაკი წერეთელიც, რომელიც კმაყოფილი დარჩენილა მაყურებლის სიმრავლით. ფილმის ჩვენება ერთი კვირის განმავლობაში ანშლაგით მიმდინარეობდა.  „აკაკის მოგზაურობა“ პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი იყო. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, როგორც რეჟისორი იგონებს, აკაკის დაჟინებული თხოვნა ყოფილა ნიკორწმინდის საგანძურისა და ჩუქურთმების გადაღება. მოდით, ერთხელ კიდევ მივადევნოთ თვალი ისტორიული თვალსაზრისით ამ ფრიად საინტერესო პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმს:

ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმი
„ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“
გადაღებულია 1912 წელს,
ფილმის ნეგატივი დაკარგულია.

მოგზაურები ქუთაისიდან გავიდნენ 1912 წლის 21 ივლისს, გაიარეს ძიმისტარო, მექვენა, მცირე ხნით შეჩერდნენ „საირმის’ მთასთან, ჭრებალოში აკაკიმ ლექცია წაიკითხა (22 ივლისი), ამ დღეს გადაკვეთეს რაჭის საზღვარი. 23 ივლისს მოგზაურებმა ფერხული გამართეს ბარაკონში – როსტომ რაჭის ერისთავის მემკვიდრეების ეზოში, შემდეგ დაათვალიერეს ერისთავის ციხის ნანგრევები ხიდისკარში და ეკლესია სოფელ ხოტევში. აქ აკაკი და მოგზაურები კადრში აღარ ჩანან. ეკრანზე ჩნდება წარწერა: „მდინარე შაორო, რომელიც იკარგება სოფელ ნიკორწმინდასთან და გამოდის კლდის ძირში ჭელიშის უდაბნოს ხეობაში ხუთი ვერსის მანძილზე.“ ნიკორწმინდაში აკაკი და მოგზაურები აღარ ჩანან. ბატონი ვასილ ამაშუკელი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით იღებს ნიკორწმინდის ტაძარს, მის არაჩვეულებრივ ორნამენტებს და შემოგარენს. აკაკი და მოგზაურები კადრში გამოჩნდებიან ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშში. მოგზაურობა მთავრდება 1912 წლის 2 აგვისტოს.

მე ვიცი, ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა“ ჩემს თანაქალაქელს ვახტანგ ჯავახაძეს ნახული აქვს, რაც შეეხება გალაკტიონს ყველა ქართველისათვის ეს ხელიხელსაგოგმანებელი უნიკალური ფილმი, გაუბრალოებული ენით რომ ვთქვათ გადათუთხმეტებული ექნებოდა. მაშასადამე ვასილ ამაშუკელის ფილმის მიხედვით გალაკტიონი იცნობდა ნიკორწმინდის ტაძარს, ხოლო რაც შეეხება ვიზუალურ ასპექტს, მას შესწავლილი ექნებოდა ტაძრის აშენების დრო, მისი აღმშენებლი, გაერთიანებული, ძლიერი ფეოდალური საქართველოს მყარი საფუძველის შემქმნელი მეფე ბაგრატ III ეპოქა, ფასადი, ჩუქურთმა, 12 სარკმელი, ტაძრის დეკორი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი, ფრესკები…

გავიხსენებ: სკოლაში გამოსაშვებ და ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე (1958) ქართულ წერაში თემად გალაკტიონის შემოქმედება ავირჩიე, რადგან გატაცებული ვიყავი მისი პოეზიით. აი, იმ ხანებში, ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ შოვში ყოფნის დროს გალაკტიონს კურორტის ხელმძღვანელობისთვის უთქვამს ნიკორწმინდის ტაძარზე ლექსი უნდა დავწეროო, აქვე სასტუმროს მიმდებარე ტყეში, მუხასთანო, რასაც წერს კიდეც თავის დღიურში:

„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კურორტის თავაზიანი დირექტორისა და კურორტის მთავარი ექიმის ინიციატივით, ნიკორწმინდელმა დურგალმა ნიკოლოზ ვაჩაძემ, დამიდგა სამუშაო მაგიდა, გაიყვანა რა ბილიკი ვილიდან ჩემს მაგიდამდე.

ამგვარად, ჩემს განკარგულებაშია ახალთ-ახალი ხეივანი სრულიად საკმარისი დაფიქრებისა და მოგონებებისათვის ბუბელ მწყემსებთან შეხვედრისა“.

და პოეტი იგონებს როგორ დაწერა ლექსი „დროშები ჩქარა“. იგი ჩაბალახმოხვეული ქუთაისის თეატრში შესულა, სადაც რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა:

„ –  რა მოხდა? – ვკითხულობ.რევოლუცია, მგოსანო. – იყო პასუხი.
რას ამბობ, გაიმეორე…
რევოლუცია, მგოსანო…. (ლაპარაკია 1917 წლის რევოლუციაზე – ი.პ.)
რევოლუცია…. მერე… სად არის დროშები.“

„იმ დროს ქუთაისი ცენტრი იყო ქართული ლიტერატურული მოძრაობის, მრავალ შეჯახებებისა და ახალ გზათა ძიების… ხელით ამიტაცეს; ხელთ აყვანილი  რამდენიმეჯერ შემომატარეს თეატრი, ისმოდა მქუხარე ტაშისცემა“.

ერთ-ერთ დღიურში გალაკტიონი წერს, როგორ დააპატიმრეს იგი და მისი მეუღლე ოლია ოკუჯავა თბილისში ღამის 2 საათზე. ორივე სატვირთო მატარებლის ვაგონში ჩასხეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. იქ გალაკტიონი მეუღლეს დააშორეს. დიდი ბოდიშის მოხდით, ჯერ აბანოში წაიყვანეს, ახალი ტანსაცმელი ჩააცვეს და კრემლში სტალინთან წაიყვანეს. ბელადთან საუბრის დროს გალაკტიონს უთქვამს ჩემი ოლია დააპატიმრესო. სტალინს პოსკრებიშევი გამოუძახებია და როცა საქმის ვითარება შეუტყვია გალაკტიონისათვის მშვიდად მიუმართავს. დაივიწყე ოლია, ოლია ოკუჯავა მოკვდა. შემდეგ კი პოსკრებიშევს დაავალა: ეს ცნობილი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა, მიეცი ჩემი პირადი ტელეფონი და როცა დარეკავს, სადაც არ უნდა ვიყო, შემატყობინეო.

საყურადღებოა გალაკტიონის დღიური – 122, 2 იანვარი, 1939წ.

„მწერალთა კავშირში შალვა დადიანმა შემომჩივლა: გუშინ ჩამოვედი ბაქოდან, ახუნდოვის ხსოვნის დღესასწაულიდანო (?). ყველასი ჭყონდიდელი მე ხომ ვერ  ვიქნებიო. შალვა-ჭყონდიდელი! იგი თავის ქერქში ვერა გრძნობს თავს, ჭყონდიდელი კია არა – კონფერანსიე, არტისტი, ჩვეულებრივად იცინოდა…შალვა შემეცოდა, მან ბევრი გადაიტანა და იტანს წმინდა სტოიკური სიდინჯით და არტისტული ნიღბით. ფაქტიურად ის უბედური ადამიანია. ამას წინათ ის ჩემს იუბილეს დაესწრო. მოვიდა მოგვიანებით ალიოსთან ერთად. რა აკავშირებს მას ალიოსთან?“

ალიო მაშაშვილთან (მირცხულავასთან) გალაკტიონს პირადი ანგარიშსწორება ჰქონდა, რამეთუ მირცხულავას იმ ხანებში დაუწერია ლექსი, რომელშიც ეწერა: „ლექსის ვეფხვი და გრიგალი, მე ვარ და გალაკტიონიო.“ „არ მომეწონა ეგ ძამიკო“, უთქვამს მისთვის გალაკტიონს და წინადადებაში ერთი ასო შეუცვლია: „ლექსის ვეფხვი და გრიგალი, მოვარდა გალაკტიონიო.“

გალაკტიონს შალვა დადიანთან გარკვეული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ამა თუ იმ საზეიმო შეხვედრებზე, ფოტოსურათებში ისინი ხშირად ერთმანეთის გვერდ-გვერდ დგანან. ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ შალვა დადიანის გარდაცვალებამ (15 მარტი, 1959წ.) დააჩქარა გალაკტიონის გადაწყვეტილება თვითმკვლელობასთან დაკავშირებით (17 მარტი, 1959.)

აქ, ვალდებული ვარ გალაკტიონისეული უკვდავი ლექსებიდან რამდენიმე ამონარიდი მოვიყვანო:
„დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეფერი.
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე თბილისი ავირჩიე ბებერი“

„თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის,
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!“

„რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები –
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები“.

ეს სტრიქონები მიაცილებდა, მიაფრენდა გალაკტიონს უკვდავებისკენ!!!

                                                .  .  .

„რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ერთი-ორი სხვაც ჰყავდა, ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!“
მურმან ლებანიძე

გალაკტიონს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა სისხლიანი ეპოქის გარიჟრაჟზე მოუწია. აქ, წინა პლანზეა ცარიზმის მონობისაგან განთავისუფლებული და აღფრთოვანებული ხალხი. იწყება ახალი რევოლუციური ეპოქა, ლენინის მოწოდება: „რევოლუციას, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა, განწირულია დასაღუპად“. სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგარი თავზარდაცემული და სულაფორიაქებული ახალგაზრდა პოეტის არჩევანი „რევოლუციური საქართველოა“, რომელსაც გალაკტიონმა გარკვეული ხარკი გაუღო და მისმა ლირიულმა პოეზიამ ფართოდ გაუღო კარი. მიუხედავად იმ დიდი კატაკლიზმებისა, რაც საბჭოთა ხალხმა გადაიტანა სტალინურ ეპოქაში, გალაკტიონი ურყევად იდგა რევოლუციის დამცველთა რიგებში:

„ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის,
რევოლუციურ საქართველოს –
ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს –
რევოლუციურს, ჯერ არ ნახულს. ჯერ არ გაგონილს,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!“

ეს ისტორია დღეს წარსულს ჩაბარდა; მოვიდა ახალი ეპოქა, შოუს ეპოქა. არ არის გასაკვირი და არც მიკვირს, რომ ამ ეპოქაში მავანისთვის და მავანისთვის „სტალინი კაციჭამიაა“, „სტალინი ურჩხულია“. ბითურობაა ეს და სხვა არაფერი.

მენშევიკების მიერ საქართველოდან გატაცებული 279 ყუთიდან, სტალინმა მხოლოდ 39 ყუთის გადარჩენა მოახერხა, რაც ხელუხლებელი დაუბრუნა საქართველოს, ქართველ ხალხს. როგორც ადრე ვწერდი ამ განძეულს, სტალინის თანხმობით, ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი გამოჰყვა. ნოე ჟორდანიასაც სურდა მაშინ საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სტალინისაგან უარი მიიღო.

ისმის კითხვა: რატომ უთხრა სტალინმა უარი ნოე ჟორდანიას საქართველოში დაბრუნებაზე? ნუთუ ეშინოდა მისი? არა მგონია, სტალინს ჰიტლერული კოალიციის არ ეშინოდა და ჟორდანიასი როგორ შეეშინდებოდა. მაშინ, იქნებ იმიტომ უთხრა სტალინმა ნოეს უარი სამშობლოში დაბრუნებაზე, რომ მენშევიკებმა 242 ყუთი განძეული გაყიდეს და ლევილის მამული იყიდეს? არა, გამორიცხულია, არც ამისათვის. სტალინი არა მარტო გენერალისიმუსი, არამედ დიდი ეკონომისტიც იყო და კარგად ესმოდა მენშევიკებს რომ ქართველი ხალხის განძეულობა არ გაეყიდათ, ფიზიკურად ვერ გადარჩებოდნენ. საბოლოო პასუხი კი ასეთია: სტალინმა ნოე ჟორდანიას არ აპატია წიგნის გამოცემა: „რუსთაველის კრიტიკა“.

. . .

„… ჩვენ (უკანონოდ შობილნი) არ ვარსებობთ და არც არაფერი გაგვაჩნია. ყველა ბავშვს, კანონიერად შობილებს, შეუძლიათ დატკბნენ სიცოცხლით დედამიწაზე უფასოდ.“
ჟან პოლ სარტრი, „ეშმაკი და უფალი“

კალათა, რომელშიც მოსე დედამ ჩასვა და ნილოსის დინებას მიაბარა, ფარაონის ქალიშვილმა დაინახა. პრინცესამ მოსამსახურეებს უბრძანა კალათის ნაპირზე გამოყვანა. ასე იწყება ბურუსით მოცული ლეგენდა, რომლის მიხედვით ღმერთის მნახველი და ღმერთთან მოსაუბრე დიდი რჯულმდებელი ფარაონის დიდგვაროვან ოჯახში აღიზარდა. დიდგვაროვანთა გარემოცვაში  აღიზარდაო, ვამბობთ, მაგრამ სინამდვილეში ღმერთი იყო მისი მფარველი, მისი ყოველი ნაბიჯის წარმმართველი. ოთხმოცი წლისა რომ გახდა მოსეს ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა მას: მიდი ფარაონთან და ჩემი სახელით უთხარი, რომ გაუშვას ჩემი ხალხი, გაათავისუფლოს ისინი მონობისაგან. და როცა ფარაონმა არ დაიჯერა, რომ იგი ღმერთისგან იყო წარმოგზავნილი, მოსემ კვერთხით გააპო მეწამული ზღვა და სამშვიდობოს გაიყვანა ფარაონისაგან დევნილი, ტანჯული ებრაელი ხალხი, უბოძა მათ ათი მცნება – ხუთწიგნეული ანუ ებრაული თორა და დასაბამი მისცა უდიდეს რელიგიას – იუდაიზმს.

ალექსანდრე მაკედონელმა მეტეორივით გადაუქროლა ჩვენს პლანეტას ეგეოსის ზღვიდან ატლანტიკის ოკეანამდე. მისი მშობლები მაკედონიის მეფე ფილიპე და დიდგვაროვანი ოჯახიდან გამოსული ქურუმი ქალი იყო, მისი სახელია ოლიმპიადა. საკუთარი წარმოშობა, რომ იგი უკანონო შვილი იყო, (პლუტარქე), ალექსანდრემ ყმაწვილკაცობაში შეიტყო და როცა იგი მაკედონიის მეფე გახდა, საჯაროდ, ამაყად გამოაცხადა თავისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ, რითაც იწინასწარმეტყველა საკუთარი ისტორიული გამარჯვებები.

საიდუმლოებით არის მოსილი იესო ქრისტეს დაბადება ებრაულ წიაღში. მიუხედავად დიდი სიფრთხილისა ამ საკითხზე მსჯელობისას, ცხადზე უცხადესია: ახალი აღთქმის თანახმად იესო დედის მარიამის საშოში ჩაისახა სულიწმინდისაგან.

„სულიწმინდა, ეს იგივე სულია, რაც „სული სიცოცხლისა“, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად (დაბადება 1:30, 2:7). ყივრითზე სულს ჰქვია – იეჰოვას „სუნთქვა“ ან „ქარი“. ეს სულიწმინდააა „სიცოცხლის მომნიჭებელი“, რომელიც ინარჩუნებს და განამტკიცებს სამყაროს მის არსებობაში (ფსალმუნი:10329, იობი,33:4).

                                                   .  .  .                                                

ქუთაისელ პოეტს მიხეილ კაკიტელაშვილს, სხვა რომ არაფერი დაეწერა, იგი ქვემოთ მოყვანილი ლექსით დარჩებოდა საქართველოს და ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში:

„ებრაელთა გოდებავ, წუთისოფლის დარდო,
კანიბალთა ქუსლებით, გასრესილო ვარდო.“
„წარწერა ანა ფრანკის დღიურზე“

ეგვიპტურ წყაროებში, დაახლოებით მე-17, მე-18 საუკუნეებში, როცა ეგვიპტეს ბიბლიური იოსები მართავდა, დაცულია მაშინდელი ეგვიპტის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორის ცნობა. იგი იგონებს: მე დედ-მამა არ მყავდა, ქუჩაში ვცხოვრობდი, პურს სანაგვეში ვეძებდი. ერთხელ ფარაონის ხალხმა დამიჭირა, წამიყვანეს, დამბანეს, ჩამაცვეს, გამომკვებეს, მასწავლეს და დღეს ამხელა ოლქის გუბერნატორი ვარო.

სტალინი „კაციჭამია“ იყო, ამბობს მავანი და მავანი.
არსებობს ასეთი გადმოცემა:
„ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბოლშევიკს, ფილიპე მახარაძეს, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი განათლებით, სტალინი საშუალო დონის ლიტერატორს უწოდებდა. არც ფილიპე მახარაძეს უყვარდა სტალინი. ერთხელ მათი ურთიერთობა ფილიპესათვის კინაღამ ცუდად დამთავრდა. მოსკოვში ყრილობაზე მიმავალ მახარაძესთან, სტალინის დედა კეკე მივიდა და უთხრა: ფილიპე, მე მოვხუცდი, აღარ შემიძლია, ჩემი შვილი ჩამოიყვანე და შენთან რამე სამუშაო მიეცი თბილისშიო.  ფილიპემ არაფერი შეიმჩნია და კეკეს დაპირდა შვილს ჩამოგიყვანო. ამ დროს მახარაძესთან სულ ორი თუ სამი ადამიანი იმყოფებოდა. გავიდა თუ არა კეკე ფილიპემ ჩაილაპარაკა: ამ ბოზს ჰგონია, რომ მე მაგის შვილზე დიდი კაცი ვარო. მოსკოვში ყრილობის გახსნის წინ სტალინი საქართველოს დელეგაციასთან მივიდა, რამდენიმე სიტყვით მოიკითხა თანამემამულეები, ხოლო ფილიპე გვერდზე გაიხმო, მაგრამ ისე, რომ დელეგაციის წევრებს გაეგონათ, ჰკითხა: „ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?“ – ადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ძველი ბოლშევიკი“.

ფილიპე მახარაძე გარდაიცვალა 1941 წელს თავისი სიკვდილით. დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში…. ამჟამად მახარაძის და ცხაკაიას ადგილას ნოდარ დუმბაძე და ანა კალანდაძეა დაკრძალული.

ამ ეპიზოდით თუ ვიმსჯელებთ სტალინი არ არის კაციჭამია. უფრო მეტიც, სტალინმა ლენინთან ერთად სწავლა-განათლების სხივი შეიტანა და დაამკვიდრა ცარიზმის დამყაყებულ იმპერიაში. როდის, რომელ ეპოქაში აჯილდოვებდნენ პოეტებს, მწერლებს, მსახიობებს და კულტურის სხვა მუშაკებს ისეთი ჯილდოებით, როგორიც იყო ‘სტალინური პრემია“? როდის იყო (აქ ბიბლიური იოსები არ მყავს მხედველობაში – ი.პ.) უდედმამო, მაწანწალა ბავშვებს ქუჩაში სანთლით რომ ეძებდნენ, თავშესაფარში მიჰყავდათ, აცმევდნენ, აჭმევდნენ, ასმევდნენ, განათლებას აძლევდნენ?! ვინ დაასამარა ტროცკიზმი და კომინტერნი, უბოროტესი იდეა მთელი მსოფლიოს გაწითლების შესახებ, რაც დღეს ზიუგანოვის საქაღალდეში ძევს? ვინ შეძლო შეუძლებელი და უღმერთოთა სახელმწიფოში ღმერთი ზეციდან კვლავ მიწაზე დააბრუნა? ვინ აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია, რომლის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობა შეუძლებელი იქნებოდა? ვინ გადაარჩინა ებრაელები „კანიბალთა ქუსლით“ გასრესას და კრემატორიუმებში ტოტალური მოსპობისაგან?

სტალინს, არასოდეს უამაყია იმით, რომ მის ძარღვებში დიდგვაროვანი ქართველი თავადის სისხლი ჩქეფდა. როცა რუზველტი და ჩერჩილი  ეკითხებოდნენ, თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები, იგი თავმდაბლად პასუხობდა, რომ ისინი უბრალო მშრომელი ადამიანები იყვნენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარნენ მას ცოდნის მიღებაში.

მე მახსოვს ის დრო, ჩემი სათაყვანებელი, „სავარდო და სამაისო“ ქუთაისის ცხოვრებიდან, როცა ქართველი ებრაელები ქართველებთან ერთად ტკბებოდნენ ბაღის კიდეზე სეირნობით, ლადო მესხიშვილის თეატრის მშვენიერებით, საიდანაც დღეს ბორის გაპონოვის და დომენტი ახობაძის ქუჩა იწყება… ბოდიშით, მაპატიეთ, შემეშალა, ეს ქუჩა დღეს მხოლოდ ბორის გაპონოვის სახელს ატარებს… თუმცა, მომავალში ისე იქნება, როგორც ზემოთ ვთქვი.

ეჰ, კარგ მოგონებას რა სჯობია, მაშინდელი ქუთაისური ლაღიძის წყლების და ქართული ხაჭაპურის გემოს რა დამავიწყებს!!! ნათქვამია, დრონი მეფობენ და არა მეფენიო, რაც იყო აღარ დაბრუნდება, წავიდა, გაქრა გალაკტიონის და სტალინის ეპოქა.

სტალინისაგან განსხვავებით გალაკტიონმა კარგად იცოდა ვინ იყო და საიდან მოდიოდა. მართალია სიღარიბე, მატერიალური სიდუხჭირე ფინია ძაღლივით ადევნებოდა უკან, მაგრამ როცა ოკუჯავების სახლში იმყოფებოდა და არაყს გადაჰკრავდა, ამაყად წამოიძახებდა: „თქვენ რა იცით, ვინ ვარ მე!“ მაშინ მეორე კრებული „არტისტული ყვავილები“ გამოცემული ჰქონდა და უკვე იცოდა ვისი შვილი იყო! ალბათ, ამიტომ წერდა ავტობიოგრაფიაში „მამა არ მახსოვსო“.

ოკუჯავების ოჯახის ახლობლები ამბობენ, , რომ თვით ოლია ოკუჯავა შესახედავად მახინჯი იყო და რამ შეაყვარა გალაკტიონს გაუგებარიაო. ასეა ეს, სიყვარული უცნაური რამ არის, არც კანონებს ექვემდებარება, არც აკრძალვებს, ვერაფერსაც ვერ გაუგებ… ყველა ედვიჯ ფენეკი (2) ხომ არ იქნება?

1917-1918 წლებში გალაკტიონი მოსკოვში და პეტროგრადში იმყოფებოდა! იმყოფებოდაო, ვამბობთ და არ ვაკონკრეტებთ რას აკეთებდა ის ამ ორ უდიდესი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქებში. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოეტი მოსკოვში უფრო ადრეცაა ნამყოფი -1915 წელს., სადაც იგი პირადად გაეცნო რუს სიმბოლისტებს: ბალმონტს, ბრიუსოვს, ბლოკს.. ამ ურთიერთობის შედეგი იყო „ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“. ეს ლექსები „ცისფერ ყანწებში“ გამოქვეყნდა 1916 წელს, გალაკტიონის თბილისში დაბრუნებისთანავე. ამავე წელს იგი ჯვარს იწერს ოლია ოკუჯავაზე.

სიმბოლიზმის პრიორიტეტები: ბოჰემის, ლოთობის კულტი, ირეალური სამყარო, მისტიციზმი, მუსიკის გაფეტიშება… იმის უარყოფა, რომ გალაკტიონი რუსი სიმბოლისტების გარდა ფრანგი სიმბოლისტების: ვერლენი, სტეფან მალარმე, არტურ რემბოს გავლენას განიცდიდა, ყოვლად შეუძლებელია. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველმა სიმბოლისტებმა, მსგავსად ფრანგი სიმბოლისტებისა, ბრძოლა გამოუცხადეს წინა თაობას – რეალისტებს, ქართულ სინამდვილეში თერგდალეულებს; ილიას, აკაკის… აი, ამის მიზეზი იყო, რომ გალაკტიონი არ იზიარებს ცისფერყანწელების ლიტერატურულ კრედოს და თანდათან შორდება მათ, მაგრამ არც იმის უარყოფა  შეიძლება, რომ მისი ცოდნა, ინტელექტი მაღლდება, იმდაგვარად, როგორც ამას დიდი ვაჟა გვეუბნება: „ძველ სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალსა“.

სასიხარულოა – ვახტანგ ჯავახაძე წერს, რომ გალაკტიონის და ვაჟა-ფშაველას აზრი ამ საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა:
„რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო სასარგებლოა თავისი სამშობლოსთვისო – ამბობს ა. გრიბოედოვი. აქედან რაც უფრო გაუნათლებელია კაცი, მით უფრო მეტი ზიანი მოაქვს სამშობლოსათვის. „ან უნდა გავნათლდეთ, ან უნდა გავმრავლდეთო“ – სწერდა ვაჟა-ფშაველა  – „და თუ ორივე ერთად იქნება – ამას რაღა სჯობსო? უნდა გავნათლდეთ რა თქმა უნდა!“
„უცნობი“

მაგრამ დავუბრუნდეთ 1917-1918 წლებს, როცა გალაკტიონი ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ პეტროგრადში იმყოფებოდა.

საინტერესოა , ალბათ თუ რა ხდება ამ დროს რუსეთში: ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. რევოლუცია საფრთხეშია. „ყოფნა-არყოფნა“, საკითხავი აი, რა იყო. მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს მოსასპობად გაერთიანდნენ: ადმირალი კოლჩაკი, გენერლები დენიკინი და იუდენიჩი. მათ ზურგს უმაგრებს ანტანტა (სამთა კავშირი) და ოთხთა კავშირი. მიმდინარეობს დაუნდობელი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არსებობისათვის. ლენინი ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ჩაშლისთვის ტროცკის უწოდებს იუდას, პოლიტიკურ მეძავს და იძულებულია საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დაუთმოს გერმანიას ვრცელი ტერიტორიები, რათა შეაჩეროს გერმანიის და ავსტრო-უნგრეთის არმიების შტურმი. სტალინი ამ დროს ცარიცინშია, სადაც პური და სურსათი თეთრი გვარდიელების ზედამხედველობაშია. 1918 წლის 17 ოქტომბერს სტალინი უგზავნის ლენინს დეპეშას, რომ განადგურებულია დენიკინის და ვრანგელის არმიები. აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა. (პური (ხორბალი) ვაგონებით მიემართება მოსკოვისაკენ, პეტროგრადისაკენ… საბჭოთა ხელისუფლება გადარჩა.

ის, რომ გალაკტიონი რევოლუციური ეპოქალური ქარტეხილების უებრო მომღერალი იყო ორი აზრი არ არსებობს. „დროშები ჩქარა“, „ჯონ რიდი“, „ჩვენ პოეტები საქართველოსი“, „ეპოქა“, „რევოლუციური საქართველო“, „ღრუბლები ძაუგთან“ რევოლუციური საქართველოს ერთიანი მგზნებარე ჰიმნია. მართალია მას გვერდში ედგნენ არა ერთი და ორი სახელოვანი ქართველი თანამოკალმენი, მაგრამ თანამედროვე და არამარტო თანამედროვე ქართულ პოეტიკაში, მას პირველობას ვერავინ ეცილება. მისი ლექსები ერთხელ წაკითხვითაც გიტაცებს, გაჯადოებს, გხიბლავს, მაგრამ რაც უფრო მეტჯერ წაიკითხავთ მათ, კვლავ და კვლავ გაბრუნებთ უკან რათა ერთხელ კიდევ წაიკითხოთ და დატკბეთ მათი მუსიკალური სიდიადით და ღრმა ქვეტექსტით. მაპატიოს ქართველმა პოეტებმა, ძველმა თუ ახალმა ამას რომ ვამბობ: ცოტას თუ ვისმე  აუმღერებია ქართული სიტყვა ისე მსუბუქად და ფრთაასხმულად, როგორც ეს გალას, გატუნიას (ასე ეძახდა მას დედა, ქალბატონი მაკრინე -ი.პ..) პოეზიაშია.

ჩემს მეცნიერულ ნაშრომში „მესხის“ მნიშვნელობის განმარტება რუსთაველისა და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“ ერთგან ვწერ:

„გალაკტიონმა „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“ 1936 წელს დაწერა. ამ პერიოდისთვის შექმნილი აქვს ისეთი შედევრები, როგორიცაა: „ხელოვნება“, „მესაფლავე“, „ქალი და ხელოვნება“, „მე და ღამე“, „მერი“, „მთაწმინდის მთვარე“, „ლურჯა ცხენები“, „დროშები ჩქარა“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“. ეს ლექსები 1917 წლისთვის უკვე დაწერილია. ამით, ის მინდა ვთქვა, რომ როცა გალაკტიონმა „ვწერ ვინმე მესხის..“ შექმნა დაიწყო პარნასზე იყო ასული და ქართულ პოეზიაში რუსთაველის გვერდით მიაბიჯებდა… და როგორც ლექსის წერის ოსტატი, ზოგჯერ რუსთაველზე მაღლაც მოსჩანს… არა, ღმერთმა დამიფაროს გალაკტიონი რუსთაველზე მაღლა დავაყენო, ლექსის წერის დონის, რითმის, რიტმის და ჟღერადობის განსასაზღვრელად რუსთაველის და გალაკტიონის ეპოქებში განსხვავებული საზომი ერთეულები არსებობდა. მათი შედარება შეუძლებელია, ორივე გენიოსია და რაც ვთქვი მხოლოდ სიტყვას მოჰყვა.“

ამ სიტყვების შემდეგ ძნელია იმის გახსენება, რომ იგი დაიჭირა იმ კაცმა, რომელიც იმ ხანებში ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი იყო და რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი, სოჭის ოლქი, რომელიც პილენკინოდან (განთიადიდან) იწყებოდა რუსებს, ხოლო დავით-გარეჯი, კახის რაიონი აზერბაიჯანს მიჰყიდა. იგი მეტეხის ციხეში ჩასვეს, მასთან ერთად დააპატიმრეს პოემა : „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“. „მნათობის“ მე-5 ნომერში დასაბეჭდად გამზადებული პოემა ჩეკამ მთლიანად გაანადგურა. გალაკტიონი ციხიდან სამი დღის შემდეგ გამოუშვეს, ალბათ სტალინის მითითებით. ამის თქმა იმდენადაა შესაძლებელი, რომ 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით მრავალი გამოჩენილი ადამიანი მოხვდა მეტეხის ციხეში: დავით კლდიაშვილი და მისი ვაჟი, ძმები შალვა და სამსონ დადიანები, საქართველოს კათოლიკოსი ამბროსი… აი, როგორ იგონებს კონსტანტინე გამსახურდია მეტეხის ციხეში გატარებულ დღეებს:

„ჩვენ მთელი ღამეები არ გვეძინა, რადგან დახვრეტას მოველოდით. ახალმოყვანილ პატიმრებს ამბავი მოჰქონდა ტფილისსა და მთელ საქართველოში დამდგარ სისხლის წვიმების გამო. არცერთი ჩვენგანი არ ნატრობდა გადარჩენას, ჩვენ მოთმინებით ვუცდიდით სიკვდილს, ვმღეროდით და ნარდს ვთამაშობდით. მე შევადგინე ჰუმორისტული კედლის გაზეთი. ამ გზით ვაცინებდი ჩემს მეგობრებს…“

„1933 წელი გალაკტიონისათვის ბედნიერი აღმოჩნდა. რეპრესირებული ნათესავებისა და საეჭვო ლექსების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ მას სახალხო პოეტის წოდება მიანიჭა და პერსონალური პენსია დაუნიშნა. 1935 წელს, მარჯანიშვილის ოთხ ნომერში მეორე სართულზე სამოთახიანი ბინა მიიღო. 1936 წელს უკვე ლენინის ორდენოსანი ხდება. საქართველოში ერთადერთი პოეტი იყო, რომელსაც მკერდზე ოქროს ლენინი უბრწყინავდა.“

მაგრამ საბჭოთა მწერლების პირველ საკავშირო ყრილობაზე იგი- გალაკტიონი ქართველ დელეგატთა სიაში არ მოხვდა. ამბობენ, რომ გალაკტიონის სიაში შეყვანა გამორჩათ, უბრალოდ დაავიწყდათ.

… 1934 წელი. აგვისტო. მოსკოვში გაიმართა საბჭოთა მწერლების პირველი საკავშირო ყრილობა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა 600-ზე მეტი საბჭოთა მწერალი. -ქართული დელეგაცია მოსკოვში 30 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა. საზღვარგარეთიდან მიწვეული იყო 40 სტუმარი. გასაოცარია ის ფაქტი, რომ სტალინის მითითებით მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ პირველად გაიგონა ორი სახელი: შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანი“. ცარიზმის ეპოქაში „ვეფხისტყაოსანს“ წვავდნენ, ანადგურებდნენ. საქართველოში დღესაც არიან ისეთი ჭკუათმყოფელები, რომლებიც ანათემას უგზავნიან მსოფლიო პოეზიის ამ გენიალურ შედევრს.

ყრილობა გახსნა მაქსიმ გორკიმ. საქართველოდან სიტყვით გამოვიდა დელეგატი მალაქია ტოროშელიძე. როგორც ბესო ჟღენტი გაზეთ „კომუნისტში“ იგონებდა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე ყრილობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოიძახეს მოსკოვში, კრემლში, რადგან საქმეში ჩაერია სტალინი. მის შეკითხვაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბებდა მოხსენებას მწერალთა ამ დიდ ფორუმზე ქართული ლიტერატურის შესახებ, ტოროშელიძემ უპასუხა, რომ მოახსენებდა ყრილობას იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, იმ ქართველი მწერლების შესახებ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები შექმნეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში; კერძოდ, გაამახვილებდა ყურადღებას ისეთ ნაშრომებზე, რომლებშიც მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი სოციალისტური რეალიზმი,. ასეთმა გამონათქვამმა სტალინი თურმე ძალიან აღაშფოთა და ტოროშელიძეს მკაცრად მიუთითა; როგორ ოქტომბრის რევოლუციამდე ჩვენს წინაპრებს კულტურისა და მწერლობის სფეროში არაფერი შეუქმნიათ? გადაეცით ქართველ მწერლებს, რომ მოხსენება უნდა დაიწყოთ რუსთაველიდან მაინც, თუ უფრო ადრეული, ჰაგიოგრაფიული მწერლობიდან არა, „დაე, გაიგოს ყველამ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, როგორი ღირებულების კულტურული განძი შეუქმნია ქართველ ხალხს ოქტომბრის რევოლუციამდე.“ შემდეგ ბესო ჟღენტი იხსენებს, თუ როგორ წერდნენ ქართველი მწერლები მატარებლის ვაგონში პირველ საკავშირო ყრილობაზე წასაკითხ მოხსენებას, რაც დაახლოებით ასე გამოიხატება: „მოსკოვისაკენ მიმქროლავი მატარებლის ვაგონის კუპის კართან რიგი იდგა, ყველა დელეგატს ხელში ეჭირა ფურცლები და ითხოვდნენ მათი ნააზრევი მოხსენებაში ჩაგვერთო.“

მალაქია ტოროშელიძის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მეორე დღეს, 18 აგვისტოს, კავშირების სახლის სვეტებიანი დარბაზის ფოტოსურათების რიგი გადაადგილდა. საბჭოთა მწერლების პირველი ყრილობის დელეგატებს სვეტებიანი დარბაზის კედლებიდან უკვე ღიმილით ესალმებოდნენ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი უკვდავი პოეტები, მწერლები, ლიტერატორები: რუსთაველი, პუშკინი, შევჩენკო, გოგოლი, ჰეინე, მოლიერი, ნეკრასოვი, სალტიკოვ-შჩედრინი, ბალზაკი, ტოლსტოი.

ყრილობის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე მწერალმა ნ. ტიხონოვმა წაიკითხა გალაკტიონის ლექსების თარგმანები რუსულ ენაზე.

საბჭოთა ლიტერატურის ძირითად მეთოდად ყრილობამ მიიღო სოციალისტური რეალიზმი.

პირველი საკავშირო ყრილობის მიმდინარეობის დღეებში, ყრილობის ახალგაზრდა დელეგატმა, პოეტმა ირაკლი აბაშიძემ შექმნა უკვდავი ლექსი:

„უცებ ღელვა და ჟრუანტელი,
უცებ თვალებში ბედნიერი ალმასის წვეთი,
კავშირთა სახლში შემოვიდა დიდი ქართველი
და ტრიბუნასთან დაიკავა პირველი სვეტი!“.
„რუსთაველის სახე სვეტებიან დარბაზში“

პროლოგი

ნაშრომის დასაწყისში აღვნიშნე (ვთქვი), რომ ყველა ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტების სარეცელზე იბადება ზეციდან არის მოვლენილი, მაგრამ ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის გადმოცემით, უკვდავება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.  უკვდავება მისჯილ რჩეულთა რიგებში ებრაელებმა მყარი ადგილი დაუმკვიდრეს მოსეს და დავით მეფსალმუნეს, ბერძნებმა ბრმა ჰომეროსს და ალექსანდრე მაკედონელს, ამერიკელებმა ჯორჯ ვაშინგტონს და აბრაჰამ ლინკოლნს… ამ სიას წინამდებარე ნაშრომის მკითხველი თვითონ გააგრძელებს. რაც შეეხება საქართველოს, ეს სია საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ წინამდებარე ნაშრომის აზრობრივი დატვირთვიდან გამომდინარე მე ვიტყვი: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე-დედოფალი, შოთა რუსთაველი, გალაკტიონი, სტალინი.

                                                      .  .  .

P.S. 1995 წლის 27 მარტს ქუთაისში, მწერალთა კავშირში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო: „დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა ქუთაისში მოღვაწე მწერალს იაკობ პაპიაშვილს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა  (მასალები იხ. ინტერნეტში „იაკობ პაპიაშვილი – 50“)

ამონარიდი პროფესორ სიმონ არველაძის სიტყვიდან:

„მკითხველთა საზოგადოების წინაშე წარმოსდგა ბატონი იაკობი თავისი შემოქმედებით. აქ წარმოადგინეს ასე თუ ისე, ფრაგმენტები მისი შემოქმედებიდან. თუმცა თქვენ იცნობთ მას აგრეთვე წიგნებით, რითაც დასტურდება რომ იაკობი არის პროზაიკოსი და არა მხოლოდ პროზაიკოსი, ის არის პოეტი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იმიტომ კი არა, რომ პოეტური კრებულები აქვს გამოცემული და ბევრი ლექსის ავტორია, არამედ მისი პროზაა საერთოდ პოეტური, თავისი განსაცვიფრებელი დინამიურობით და პოეტისათვის დამახასიათებელი მოსხლეტილი ფრაზებით.

გამოხმაურებანი, რომელიც აქვს მის რომანს „ქართულ ლეგენდას“ ცნობილი მწერლების რევაზ ჯაფარიძის, რევაზ ინანიშვილის და სხვათა და სხვათა, ადასტურებს, რომ იაკობ პაპიაშვილი თავის დროზე საიმედო სამწერლო ძალად აღიარეს და ეს მან დაგვიმტკიცა ახლად გამოცემულ წიგნში, რომელშიც გარდა რომანისა „ხანისწყალთან“, არის სხვა ჟანრობრივი ნაწარმოებები და აგრეთვე მეცნიერულ-პუბლიცისტური ნაშრომი. საკითხი ეხება რუსთაველის ფრაზას „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“, რომელიც გალაკტიონის ცნობილ ლექსში მეორდება, რაზეც ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში ჯერ არ არის ნათქვამი ოფიციალური და გადამწყვეტი სიტყვა. მეცნიერული ნაშრომი, რომლის სათაურია : „მესხის მნიშვნელობის განმარტება რუსთაველის და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“  გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოშიც“ გამოქვეყნდა“.

2014 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის წიგნის „გაგრა“ – პრეზენტაცია. პრეზიდიუმის სხდომას უძღვებოდა და ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა რევაზ მიშველაძემ (მასალები იხ. ინტერნეტში).

2017 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო (მასალები იხილეთ ინტერნეტში).

აქ უნდა დავძინო, რომ ჩემი ყველა მეცნიერული ნაშრომი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და რუსულ პერიოდიკაში, სადოქტორო დისერტაციებია, მაგრამ ამათგან მინდა გამოვყო ორი მათგანი: „ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის“ (ატვირთულია მართლმადიდებლურ ფორუმზე – ი.პ.) და „მესხის მნიშვნელობის განმარტება რუსთაველისა და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“. ორივე ნაშრომი, რაც უკვე საკამათო აღარ არის, ახალი ფურცელია, ახალი სიტყვაა ქართულ და ახლო აღმოსავლეთის ისტორიოგრაფიაში, აგრეთვე ენათმეცნიერებაში. აქ, მეორედ დასახელებული ნაშრომიდან, მინდა მოვიყვანო ამონარიდი, რომელიც მეტყველებს გალაკტიონის დიდ ინტელექტზე, განათლებაზე და რაც მთავარია შრომისუნარიანობაზე. ამით ის მინდა ვთქვა, რომ გალაკტიონი თითოეული ლექსის შექმნას დიდი სერიოზულობით ეპყრობოდა და ზერელედ, ჰაიჰარად არაფერს წერდა:

„დასკვნა: როგორც ზემოთ ვწერდი, ფრაზა „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“ ორივე გენიოსი პოეტისათვის არა მხოლოდ შთაგონების, არამედ დიდი ხნის და დაძაბული შრომის ნაყოფია. რუსთაველს ალბათ ხელთ ექნებოდა ფარნავაზისეული და აბიათარისეული „ქართლის ცხოვრება“ , ძველი და ახალი აღთქმა და ვინ იცის კიდევ რა… რაც შეეხება გალაკტიონს მას „მესხის“ წარმომავლობის შესწავლისათვის მეტი შრომა დასჭირდებოდა; ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ფსალმუნნი ჯიბით დაჰქონდა, ძველსა და ახალ აღთქმას, „ქართლის ცხოვრებას“ ხომ რაღა თქმა უნდა ძირფესვიანად შეისწავლიდა, რითაც საბოლოოდ დარწმუნდებოდა რუსთველური „გასაიდუმლოებული“ კონცეფციის ჭეშმარიტებაში, რასაც გვიდასტურებს მხატვრული გარდასახვის ის უდიდესი ძალისხმევა, მისივე ლექსის ფინალში რომაა წარმოჩენილი:

შმაგი, ვით ვეფხვი დაჭრილი,
მშობლიურ მთა და ველებზე,
ვარ ოცნებისთვის გაჭრილი
მე, ვინმე მესხი მელექსე.”

_________________________________________________________________________

შენიშვნა:
1. იაკობ პაპიაშვილის წიგნები აღნიშნულ საკითხებზე არსებობს მსოფლიოს მრავალი დიდი ქალაქის ნაციონალურ ბიბლიოთეკებში. საქართველოში მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია გაზეთ „მწერლის გაზეთში“.

2. ედვიჯ ფენეკი – ალჟირული წარმოშობის იტალიელი კინომსახიობი და კინოპროდიუსორი, ითამაშა კინოფილმში „მადამ ბოვარი“. მისი ნამდვილი გვარია სფენეკი.

იაკობ პაპიაშვილი
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი,
ნობელის პრემიის ნომინანტი
ივლისი, 2020
ბათ იამი
ისრაელი

იაკობ პაპიაშვილის “ცემა გმართებს გამზრდელისა” გამოქვეყნდა გაზეთ “მწერლის გაზეთში”, 2020 წლის N5 (15 სექტემბერი -15 ოქტომბერი), გვ. 5.
სტატიის ნახვა და ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან =>

საქართველოს მაღალმთიანეთის სინაგოგა და დიდი მეცენატი – The synagogue in the Georgian high mountains and the Great patron Alfred Bernhard Nobel

oni_alfred1995 წლის 17 სექტემბერს აღინიშნა ონის სინაგოგის 100 წლის იუბილე.
On September 17th, 1995 it was held the celebration of the 100th anniversary of the Oni Synagogue.

ეძღვენება
ონის სინაგოგის პროექტისა და მშენებლობის დამფინანსებელს ალფრედ ბერჰარდ ნობელს.
It is dedicated to Alfred Bernhard Nobel who financed the project and building of the Oni Synagogue.

ჰონისაკენ (1)
Towards Honi
თეიმურაზ შაშიაშვილი
Teimuraz Shashiashvili

შტრიხები პორტრეტისათვის
The traits for the image

ეს იყო 1995 წლის შემოდგომაზე, 15 სექტემბერს, პარასკევს.
ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ვცხოვრობ, ადრე ეს ქუჩა გალაკტიონის სახელს ატარებდა. დიდებული ადგილია, აქედან ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხუთიოდე წუთის სავალზეა, ხოლო ჩემთვის და ქუთათურებისათვის სათაყვანებელი „დინამოს“ სტადიონი, გვერდზე, ხელმარცხნივაა განთავსებული.

იმ დილით, ჩვეულებრივ ადრე ავდექი, თავი წესრიგში მოვიყვანე, ვისაუზმე და ვიდრე საქმეს შევუდგებოდი, – მეუღლეს ძილისპირული კიდევ გამტკბარი ჰქონდა, – ფანჯარასთან მივედი, ფარდები გადავწიე და ცას ავხედე. უმთვარო და უმზეო ცაზე სერი ღრუბელები ნაფლეთებად მიცურავდა. ხანდახან წამოწვიმდა კიდეც და მაცოცხლებელი ჰაერის ნაკადი, ქუთაისური ქარი, წყალტუბოდან იმერეთის გულისკენ მომავალი, გალაკტიონისეულ სუნთქვასთან თანაშეზრდილი, ჩვენი ეზოს ცაცხვის, ვაშლის, მსხლის, ლეღვის, ტყემლისა და ბლის ხეების საშემოდგომო ფოთლების ციალს ამსგავსებდა და მიწაზე მობიბინე მწვანე ბალახზე წვიმის წვეთებს ვერცხლისფრად აციმციმებდა.

გამახსენდა  ჩემს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ლიტველი პოეტის სტროფი:

ღრუბლები, ღრუბლები
მიდიან, მიდიან
დაღლილი კაცობრიობა…
ალაყაფის კარებთან
დგას და ისევ გაჰყურებს…“ (შორეთს  – – ი.პ.)

მალე გონს მოვეგე, ვგრძნობდი, ამ სასწაულით დიდხანს ვერ ვისიამოვნებდი და საწერ მაგიდას მივუჯექი. ის იყო კალამი ავიღე და გონებაში მოზეიმე სიტყვების კორიანტელი მოცისფრო ქაღალდზე უნდა გადამეტანა, რომ უეცრად ტელეფონმა დაიწკრიალა. ყურმილს დავწვდი. ხაზზე იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
–         გამარჯობა, ბატონო იაკობ, როგორ ბრძანდებით?
–         გაგიმარჯოთ, თავად როგორ გიკითხოთ?
–         გმადლობთ – პაუზა – ბატონო იაკობ, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის დავალებით ვრეკავ – პაუზა.
–         დიახ, გისმენთ.
–         ზეგ დილით, ონში მოგიწევთ გამგზავრება. იცით, ალბათ, ონის სინაგოგის 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ. თბილისიდან ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჩამობრძანდება, საზღვარგარეთელი სტუმრებიც იქნებიან… პაუზა… – მოკლედ, ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა თქვენ დაგავალათ უხელმძღვანელოთ ქუთაისის ებრაელების დელეგაციას ამ დიდმნიშვნელოვან ზეიმზე. მიკროავტობუსი ებრაელთა მთავარ სალოცავთან, ბორის გაპონოვის ქუჩაზე, დილის 7 საათზე იდგება. ვისაც სურვილი აქვს დაესწროს ამ ზეიმს. აბა, კეთილ მგზავრობას გისურვებთ.
–       დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.
იმავე საღამოს, სალოცავში მივედი და ყარბითის (ღამის ლოცვა) დასრულებისთანავე, თებიდან (რაბინისათვის განკუთვნილი შემაღლებული ადგილი) გამოვაცხადე იმერეთის გუბერნატორის დავალება.

Suddenly the telephone has rung. I got hold the receiver.
There was the supervisor of the Imereti governor’s administration on the line.
– Good day, Mr. Iakob. How are you.
– Fine, thank you. What about you?
– Thank you (there was a short pause) I am calling to you on behalf of Mr. Teimuraz Shashiashvili’s.
– Listening.
– You will have to go to Oni the day after tomorrow. Aren’t you aware of the fact that we are celebrating the 100th anniversary of the Oni Synagogue. Mr. Eduard Shevardnadze is
expected to be there as well as some guests from abroad (once more pause). All in all, Mr. Teimuraz Shashiashvili charged you with being the leader of Kutaisi Jews delegation at this important meeting. The delegation will be served by minibus waiting at the entrance of the Jewish Synagogue on Boris Gaponov’s Street at 7 o’clock in the morning. Those who have any desire of participating in this activity are welcome! I wish you happy journey.
– Thank you very much. Have a nice day.

The same day I went to the synagogue and straight after the evening prayer announced from elevated place for rabbi the Imereti Governor’s statement.

დუხჭირი დრო იყო.  მკითხველი რომ მიხვდეს იმ ავადსახსენებელ ეკონომიურ ვითარებას, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა გაიდარის ე.წ. „შოკური თერაპიის“ წყალობით, ვიტყვი მხოლოდ ერთს: გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ერთი ეგზემპლარი ღირდა 300 000 კუპონი. გაქრა წარმოება-დაწესებულებები, გაქრა ხელფასი და როცა შიმშილმა კარზე დააკაკუნა, სასწაულივით მოგვევლინა იმერეთის გუბერნატორის, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის განკარგულება, რომლის თანახმად საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების წევრებს და კულტურის სხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაგვინიშნეს ყოველთვიური დახმარება 100-დან 300-მდე ლარის ოდენობით (100 ლარი მაშინ 100 დოლარის ტოლფასი იყო – ი.პ.) აი, ამ დახმარებით და პირადი დანაზოგის წყალობით, უკრაინაში შევიძინე 12 ტონა ქაღალდი და მოვახერხე ოთხი ახალი წიგნის გამოცემა. 12 ტონა ქაღალდი შევიტანე გაზეთ “ქუთაისის“ რედაქციაში და გადავეცი ბეჟან ნამიჭეიშვილს და თენგიზ წოწონავას. ერთი წლის მანძილზე გაზეთი „ქუთაისი“ ჩემს მიერ უკრაინიდან ჩამოტანილი ქაღალდით გამოდიოდა.

რაჭა – საქართველო
ნიკორწმინდისკენ
Racha – Georgia
Towards Nikortsminda

 – რაჭას რა დამავიწყებს?! სპი (გპი)-ის დიპლომიანი ინჟინერი, მე-4 სამშენებლო ტრესტის მმართველმა ოთარ ბიბილეიშვილმა (შემდეგ მშენებლობის მინისტრი იყო), მე-9 სამმართველოში ოსტატად დამნიშნა. 1966 წელია. ისე მოხდა, რომ იმ ზაფხულს  უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, კარგი მშენებელი ავალო სირაძე, ოჯახური მდგომარეობის გამო ორთვიან შვებულებაში გავიდა და მე-9 სამშენებლო სამმართველოს უფროსმა, ამირან კირტავამ შემომთავაზა სოფელ ჭელიაღელეში მიმდინარე ორსართულიანი სახლის მშენებლობას გავძღოლოდი. მე უყოყმანოდ დავთანხმდი. მივლინება სახელდახელოდ გამიფორმეს და ის დაუვიწყარი ზაფხული ჭელიაღელეში, ნაღდი რაჭველი კაცის ოჯახში ვცხოვრობდი. ქირის ფულს სამსახური იხდიდა.

მშენებლობა შუა სტადიაში იმყოფებოდა: საძირკვლები მზად იყო, კოლონები, რიგელები და ღრუტანიანი ფილები – დამონტაჟებული. ჩემს მოვალეობას შეადგენდა გადახურვის სამუშაოების დასრულება და ღიობების შევსება აგურით. რკინა-ბეტონის ქარხანაში (დირექტორი შოთა ნუცუბიძე) დამზადებული ოთხი რკინა-ბეტონის სეგმენტური ფერმა სიგრძით 12 მ. და სიმაღლით 3,5მ. ჯაჭვებით ტრაილერზე დავამაგრეთ და რაჭის გზას დავადექით. აქ, მადლობით მინდა მოვიხსენიო ამბროლაურის რაიკომის მდივანი, გვარად ბიბილაშვილი, რომელმაც ქუდზე კაცი გამოიყვანა, რათა ტვირთი ჭელიაღელემდე მშვიდობიანად მიგვეტანა. სირთულეს ქმნიდა ონის გზაზე გადასასვლელი ხიდი, რომელიც რაჭისაკენ მკვეთრად უხვევდა ადგილმდებარეობის გამო.

იმ ზაფხულს თვითმცლელი ავტომანქანა მემსახურებოდა, რომლითაც სამშენებლო მასალებს ვეზიდებოდით. მძღოლი გამთენიისას მაკითხავდა. კაბინაში როცა ჩავჯდებოდი, მანქანა ჩვეულებრივ ნიკორწმინდისკენ გაუტევდა და ხუთიოდე წუთში ტაძრის შემოგარენში დავაბიჯებდი. ეკლესიას და სამრეკლოს რომ შემოვუვლიდი ირგვლივ, ალაყაფის კარიბჭესთან გავჩერდებოდი და ყოვლადწმიდასავით ვდუდუნებდი:

„მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა –
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
………………………………
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!

და ის, ჩემთვის ისტორიული დღეები მახსენდებოდა, როცა სკოლაში გამოსაშვებ გამოცდაზე და შემდეგ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე, თემად გალაკტიონის შემოქმედება ავირჩიე.

ჭელიაღელედან ნიკორწმინდამდე ფეხით ათიოდე წუთის სავალია. ტაძრის სახელწოდება ნიკოლაისწმინდიდან მოდის, მეფე ბაგრატ III-ის ბრძანებით 1010 წელს ჩაეყარა საძირკველი და 1014 წელს დასრულებული იყო.

ნიკორწმინდა – XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, თითქმის ერთადერთი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა  და ერთადერთი „ოქროს ხანის“ ტაძარი მთელ რაჭაში,  მოხერხებულად განთავსებული და ადვილად მისასვლელი. თუ ქუთაისიდან ტყიბულის გავლით მიემგზავრებით და  შაორის წყალსაცავს გვერდით ჩაუვლით, მოულოდნელად გამოჩნდება ტაძარი  – ერთ-ერთი ულამაზესი ქართულ ეკლესიათა შორის, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ მოიპოვება. გასაკვირი არ არის, რომ ქართველები ტაძრის უჩვეულო სილამაზეს ეპითეტებით ამკობენ:
“თვალ-მარგალიტი”, “მზეთუნახავი პატარძალი”, “უნიკალური ძეგლი”.
საკათედრო ტაძრის აგების ისტორია უკავშირდება იმ ეპოქის ქართული პოლიტიკური ინტრიგის იდუმალებას, რამაც საბოლოოდ გაერთიანებული და ძლიერი ფეოდალური საქართველოს მყარი საფუძველი შექმნა. ამ მიმართებით იყო გააზრებული მეფე  ბაგრატ III-ის მიერ ნიკორწმინდის ტაძრის აშენება 1010-1014 წწ., პრაქტიკულად   სვეტიცხოვლის მშენებლობის პარალელურად. ეს ის მეფეა, რომელმაც ქუთაისში უქიმერიონის გორაზე თავისი სახელობის ტაძარი ააგო (1003).

ფასადი, ჩუქურთმა… ნიკორწმინდის დეკორი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ნიკორწმინდა

ნიკორწმინდა

იტყვი ნიკორწმინდას და გაგახსენდება გალაკტიონი, იტყვი გალაკტიონს და თვალწინ დაგიდგება შუა საუკუნეების საქართველოს ხელთუქმნელი ძეგლი, მისი დეკორი, ფასადი, ქვაზე ამოკვეთილი ორნამენტები: მგოსანი ფრინველები თუ თეთრთავა ზღაპრული გრიფონები – არწივი, ქორი, შევარდენი და ყვითელსახა ფასკუნჯი; ფრთიანი ლომები და მოჭიხვინე მფრინავი რაშები. გუმბათის თორმეტივე სარკმელი ჩუქურთმებითაა ჩავარცხნილი, კოპწია, შეკიდულ-შემოკიდული ყურძნის მტევნებითაა დახუნძლული…

ვინმეს არ ეგონოს, რომ მე საქართველოს სხვა ტაძართა ენით აუწერელი მშვენება მავიწყდება, როგორც დღევანდელ რესპუბლიკაში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში… არა, წამითაც კი არ მავიწყდება, მაგრამ გალაკტიონმა, რატომღაც საკუთარ ღვთიურ პოეზიაში, ნიკორწმინდის ტაძარს განსაკუთრებული ქებათა ქება შეასხა.

გალაკტიონი ბრძანებს ნიკორწმინდის ტაძარზე: “მზერა ქართულია”-ო. მე დავძენდი, აქაური სოფლების სახელები საოცრად ქართული და მოსასმენია: მუხლი, კვაცხუთი, სორი, ნიგვზნარა, გლოლა, სადმელი, ბოსტანა, ბუგეული, ჭელიაღელე, ნაკადლევა, ხვანჭკარა – რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო. აქ ყველგან რაჭული რთველიდან გადმონაჟური ღვინის სურნელი შემოეფეთება კაცს სახეში. მარანსაც იპოვის ჭაშნიკისმოყვარული კაცი და დააგემოვნებს, აბა რას იზამს.

მოგვიანებით, როცა მშენბანკის ქუთაისის განყოფილების თანამშრომლები სვანეთს ვეწვიეთ და მესტიაში გურამ თიკანაძის სახლ-მუზეუმიდან თეთნულდს, უშბას და შხარას შევცქეროდი, წარმოსახვაში გაცოცხლდა მთლად საქართველო – ამერ-იმერი და უნებურად გავიფიქრე: ეს გასაოცარი ქვეყანა ერთი დიდი საკურორტო კომპლექსია, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიძევება მეთქი. თან გონებაში ერთმა აზრმა გამიელვა: რა კარგი იქნებოდა ამ „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტ“ მხარეში, ანტაგონიზმი რომ აღმოიფხვრას და დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთგაგებით შეიცვალოს-თქო. ასე მგონია, ამ შემთხვევაში, წინა კაცის გაკეთებული კარგი საქმე, მმართველ ძალას უაზროდ არ მოეჩვენება.

… ვითომ შეცდა შევარდნაძე, როცა 80-იან წლებში საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი სამინისტრო „საქნახშირი“ თბილისიდან ქუთაისში გადაიტანა და იქ დააფუძნა? „საქნახშირის“ კომბინატში მე ხუთი წელი ვიმსახურე, სადაც ტყვარჩელის (აკარმარის) და ტყიბულის შახტებისთვის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენ კედლებს (ზვავსაწინააღმდეგო) და სხვა შენობა-ნაგებობებს ვაპროექტებდი.

აკარმარაში და ტყიბულში მინისტრის აპარტამენტებში მეძინა. სასთუმალთან, ხელის გაწვდომაზე მდგარ მაგიდაზე,  ტელეფონების ჯარი იყო ჩამწკრივებული. შემეძლო საბჭოეთის საზღვრებში ყველა ქალაქს დავკავშირებოდი; კომუტატორების საშუალებით, დღისით თუ შუაღამეს, საჭიროების შემთხვევაში, შემეძლო კრემლთან დამემყარებინა კავშირი.

ერთხელ, სამინისტროს ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის სისტემის პროგრამის ფარგლებში, სანატორიუმებისა და დასასვენებელ სახლებში მეშახტეების გარკვეული კონტიგენტისათვის ნომრების დასაჯავშნად, ბორჯომში მიმავლინა. ბორჯომპარკის სიახლოვეს დამიდეს ბინა. ოროთახიანი ნომერი მომცეს. ამით ვისარგებლე და ცოლ-შვილიც წავიყვანე ამ უმშვენიერეს საკურორტო ქალაქში. სასტუმროს გვერდით, რკინა-ბეტონის და მინის კონსტრუქციებით აშენებული, რესტორანი მდებარეობდა. ჩვენი ნომრის აივანი, სწორედ მას გადასცქეროდა. სამი კვირა უფასოდ ვტკბებოდით ცნობილი ანსამბლის ვია-75-ის მუსიკალური ორანჟირებით. ორკესტრი საღამოს 7 საათიდან უკრავდა და პირველ ნომრად, ყოველთვის უჩა კორძაიას სიმღერა „ბაკურიანი“ სრულდებოდა: „თეთრი რელსებით მთიდან ვეშვებით და კუკუშკა ც მიგვაქროლებს წინ“. სიმღერის ტექსტის ავტორი, როგორც ვიცი, ნუგზარ ერგემლიძეა. მე იგი, მწერალთა კავშირში, მაჩაბლის 13, გურამ ფანჯიკიძის კაბინეტის მოსაცდელში გავიცანი. ისე მოხდა, რომ ბატონი ნუგზარი, პოეტი ირაკლი ბაზაძე და მე ერთად აღმოვჩნდით. მე და ირაკლი მეგობრები ვიყავით. იქ, სხვა ცნობილი მწერლებიც იყვნენ… – შენ იაკობს თუ იცნობო, – ეკითხება ნუგზარის ირაკლი. – არაო, – მიიღო პასუხად.
– ჰოდა, გაიცანიო, იაკობმა ისეთი წიგნი გამოსცა, საქართველოს და ახლო აღმოსავლეთის ისტორია თავიდან არის დასაწერიო. მერე ირაკლიმ მე მკითხა, დიპლომატში „ქართული ლეგენდა“ თუ გაქვსო, კი, მეთქი, თავით ვანიშნე, ჰოდა აჩუქე ნუგზარის… დიპლომატი გავხსენი, წიგნი ამოვიღე და ნუგზარის გავუწოდე. არა, მასე არა, წარწერით აჩუქე… ასეც მოვიქეცი.

ცნობისთვის, ბრეჟნევის მმართველობის დროს, ე.წ. გაყინულ („Застой“) პერიოდში, დილაადრიან, სამსახურში, ბატონი ნუგზარ ერგემლიძის სიმღერები მიმაცილებდა, რაც საქართველოს რადიოს დიდი დამსახურებაა: მინი რადიო ყველა მაღაზიაში იყიდებოდა და ყველა ოჯახში იყო დამონტაჟებული.

… ვითომ შეცდა შევარდნაძე, როცა სააკაშვილს ურჩია ბაგრატის ტაძრის გუმბათი დაასრულეთო და საქართველოს პარლამენტი ჩვენს „სავარდო და სამაისო“ ქუთაისში დაამკვიდრეო?

კუს ტბა კი გვაქვს თბილისში, მაგრამ იმის აუცილებლობა, პარლამენტი კუს აბჯარში რომ მოვაქციოთ, ისტორიულადაც გაუმართლებელია. იმას რომ, დავით IV აღმაშენებელი, თამარ ბრძენი და გიორგი ბრწყინვალე, არცთუ იშვიათად, გელათიდან და გეგუთის სასახლიდან მართავდნენ საქართველოს რელიგიურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას, ვერცერთი ისტორიკოსი ან პოლიტიკოსი ვერ გაბედავს მცდარი უწოდოს.

ჯავშან-ნიჟარა, კარიბჭით, მუცელფეხიანების მოგონილია; ლოკოკინათათვის სახლიდან გასვლის საჭიროება, როგორც ასეთი, არ არსებობს, საფრთხის მოახლოების დროს, ისინი ჯავშან-ნიჟარაში იმალებიან.

დემოკრატია, საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაციების განვითარების თანადროულ ეტაპზე, არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი ძალა პირველყოფილ თემურ წყობილებას, ე.წ. პირველყოფილ კომუნიზმს, მონათმფლობელობას ან ფეოდალიზმს დაუბრუნდეს.  მრავალსაუკუნოვანი, უკვე უკანდარჩენილი პერიპეტიები გვავალდებულებს, კარგად გავიაზროთ რას ვუანდერძებთ შთამომავლობას.

ეს ისტორიული შაბლონი-პარადიგმა მოვიყვანე როგორც მაგალითი, როგორც ნიმუში. თუ მიხვდებიან რატომ ან რისთვის დავწერე, ხომ კარგია, და თუ არა, არც ამით დაშავდება რამე; მე მაინც ჩემს აზრზე ვიქნები: ისე როგორც რიონია დედაქართული მდინარე, ისე ქუთაისია დედაქართული ქალაქი, რამეთუ მისი მოსახლეობის 80% სუფთა ჯიშის ქართველები არიან, რომლებისთვისაც „ტო“-ს ინსტიტუტი უცხო ხილია. ის რომ, ხვამლიდან უკეთესად ჩანს აფხაზეთი, ვიდრე მთაწმინდიდან, ლიტონი სიტყვები არ არის. ეგ კი არა და, ჩემი ნება რომ იყოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ქუთაისში დავუდებდი ბინას.

აი, საკუთარ თავს რატომ ვაძლევ უფლებას,  ვურჩიო საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, რომ დედაქართულ ქუთაისში, არცთუ დიდი ხნის წინ აშენებული საპარლამენტო კომპლექსი შეინარჩუნონ და დროგამოშვებით, გამსვლელი სესიები, ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, იქ ჩაატარონ.

ვინ იცის მომავალი რას მოგვიტანს, რარიგ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, რომ საღორიის ტყეს გაცდები თუ არა, სადგური რიონიც გამოჩნდება, საიდანაც ცხუმი (იხ. ქ.ს.ე. ტ11. გვ.259, თბ.,1987) და ლაზიკა (იხ. ი. პაპიაშვილი, „გაგრა“, გამომცემლობა „მერანი“, თბ., გვ.125, 2013) უფრო ახლოსაა ვიდრე თბილისიდან.

შოვში გაგონილი ამბავი
მითოლოგია
The Story heard in Shovi
Mythology

მანძილი თბილისიდან შოვამდე 330 კმ.-ია,  ქუთაისიდან კი – უფრო ახლოა, 200კმ თუ იქნება.
80-იან წლებში, ენით და კალმით აუწერელ კურორტ შოვში ვისვენებდი ოჯახთან ერთად. სასტუმროში ვცხოვრობდით. იქვე ახლოს, რკინის წყარო გადმოჩუხჩუხებდა. წყაროს გვერდით სტალინის ბიუსტი იდგა. ამ ადგილიდან კარგად ჩანს ვეებერთელა კლდის მასივი და მასზე გამოსახული მამაკაცის დიდი სახე. როგორც შოველები ამბობდნენ ამირანის სახიერება კლდეზე ბუნებრივად არის გამოსახული და მის შექმნაში ადამიანის ხელი არ ურევია. მათი გადმოცემის თანახმად, ამირანის მამა მჭედელი ყოფილა და შვილსაც ეს ხელობა შეასწავლა. ხუთი წლის ამირანი რკინას კვერავდა, ხმლებს ამზადებდა და უკვე საგმირო საქმეებს სჩადიოდა. საკუთარი ხმალიც თვითონვე გამოუკვერავს; ისეთი მძიმე ყოფილა არავის შეეძლო მისი ადგილიდან დაძვრაც კი. დიდ ძალასთან ერთად, ამირანს ბუნებრივი ნიჭი დაჰყოლია სამედიცინო ხელოვნებაში, სამკურნალოდ ვარგისი ყვავილების და მცენარეების გამოცნობა თანდაყოლილი ჰქონია, უვლიდა  მათ, ხოლო ავთვისებიანებს ანადგურებდა.

ეს ამბავი ერთმა შოველმა მეპურემ მიამბო. მართალია მაშინ შოვური პურის სურნელი უფრო მიზიდავდა, ვიდრე მითოლოგია, მაგრამ მონათხრობი ისე რეალურად მომეჩვენა, რომ კარგად დავიმახსოვრე. მისი თქმით,  როცა ამირანი წამოიზარდა, ბადრი და უსუპი დაიძმობილა. კავკასიიდან ათენში გადასულა და ბერძნების წარმართული რელიგიის მთავარ ღვთაებას –  ზევსს ცეცხლი მოსტაცა და მისი სინათლე ხალხს მიუტანა. როცა ქვეშევრდომმა ღმერთებმა ზევსს შეატყობინეს კავკასიელი გმირის თავხედობა, ზევსი აღშფოთებულა და უბრძანებია შეეპყროთ იგი, დაებრუნებინათ სამშობლოში – კავკასიაში და შოვის კლდის გამოქვაბულში მიეჯაჭვათ.

ასეთია შოველების თქმულება ამირანზე. მართალია, ძნელი დასაჯერებელია ანტიკურ ხანაში ამირანის საბერძნეთში გადასვლა და ზევსისთვის ცეცხლი მოტაცება, მაგრამ თუ გავიხსენებთ ბრმა ჰომეროსის ეპიკურ ლირიკას „ოდისეას“, სადაც პირველად არის ნახსენები „ოქროს საწმისი“, შესაძლებელია ამირანმა, იასონის მიერ კოლხეთში დატრიალებული ტრაგედიის სანაცვლოდ, შურისძიების მიზნით, ზევსს ცეცხლი მოსტაცა და მისი შუქი კოლხეთში გადაანაცვლა, რამეთუ:

„ამირანი – ამირანიანის ეპოქის მთავარი გმირი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით თარიღდება“ (ქ.ს.ე.)

ასეა თუ ისე, შოვური თქმულების თანახმად, ოლიმპზე განცხრომით მოკალათებულ ზევსს, ამირანი სამშობლოში დაუბრუნებია და შოვის კლდის გამოქვაბულში მიუჯაჭვავს.

თუშური თქმულების თანახმად, კავკასიის ქედზე, გამოქვაბულში მიჯაჭვულ ამირანს მკერდს მუდმივად არწივი უძიძგნის, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გმირის გათავისუფლებას, მაგრამ ყოველი ვნების ხუთშაბათს, აღდგომის წინ, მოდიან მჭედლები და ჯაჭვს აახლებენ. ფიქრობენ, რომ ამის გამო ამირანს სძულს მჭედლები; ჩემი აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ამირანი თვითონ იყო მჭედელი.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ “ვეფხისტყაოსანში”, ამირანი ტოპოლოგიურად დგას პრომეთესა და აბსკრილის (აფხაზური ლეგენდის) გვერდით, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამირანი და პრომეთე ერთი და იგივე მითოლოგიური გმირია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრომეთე ჰერკულესმა გაათავისუფლა.

ამ მიმართებით საინტერესოა აკაკის ლექსი „ამირანი“:

„მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა-გმირი!
სიხარულად შეეცვლება,
ამდენი ხნის გასაჭირი!

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ის დრო, რომელსაც აკაკი ნატრობდა, ქართულ სინამდვილეში მრავალჯერ იყო დამდგარი. მე აქ ძირითადად დავასახელებ პიროვნებებს, რომელთა ძალისხმევითაც ქართული ენა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა მკვდრეთით აღსდგებოდა ხოლმე: ბაგრატოვანთა დაბრუნება თავიანთ პირვანდელ სამშობლოში (ი. პაპიაშვილი „ქართული ლეგენდა“), ფარნავაზი, მირიან მეფე და წ. ნინო კაბადოკიელი, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი სააკაძე, სტალინი, ზვიად გამსახურდია, შევარდნაძე.

ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრომეთეს მამა იაფეტია, ხოლო  დედა კი კლიმენაა – ოკეანის ქალიშვილი. არსებობს პრომეთეს გენიალოგიური ნუსხის (საგვარტომო აღწერილობა)  სხვა ვერსიები, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზემოთაღნიშნული ვერსიაა, რადგან  ძველი აღთქმის თანახმად იაფეტი იყო ნოეს უმცროსი ვაჟი. პრომეთეს გენიალოგიურ შტოს შესახებ მრავალი განშტოება არსებობს, მაგრამ ძირითადი ფაქტები და მოვლენები უცვლელია, ვთქვათ ის რომ პრომეთე იყო ადამიანების დამცველი ღმერთების არასწორი  თვითნებური მოქმედებებისაგან და ისიც რომ იგი, პრომეთე იყო ზევსის მკვიდრი ბიძაშვილი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, პრომეთეს და ზევსის მამები, იაფეტი და კრონოსი სისხლისმიერი ძმები არიან. მეორეს მხრივ, უძველესი ქართული ისტორიოგრაფია (ქართლის ცხოვრება) იაფეტს უწოდებს ქართველური ტომების – თაბალებისა და მუშქების (მოსხები) წინაპარს, რაც ჩემი კვლევების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტულატია. ამრიგად, რუსთაველის აზრი ამირანის ტოპოლოგიური იდენტიფიკაციის შესახებ პრომეთესა და აბსკრილთან  შეიძლება აქსიომად ჩაითვალოს. დიახ, რუსთაველი არასდროს წერდა ფაქტებისა და მოვლენების შედარების გარეშე.

ანტიკურ ეპოქაში პრომეთე რამდენიმე ცნობილი ეპოსითაა წარმოდგენილი. მათ შორისაა: ჰესიოდეს „თეოგონია“, ესქილეს „მიჯაჭვული „პრომეთე“, ლუკიანე სამოსატელის „პრომეთე“… მათ შორის, ვინც ძლიერი ზეგავლენა მოახდინა XIX და XX საუკუნის ისტორიულ და პოლიტიკურ მოვლენებზე, ლუკიანე სამოსატელია. იგი II საუკუნეში მოღვაწეობდა. მას ეკუთვნის სიტყვები: „ჯვარზე გაკრული სოფისტის“ მცნება. სოფისტებს ებრძოდნენ სოკრატე და პლატონი. „მოჩვენებითი სიბრძნე“ -ასე უწოდა სოფისტიკას არისტოტელემ, ხოლო მათ მიმდევრებს „ცრუბრძენნი“, რომლებმაც იციან თუ როგორ მოიგონ ფული. ამჟამად მიჩნეულია რომ სოფისტებმა საფუძველი მოუმზადეს მეცნიერულ დონეზე ლოგიკის განვითარებას  და ენობრივ გრამატიკას.

ლუკიანეს (წარმოშობით სირიელი იყო ქ. სამოსატოდან), საფრანგეთის რევოლუციის დროს, „კლასიკური ეპოქის ვოლტერი უწოდეს“ (ჰეგელი). რაც შეეხება ამ მწერალ-სატირიკოსის მიერ შემოტანილმა „ზეკაცი“-ს ცნებამ დიდი გავლენა მოახდინა XX  საუკუნის გერმანული ნაციონალიზმის და იდეოლოგიური ანტისემიტიზმის ჩამოყალიბებაზე (რიხარდ ვაგნერი და ფრიდრიხ ნიცშე).

საქართველოში ლუკიანეს რამდენიმე ნაწარმოებია ცნობილი. მოვიყვან რამდენიმე ამონარიდს ამ ნაშრომებიდან:

  1.    „აი, კავკასიონი, ჰეფესტო, სადაც ეს უბედური ტიტანი უნდა მივაჯაჭვოთ. მოვძებნოთ თოვლით დაუფარავი შესაფერისი კლდე, რომ მაგრად ჩავჭედოთ ბორკილები“
  2.    „პრომეთე: ვიცი ჰერმეს, რომ გავთავისუფლდები, მალე მოვა თებედან ის, შენ რომ ძმად გერგება და ისრით განგმირავს არწივს…“
  3.    „პრომეთე: გამათავისუფლე ზევს, უკვე საკმაოდ დავიტანჯე.

ზევსი: შენ მეუბნები, რომ გაგათავისუფლო? შენ, რომელსაც თექვსმეტი ძერა უნდა გიკორტნიდეს არა მხოლოდ ღვიძლს, არამედ თვალებსაც გითხრიდეს. რამეთუ ისეთი არსებანი გამოგვიძერწე, როგორიც ადამიანია, ცეცხლი მოგვპარე და ქალები შექმენი; მე მომატყუე ხორცის განაწილებისას, ქონით დაფარული ძვლები შემომაპარე, შენთვის კი უკეთესი წილი გადაინახე.“

(1,2 „პრომეთე ანუ კავკასიონი“, 3. „პრომეთე და ზევსი“ – ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო მარი ფიჩხაძემ)

„1. სამშობლოზე უტკბესი არაფერიაო – გვსმენია მრავალგზის. მართლაც არსებობს განა სამშობლოზე უამესი, უდიდესი და უღვთაობრივესი? ყოველივე ამის მიზეზი და მასწავლებელი, რასაც ადამიანები წმიდად და საღვთოდ მიიჩნევენ, ხომ სამშობლოა! ვინაიდან იგია მათთვის სიცოცხლის მომცემელი, გამომკვებელი და მზრდელი. მართალია, სხვათა ქალაქების სიდიადესა და ბრწყინვალებას, მათი შენობების ქმნულ კეთილობას ბევრი მოჰყავს გაოცებაში, მაგრამ სიყვარულით კი მაინც ყველას სამშობლო უყვარს. მრავალნი დამტკბარან, თანაც ძალიან, სხვათა ქვეყნებში სანახაობათაგან მიღებული სიამოვნებით, მაგრამ იმდენად არავინ ძლეულა მათი სიმდიდრით სამშობლო რომ დავიწყებოდეს“

(„ქებათა ქება სამშობლოს“ – ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ).

P.S. ავტორის მინაწერი: გმადლობთ, ქალბატონო ქეთევან!

„ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ!“
                      ვაჟას „სიმღერა“

როტშილდების საგვარეულო გერბი
Rothschild family coat of arms

ონის სინაგოგა  მავრიტანული არქიტექტურული სტილის  სანიმუშო მაგალითია. იგი აგებულია ეკლექტიკურ  სტილში და ქუთაისისა და თბილისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა. ეკლექტიკა  არქიტექტურაში არის მხატვრული მიმართულება, რომელიც ერთ შენობაში   ნებისმიერი არქიტექტურული ფორმის გამოყენების საშუალებას იძლევა. არქიტექტურის ისტორიის ექსპერტთა აზრით, სიტყვა „ეკლექტიკა“-ს სინონიმია სიტყვა “ისტორიზმი”. საინტერესოა, რომ ონის სინაგოგა გარეგნული სახით  ძალიან ჰგავს ბრაზილიის ქალაქ მანაუსში აშენებულ  ამაზონასის  საოპერო თეატრის შენობას. საყურადღებოა, რომ ქალაქ ონში სინაგოგის პროექტირებისა და მშენებლობის პერიოდი (1880-1895) ამაზონასის ოპერის თეატრის  (1881-1896) მშენებლობის პერიოდს ემთხვევა.

ქალაქ მანაუსი.  ამაზონასის  საოპერო თეატრი

ქალაქ მანაუსი.  ამაზონასის  საოპერო თეატრი

ქართველები ამ ნაგებობას უწოდებენ ტაძარს, მაგრამ ებრაელებისათვის იგი სინაგოგაა – თავშეყრის ადგილი, რომლის ფუნქცია ისეთივეა, როგორც პარლამენტი. ებრაული „ქნესეთი“, რამეთუ ებრაელებს ლოცვის უფლება ღია ცის ქვეშ აქვთ თუ „მინიანი“ (ათი კაცი“) შეიკრიბება.

Oni’s Synagogue is the example of the Moresque gorgeous architecture. It has been built in the eclectic style. It stays third in the line after Tbilisi and Kutaisi synagogues. The Georgians call this structure a Cathedral while for Jews it’s a synagogue, a place for meeting, functioning like a parliament, that is Jewish “Knesset”, since the Jews can pray in the open area if there are not less than “minian” – quorum (ten men).

ონის სინაგოგის აგების ისტორია დაკავშირებულია ონელი რაბინის ელიაუ (ელია) ამშიკაშვილის სახელთან.

1880 წელი. დაბა ონში სულ 52 ოჯახი ცხოვრობდა. ხალხს სინაგოგის აშენების კი არა, პურის ფული უჭირდა. რასაკვირველია, ისეთი გრანდიოზული შენობის აგებას, როგორიც არის ონის სინაგოგა, ონელი ებრაელები ვერ შეძლებდნენ. აი, ამ გაჭირვებულ დროში, როცა ხალხი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ასე რომ ვთქვათ, წელზე ფეხს იდგამს, ხდება რაღაც სასწაულის მსგავსი მოვლენა; ონის ებრაელების თავყრილობამ ახალგაზრდა, 16 წლის ყმაწვილი კაცი, გააგზავნა მოსკოვში – „იეშივაში“, თალმუდის შემსწავლელ უმაღლეს სკოლაში, ცოდნის მისაღებად. ამ ყმაწვილს ელიაუ (ელია) ამშიკაშვილს ეძახდნენ. როგორც წყაროებიდან ჩანს, ელიას მოსკოვის „იეშივაში“ თავი გამოუჩენია, როგორც ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას და იგი, სწავლის გასაგრძელებლად გაუგზავნიათ, იმ დროისათვის, ყველაზე საუკეთესო „იეშივებში“ – კრაკოვსა და ვარშავაში. ეს ის დროა, როცა თალმუდური სიბრძნის შემსწავლელმა ცენტრმა ბაბილონიდან და აფრიკიდან პოლონეთში გადაინაცვლა. სწავლის დამთავრებისთანავე ელია ვარშავაში რაბინად აკურთხეს და შესთავაზეს სასწავლებელში რაბინის თანამდებობაზე დარჩენილიყო, რაზეც ელიამ უარი თქვა, რამეთუ ოცნებად ჰქონდა გადაქცეული მშობლიურ ონში სინაგოგის აშენება; და ამ სურვილის განსახორციელებლად, მათთვის დახმარება უთხოვია. ირკვევა, რომ ვარშავისა და კრაკოვის ებრაელობა პატივს სცემდა მას, როგორც პერსპექტიულ პიროვნებას და დაეხმარნენ კიდეც. მათი რეკომენდაციით იგი მიემგზავრება ლონდონში; პოლონელი ებრაელების რეკომენდაციის საფუძველზე, იგი შეხვდა დიდი ბრიტანეთის კუნძულების  პერს, ნათან როტშილდს, რომელიც ღრმად მორწმუნე ოჯახში, ებრაულ ტრადიციებზე იყო აღზრდილი.

ინგლისელი პერი ყურადღებით უსმენდა რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ახალგაზრდა ქართველი რაბინის მჭერმეტყველებას, რომელიც აღგზნებული  გამომეტყველებით უხატავდა მას საქართველოს ბუნებას, კერძოდ რაჭას, მის მთა-გორებს, წყლებს… ენადაუღალავად აქებდა იგი მის მშობლიურ, უსაყვარლეს ონს და უმტკიცებდა კაპიტალისტს, რომ თუ მსოფლიოში შესაძლებელი იყო სადმე სამოთხის არსებობა, ეს იყო რაჭა!

ასე იყო, თუ ისე იყო, ბატონი როტშილდი მოუხიბლავს ახალგაზრდა რაბინის ენთუზიაზმს და გადაუწყვეტია დახმარებოდა მას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ნათან (ნათანიელ) როტშილდი იყო შვილიშვილი ნათან-მაიერ როტშილდის და შვილთაშვილი მაიერ-ამშელ როტშილდის, რომელიც როტშილდების დინასტიის დამაარსებელი გახლდათ. ნათან (ნათანიელ) როტშილდი ინგლისის და საერთოდ ებრაელობის დიდი ქომაგი და დამცველი ყოფილა.

მამის, ლიონელ როტშილდის გარდაცვალების (1879) შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა როტშილდების დინასტიის ბანკს ლონდონში. სავარაუდოა, რომ ელია ამშიკაშვილი ნათანიელ როტშილდს შეხვდებოდა 1879-1880 წწ. (დასანანია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ძალიან მცირე ცნობებია შემონახული ელია ამშიკაშვილის შესახებ. თვით მისმა ახლო შთამომავლობამაც კარგად არ იცის ამ ფრიად განათლებული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნების ბიოგრაფია. როგორც ირკვევა სადღაც ნალჩიკშია გარდაცვლილი 1912 წლის ზამთარში,  არც უფიქრიათ ონში გადმოესვენებინათ, საფლავიც არ იციან მისი.)

ელია ამშიკაშვილი ნათან როტშილდს ალბათ საკუთარ ბანკში შეხვდებოდა. მე შემიძლია წარმოსახვის საშუალებით გადმოვცე მკითხველს ამ ორ დიდ  ადამიანს შორის გამართული დიალოგი:
პატივცემულო რაბი, მე მსიამოვნებს რომ გავიცანი თქვენისთანა ბრძენი და მჭერმეტყველი ადამიანი შორეული საქართველოდან, მაგრამ თუ მეხსიერება არ მღალატობს ეს მთა-გორიანი ქვეყანა, დღეს რუსეთის პროვინციაა, – თქვა ნათანიელმა და ელიას გამჭოლად შეხედა.

დიახ, ჩემს სამშობლოში, ქართული ენა აკრძალულია.
საინტერესო ინფორმაციაა… იცით, რომ ჩემმა დიდმა ბაბუამ, მაიერ-ამშელ როტშილდმა, როცა მას შეატყობინეს, რომ ნაპოლეონი ვატერლოოსთან დამარცხდა და გაიქცა, რაც ლონდონის სამეფო კარმა, კერძოდ, მეფე გეორგ III არ დაიჯერა, ბაბუამ ეს მომენტი რაღაც წამებში სწორად შეაფასა და დიდი კაპიტალის მფლობელი  გახდა. აი, მაშინ წარმოუთქვამს მას ასეთი ფრაზა: „ვინც ფლობს ინფორმაციას, ის მსოფლიოსაც მართავს.”

– Yes, Georgian is forbidden in my country.
– It’s an interesting information…You now, that when my great grandfather Mayer Amschel Rothschild was informed that Napoleon was defeated at Waterloo and escaped, which the London court and, in particular, George III did not believe, he immediately appreciated the situation correctly and became the owner of a great wealth. It was then when he said, “Who owns the information he owns the world”.

– მაგრამ დავუბრუნდეთ თქვენს საქმეს. გსურთ რომ ააშენოთ სინაგოგა თქვენს მშობლიურ სოფელში რაჭაში…
ბატონო ნათანიელ,  – გააწყვეტინა მას ელიამ, – რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა… ჩვენ რაჭველ ებრაელებს სინაგოგის აშენება გვსურს რაჭის პატარა სოფელში  – ონში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე.
მაპატიეთ, არ ვიცოდი. ე.ი. გსურთ ააგოთ რაჭის პატარა სოფელში – ონში სინაგოგა. – დინჯად გაიმეორა კაპიტალისტმა და საწერ მაგიდაზე რაღაც გადააადგილა – პოლონეთში, იმათ ვინც თქვენ ჩემთან შესახვედრად შუამდგომლობა აღგიძრეს, იციან, რომ მე თანხებს ვწირავ ებრაელობის კეთილდღეობისათვის. ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე. ჩემს დიდ ბაბუას, რომელიც ახლახანს ვახსენე, დიდი თანხების გაცემა დასჭირდა, რათა თავი დაეღწია გეტოს საშინელებიდან. მე ურთიერთობა მაქვს სიონიზმის დამაარსებელთან თეოდორ გერცელთან. მისი ნაშრომი „ებრაელთა სახელმწიფო“ ჩემი სამაგიდო წიგნია. მან მაგიდიდან წიგნი აიღო და ისევ მაგიდაზე დადო. ჩემი აზრით, მისი იდეა უგანდაში ებრაელების სახელმწიფოს შექმნის შესახებ, არ უნდა იყოს ურიგო.
თქვენო უდიდებულესობავ, ეს საკითხი ძალიან რთული გადასაწყვეტია. მოდით „მაშიახის“ (მესია) მოსვლისთვის გადავდოთ.
ბანკირმა გაიღიმა
კარგი, გეთანხმები, ეგრე იყოს, – უპასუხა მან რაბის და უეცრად ეკითხება: თუ გაგიგონიათ თქვენ ასეთი სახელი: ალფრედ ნობელი?
დინამიტის შემქმნელი, დინამიტის მეფედ წოდებული.
დინამიტი, – გაიმეორა ლორდმა როტშილდმა, – ენა ადვილად იტყვის, მისი გამოგონებისთვის მან დიდი შრომა, ენერგია და მსხვერპლი გაიღო, მისი ერთი ძმა შეეწირა ამ საქმეს.
მის შესახებ უარყოფითი ეპითეტები დადის ხალხში.
დინამიტი… – ისევ გაიმეორა ლორდმა, ისე რომ რაბინის შეფასებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, – დინამიტი ეს პროგრესია, მომავალია: გზებია, გვირაბებია, წყალგამტარი არხებია… ბანკირი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და შენობის წინ მოწყობილ გაზონებს გადახედა, ყვავილნარით დამშვენებულს. ჩვენ, როტშილდებს და ნობელებს, აფშერონის ნახევარკუნძულზე საერთო ინტერესები გვამოძრავებს…
რაბი ელია ამშიკაშვილმა ისევ გააწყვეტინა სიტყვა კაპიტალისტს.  შეეკითხა:
პატივცემულო ნათანიელ, ეს ბიზნეს საქმიანობა უმუშევრობას ხომ არ გამოიწვევს? აფშერონის ნახევარკუნძულზე სოფლის მეურნეობა: მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა განვითარებული, ასობით ადამიანი დარჩება დაუსაქმებელი.
შესაძლებელია… მაგრამ ისინი მალე დასაქმდებიან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში – უპასუხა მას ნათანიელ როტშილდმა და განაგრძო: ჩვენ, როტშილდებსა და ნობელებს ბათუმის სავაჭრო საზოგადოების დაფინანსებისათვის, პარიზის საბანკო სახლში, 6 (ექვსი) მილიონი კაპიტალი გვაქვს დაბანდებული. დღეს, მართალია, ჩვენს შორის მცირედი გაუგებრობაა აფშერონის ნავთობით მდიდარი მიწების ათვისების საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდიერად მოვიხსენიო „ძმები ნობელების ასოციაცია“ და მისი ხელმძღვანელი ალფრედ ნობელი.
თქვენო უდიდებულესობავ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ვხვდები რომ ონის სინაგოგის განხორციელებასთან დაკავშირებით, აქცენტი გადაგაქვთ ალფრედ ნობელზე. შეგახსენებთ, რომ ონში სულ სამასი ებრაელი ცხოვრობს.  როგორ ფიქრობთ, სტოკჰოლმში დაბადებული კაცი, ეროვნებით შვედი, ამერიკაში, რუსეთში, საფრანგეთში და თითქმის მთელს მსოფლიოში ცნობილი მეწარმე, რომელსაც ევროპის საზოგადოებამ ნაადრევი ნეკროლოგი მიუძღვნა იარაღის გაყიდვით მიღებული მოგებისათვის, სინაგოგის აშენებისთვის რამდენიმე მილიონს გაიღებს?

„ნობელი ყველაზე მდიდარი ხულიგანია ევროპაში“. რაბი იცით ვის ეკუთვნის ეს მხატვრული გამონათქვამი?… როტშილდი მცირე ხნით დუმდა და როცა რაბიმ არ უპასუხა, განაგრძო:

– ეს პოეტური ეპითეტი ეკუთვნის მის მეგობარს, დიდ ფრანგ მწერალს, ვიქტორ ჰიუგოს. ამ რამდენიმე წლის წინ, ალფრედმა შეიძინა ერთ-ერთი ფეშენებელური სახლი პარიზის ცენტრში. ის დასახლდა ქუჩაზე, რომელსაც  მალახოვის ავენიუ უწოდეს ყირიმის ომში გამარჯვების ნიშნად. ეს სახლი ხელოვნების სასახლეა, სადაც ალფრედი, როცა ის პარიზშია,  ევროპის ყველა ქვეყნიდან ცნობილ ადამიანებს იღებს და სტუმართმოყვარე მასპინძელი ყველას თავის მშობლიურ ენაზე ესაუბრება.  ამ დროს კი, სასახლის ვრცელ ბიბლიოთეკაში მას ელოდებიან ერთგული მეგობრები: ვიქტორ ჰიუგო, რომელმაც დააჯილდოვა იგი ზემოთხსენებული ფრთიანი ფრაზით,  აგრეთვე ტურგენევი, იბსენი, ანდერსენი, ალექსანდრ დიუმა, ჩეხოვი. ისინი საუბრობენ ლიტერატურაზე, ცნობილ მწერლებზე: ბალზაკის, გოგოლის, ლამარტინის შემოქმედებაზე და, რა თქმა უნდა ბაირონსა  და შელიზე, რომელთა ზეგავლენითაც მან დაახლოებით 25 წლის წინ დაწერა თავისი პირველი პოემა „გამოცანა“, რომელშიც მოგვითხრობს თავის პირველ უიღბლო სიყვარულზე, გოგონაზე, რომელიც უდროოდ გარდაიცვლება ტუბერკულიოზისაგან და მისი სახელი ყველასათვის დარჩება, როგორც “ერთუცნობიანი გამოცანა”.

– “Nobel is the richest hooligan in Europe”. Rabbi do you know whose literary expression it is?.. – Rothschild kept silence for a little time and when the rabbi did not answer, he went on – This poetic phrase belongs to his friend, great French writer Victor Hugo. Some year ago Alfred bought one of the most luxurious houses in the center of Paris. He settled in the Malakoff Avenue named so in honor of the victory in the Crimean War.
This house is an art palace, where Alfred receives famous people from all the Europe. The hospitable host speaks his native tongue with everybody. At that very time the famous devoted friends are waiting for him in the vast library: Victor Hugo, who has rewarded him with the above mentioned winged phrase, Lamartine, Turgenev, Ibsen, Andersen, Alexandre Dumas, Chekhov. They talk about literature, famous writers, on Balzac on Gogol and of course on Byron and Shelley, who influenced him 25 years ago on writing his first poem “Riddle”, in which he talks about his first unhappy love to young girl who died prematurely from pulmonary tuberculosis.

მე ეგ არ ვიცოდი… ბუნებით შემოქმედი კაცი ყოფილა.
უფრო მეტიც, მე ვიცი, რომ ალფრედ ნობელს სურს უკვდავჰყოს თავის სახელი… მას უნდა რომ სიკვდილის შემდეგ, კაცობრიობის ხსოვნაში იგი დარჩეს, როგორც კარგი ადამიანი, როგორც დიდი მეცენატი. – რაბი, ალბათ იცით სიტყვა „მეცენატი“ წარმოიშვა ძველ რომში, ხელოვნების მფარველის, გაიუს მეცენატიუსუს გვარიდან. ის ჰორაციუსის მეგობარი იყო, მფარველობდა არა მარტო პოეტებს, არამედ ხელოვნებას საერთოდ და იყო იმპერატორ ავგუსტის მარჯვენა ხელი ამ საქმეში. რაბი, როგორ გამოითქმება თქვენს ენაზე ეს სიტყვა „მეცენატი“?
კარგი საქმეების უანგაროდ მკეთებელს, ქართულად ქველმოქმედი ჰქვია.
ცოტაოდენ რთული გამოსათქმელი სიტყვაა, – თქვა როტშილდმა – იცით, ალფრედ ნობელი უფრო შორს იხედება, ვიდრე მისი რომაელი კოლეგა. მას სურს მთელი თავისი ქონება ჩააყენოს ხალხის სამსახურში. როგორც გადმომცეს მას გადაწყვეტილი აქვს დაარსოს ნობელის პრემიები, რომლებითაც ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი დაუღალავი შრომით, მიღწევებით, კაცობრიობას ცხოვრების პირობებს გაუადვილებს. და, რაც ყველაზე მთავარია, მისი ჩანაფიქრით, ნობელის პრემიები უნდა გადაეცეთ ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს განურჩევლად იმისა რა ეროვნების, სარწმუნოების, რასის ან სქესის წარმომადგენლები იქნებიან.

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ნათანიელ როტშილდი დაბრუნდა საწერ მაგიდასთან და ხელში აიღო თეთრი კონვერტი.
რაბი ელიაუ, აი, ამ კონვერტზე  აღბეჭდილია როტშილდების საგვარეულოს გერბი – ხუთი ისარი, რაც ჩვენი დიდი წინაპრის ამშელ მაიერ ფონ როტშილდის ხუთი ვაჟის სიმბოლოა, ფსალმუნის 127-ე ლექსის ანალოგიით: „ისრები ძლიერის ხელში, ვაჟიშვილებია ახალგაზრდები“. აქვეა ამონაწერი, როტშილდების ოჯახის დევიზი: „თანხმობა, ერთიანობა, შრომისმოყვარეობა“.

ამ დალუქულ კონვერტში კი ჩემი ბარათია ალფრედ ნობელისადმი. ამ ბარათში მე მას ვწერ: დაგეხმაროთ თქვენ, რაბი ელიაუ ამშიკაშვილს, საქართველოს მაღალმთიან სოფელ ონში სინაგოგის აშენებაში და იგი ისტორიაში დარჩება არამარტო როგორც დიდი მეცენატი, არამედ აგრეთვე – როგორც ებრაელი ხალხის დიდი მეგობარი.

ამ სიტყვებით დაემშვიდობა ნათანიელ როტშილდი რაბი ელია ამშიკაშვილს.


– I didn’t know that… He is a creative person by nature.
– Moreover, I know that Alfred Nobel wants to perpetuate his name… After his death he wants to remain in the memory of mankind as a good man, as a great Maecenas. Rabbi, you probably know that the word “Maecenas” originated in ancient Rome from the name of Gaius Cilnius Maecenas, the patron of arts. He was a friend of Horace and patronized not only poets but art in general and was the right-hand man of the Emperor Augustus in this matter. Rabbi, how to pronounce the word “Maecenas” in your language?

– The one who commits good deeds without any self-interest is called in Georgian “Qvelmoqmedi”.
– A bit difficult to pronounce, – said Rothschild, – you know, the vision of Alfred Nobel extends further than his roman counterpart. He wants to devote all his property to the service of people. As I was told, he decided to found Nobel Prizes, which would be awarded every year to those people, who will improve the living conditions of humanity with their tireless work and achievements. And most importantly, according to his idea, the Nobel Prizes will be awarded to people gifted with talent, regardless of their nationality, religion, race or gender.
Uttering these words Nathaniel Rothschild returned to the desk and picked up a white envelope.
– Rabbi Eliau, on this envelope is captured the family coat of arms of Rothschild, five arrows, which is the symbol of the five sons of our great ancestor Amschel Mayer Rothschild, by analogy with the verse from 127th psalm “As arrows in the hand of a mighty man, so are the children of one’s youth”. Here is the motto of the Rothschild family: Unity, Integrity, Industry. In this sealed envelope is my letter to Alfred Nobel. I am writing to him in the letter so that he will help you, Rabbi Eliau  Amshikashvili, in building a synagogue in the highland village of Georgia and that he will go down in history not only as a great  Maecenas but also as a great friend of the Jewish people.
With these words Nathaniel Rothschild said goodbye to Rabbi Eliau Amshikashvili.

 

დიდი მეცენატი ალფრედ ბერნჰარდ ნობელი
The Great Patron – Alfred Bernhard Nobel

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თბილისში, სამშენებლო მასალების კურსს გვიკითხავდა დოცენტი შავიშვილი. ერთხელ, მორიგ ლექციაზე, ლექტორი სტუდენტებს სხვათა შორის შეგვეკითხა:
რა არის საჭირო იმისათვის რომ სახლი ავაშენოთ?
ზოგმა რა უპასუხა, ზოგმა რა: მიწის ფართობი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, აგური, ცემენტი, ბეტონი… სამშენებლო ტექნიკა და ა.შ.
ლექტორმა გაიღიმა და გვითხრა:
იმისათვის, რომ სახლი ავაშენოთ, საჭიროა ფული იმდენი რაოდენობით, რაც არის გაანგარიშებული ხარჯთაღრიცხვით. თუ იქნება ფული, იქნება ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ.


ავტორი

1879 წელი

ელიაუ ამშიკაშვილი ლონდონიდან სანტ-პეტერბურგში გაემგზავრა. პეტერბურგელებისათვის ალფრედ ნობელი ძალიან ცნობილი სახელი და გვარია. მის მიერ გამოგონებული დინამიტის წყალობით, რუსეთმა თურქეთს ბათუმი და მთლად აჭარა წაართვა (1875-1876). ასე, რომ ალფრედ ნობელის საცხოვრებელი სახლის მისამართი: პეტროგრადის სანაპირო, სახლი N24, თითქმის ყველა რიგითმა პეტროგრადელმა იცოდა.

46 წლის წინ სტოკჰოლმში ასაფეთქებელი მინის ცნობილი გამომგონებლის იმანუელ ნობელის ოჯახში, მისმა მეუღლემ ანდრიეტამ დაბადა მორიგი შვილი.  მას ალფრედი დაარქვეს. მათ, ადრე რამდენიმე ბავშვი გარდაეცვალათ და არ ეგონათ თუ ახალშობილი ზრდასრულ ასაკს მიაღწევდა, რადგან ალფრედს ძალიან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. თავის ერთ-ერთ მოგონებაში ალფრედი დასწერს:

„ჩემი აკვანი გარდაცვლილის ლოგინს ჰგავდა, რამდენიმე წლის მანძილზე მის გვერდით ფხიზლობდა მუდამ მშფოთვარე და შეშინებული დედა, შანსი იმისა რომ ჩემში მბჟუტავი სიცოცხლის ალი შენარჩუნებოდა, ძალიან მცირედი იყო…“

სტოკჰოლმი. ბალტიის ზღვის პირას კუნძულებზე გაშენებული ქალაქი. XVII-XVIII საუკუნეებში, შვედეთი ძლევამოსილი სახელმწიფო იყო და სკანდინავიის ამ რეგიონის ზეგავლენა არამარტო ნახევარკუნძულზე, არამედ მთლად ჩრდილოეთ ევროპაზე ვრცელდებოდა. 1833 წელს, როცა ალფრედი დაიბადა, ვიკინგების ძლევამოსილება წარსულს ჩაბარდა, მოდიოდა ახალი ხანა, ახალი ცივილიზაცია, სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის ეპოქა… საბედნიეროდ ალფრედი გადარჩა, სიცოცხლე გააგრძელა და როცა 63 წლის ასაკში მიწაზე ცხოვრება დაასრულა, იგი უკვდავებას ეზიარა: სტოკჰოლმი დღეს „ალფრედ ნობელის პრემიის დედაქალაქადაა“ ცნობილი.

In 1879.

Eliau Amshikashvili left London for Saint-Petersburg.
Alfred Nobel is a very famous name for the Peterburgers. Thanks to his invention of dynamite, Russia seized from Turkey Batumi and the whole Adjara (1875-1876)..Thus Alfred Nobel’s location, N24 Petrograd Beach, was known to every ordinary citizen of Petersburg.

46 years ago, in the family of the well-known inventor of sea mines Immanuel Nobel, his wife Andriette gave birth to one more child. He was given the name of Alfred. As their previous some children died, the parents weren’t sure that the newborn will live to adolescence due to his weak health. He will write later in his remembrances:

“My cradle resembled the bed of the deceased. For many years forever caring and frightened mother hasn’t stayed away from it. There was a little hope that the smoldering light of my health would not go out…”

Stockholm. The town which has been built on the islands of the Baltic Sea coast. In XVII-XVIII centuries Sweden was a powerful state and the influence of this region of  Scandinavia spread not only on the  half-peninsulas but on the whole of Northern Europe. In 1883, when Alfred was born, the Vikings’ power sunk into the past. On the threshold was a new time, a new civilization, era of scientific and technical progress.
Fortunately Alfred survived. He continued to live and when he passed away at the age of 63, his name became the property of eternity. Nowadays Stockholm is considered the capital of the Alfred Nobel Prize.

მაგრამ დავუბრუნდეთ ელიაუ ამშიკაშვილს. რაბინი, როცა იგი სანკტ-პეტერბურგში ალფრედ ნობელის სახლს ეძებდა, კარგად იყო გათვითცნობიერებული, რომ 300 წლის მანძილზე თურქების უღლის ქვეშ მყოფი, უკვე თითქმის გათურქებული აჭარა, კვლავ საქართველოს ეკუთვნოდა. ეგ კი არადა, ძმები ნობელების რობერტის და ლუდვიგის ისტორიითაც დაინტერესდა. იცოდა, რომ ისინი 1873 წელს გამოჩნდნენ საქართველოში – თბილისსა და ბათუმში და აქედან დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდნენ ძმას პარიზში, უმტკიცებდნენ მას, რომ ნავთობის მოპოვება, მომგებიანი იქნებოდა. ისინი დაჟინებით თხოვდნენ მას დაებანდებინა ფული ამ საქმეში. ბოლოს და ბოლოს, ალფრედ ნობელი დათანხმდა, გაიღო საკმაოდ სოლიდური თანხა და სათავეში ჩაუდგა კომპანიას „ძმები ნობელების ნავთობმომპოვებელ ამხანაგობას“.

„რადიო თავისუფლების ცნობა:
„შეიძლება საკამათო იყოს საქართველოში თავად ალფრედ ნობელის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი. ჯერჯერობით არსად მოიპოვება ცნობა, რომ ბათუმში არ ყოფილა. ასე, რომ, თუ ეს შეკითხვა დაისმება, შეიძლება ასეთი პასუხი გაიცეს: არც კი და არც არა“, თუმცა: „დოკუმენტებმა, რომლებსაც ეროვნულ არქივში მივაკვლიეთ, გადასწია კავკასიასთან ნობელების კავშირის თარიღი. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ კონკრეტულად რობერტ ნობელი უკვე 1873 წლიდან იყო თბილისში, საიდანაც შემდგომ ბაქოში იმოგზაურა“ – ამბობს თემურ ტუნაძე (ძმები ნობელების მუზეუმის დირექტორი ბათუმში, ისტორიკოსი – ი.პ.).

–         რაბი, გეთაყვა, რომელ ენაზე ისურვებთ, რომ ვისაუბროთ? – მიმართა ელიაუს ალფრედ ნობლმა, მას შემდეგ რაც როტშილდის ,მიერ გამოგზავნილი გერბიანი კონვერტი გახსნა და წერილი წაიკითხა.
–         ბატონო ალფრედ, ჩემი მშობლიური ენა ქართულია, რომელიც ყველა ენაზე ტკბილი და სანუკვარია ქართველი ებრაელებისათვის, ხოლო სალოცავი ენა ყივრითია; ორივე ენის ანბანი მოსე წინასწარმეტყველის ეპოქაშია შექმნილი. მაგრამ თქვენ, ალბათ, არც ერთი იცით და არც მეორე. ამიტომ უმჯობესია ინგლისურად ვისაუბროთ. – თავმდაბლად მიუგო ელიაუ ამშიკაშვილმა.
–         საინტერესო საკითხია. მართალი ბრძანდებით, მშობლიურ ენაზე უტკბილესი, არ მოიძევება სხვა ენა. ყმაწვილკაცობაში ბევრს ვკითხულობდი ამ თემაზე… ძველი სკანდინავიური ენა დიდად არ განსხვავდება თანადროული დანიური, ნორვეგიული და შვედური ენებისაგან, ვაჭარმა ვიკინგებმა ეს ენა მთელს ევროპაში გაავრცელეს. დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორი იყო ამ დროს ვიკინგების ეთნიკური შემადგენლობა, მაგრამ როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისინი შვედები იყვნენ, როცა წარმართი ვიკინგების მზე ჩაესვენა, მოვიდნენ ქრისტიანები და IX-X საუკუნეებში შეიქმნა ანბანური დამწერლობა, ლათინური ასო-ნიშნებით… ბოდიშს ვიხდი, ძველი ისტორია გავიხსენე. თქვენ მართალი ხართ, უმჯობესია ინგლისურად ვისაუბროთ. ინგლისური ენა და ლიტერატურა მე ძალიან მიყვარს.
–      ჩვენი, ებრაელების ძირითადი წიგნია თორა-მოშეს ხუთწიგნეული ანუ ბიბლიის ძველი აღთქმა და აგრეთვე თალმუდი (2). სკანდინავიის ქვეყნების ისტორია, ჩვენს თორაში თეთრი ფურცელია. გაკვეთილი, რომელიც ახლა თქვენ ჩამიტარეთ, შესაძლებელია მომავალში გამომადგეს…
–     მე ყურადღებით წავიკითხე ნათანიელ როტშილდის წერილი, რომელიც ახლახანს თქვენ გადმომეცით. ის მთხოვს მე რომ დაგეხმაროთ ონში სინაგოგის აგების საქმეში. საინტერესოა, რატომ დამაინტრიგა, რატომ აღმიძრა ცნობისმოყვარეობა. იცით, ჩვენ ნობელებს და როტშელდებს გვაქვს მძაფრი კონკურენცია აფშერონის ნახევარკუნძულზე ნავთობით მდიდარი მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით… – თქვა ნობელმა და ცოტა ხნით დაფიქრდა. შემდეგ კი ეკითხება ელიაუს: ნუთუ, მას არ შეუძლია დაგეხმაროთ თქვენ სინაგოგის აშენებაში, როგორც ებრაელი ებრაელს?
–     მე მან მიამბო ზოგიერთი რამ თქვენი ცხოვრებიდან, აქცენტი გააკეთა იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ არამარტო დიდი მეწარმე, არამედ აგრეთვე დიდი მეცენატიც, რომელიც არაფერს დაიშურებს საკუთარი სახელის სამარადჟამოდ უკვდავსაყოფად. მან გაიხსენა ვიქტორ ჰიუგოს სიტყვები, რომ თქვენ „ყველაზე მდიდარი ხულიგანი ხართ ევროპაში“. ცოტა რამ თქვენს შესახებ მეც გამიგონია.

alfred-nobel

ალფრედ ნობელი

–     როცა ჩემმა ძმებმა, რობერტმა  და ლუდვიგმა მომწერეს, რომ ბაქოს ნავთობის ბიზნესი მომგებიანი იქნებოდა, მე თავდაპირველად უარზე დავდექი, იცით რატომ? ეს ფაქტორი თქვენთვისაც კარგად არის გასაგები: საქართველო, კავკასია, ქედების, მთების და მდინარეების ქვეყანა, გზები არა, რკინიგზა არა, გვირაბები არა… ხვდებით მგონი და როცა  ყოველივე ეს გადავხარშე, გონებაში გადავიანგარიშე, უზარმაზარი თანხები გამოვიდა. ამის გამო, სიმართლეს გეტყვით, ეჭვი დამებადა, არ მჯეროდა თუ დანახარჯს ამოვიღებდი… – ნობელი წამით გაჩუმდა, თითქოს სათქმელი გამოელიაო, მაგრამ მალე ისევ განაგრძო საუბარი: – რაბი, ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არის მეცნიერული აღმოჩენების ეპოქა, ტექნიკური პროგრესის ეპოქა; კაცობრიობა გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ: ორთქლის ძრავა, რკინიგზა, წყალქვეშა ნავი, ტელეგრაფი, ფოტოგრაფია… და მე მივხვდი, რომ ვცდებოდი, რადგან ადამიანს ნიჭის გარდა უნდა ახასიათებდეს რისკი და ინიციატივა. დიახ, მე წავედი რისკზე, დავაფინანსე ბაქო-ბათუმის პირველი ნავთობსადენის და ბათუმის ნავთობსაცავის მშენებლობა, შევქმენი „ძმები ნობელების ასოციაცია“.

ელიაუ ამშიკაშვილმა პაუზით ისარგებლა და შეეკითხა დიდ მეცნიერს:
–     ბატონო ალფრედ, დინამიტის გამოგონებამ, სახელთან ერთად დიდი ქონებაც შეგძინათ. ნავთობის მოპოვების საქმეშიც გაგიმართლათ, თქვენი კომპანია მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის ნახევარს ფლობს. რაც შეეხება ჩვენს მხარეს, თქვენი დამსახურებით მიენიჭა ნავთობის სატრანზიტო ფუნქცია. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისის რკინიგზის მშენებლობა. ამიტომ მაინტერესებს საქართველოში თუ ხართ ნამყოფი.
–     პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, ოჯახი ვერ შევქმენი (ის გულისხმობდა ანა დეზრის, სარა ბერნარს და სოფი გესს – ი.პ.),  შვილები არ მყავს. ერთადერთი

Berta-fon-Zutner

ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, ბერტა კინსკი – ფონ ზუტნერი

 ქალი, რომელიც ვენის ერთ-ერთი გაზეთის საშუალებით გავიცანი და შემიყვარდა, არის ბერტა კინსკი. სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი გათხოვდა. ამჟამად მისი სახელია ბერტა ფონ ზუტნერი. ისე მოხდა, რომ ახალგაზრდები თქვენს ქვეყნაში გაემგზავრნენ და ერთხანს სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სასახლეში ცხოვრობდნენ. ამის გამო, არა იმდენად ბიზნეს საქმიანობისთვის, არამედ მის მოსანახულებლად გავემგზავრე საქართველოში, ინკოგნიტოდ, რა თქმა უნდა, ეს ის პერიოდია, როცა რუსეთ-თურქეთის ომი დასრულდა და აჭარა საქართველოს დაუბრუნდა. ამ ომში ბერტამ საკუთარი თვალით იხილა ჩემს მიერ გამოგონებული დინამიტის ზემოქმედება, ნახა დაჭრილი, მომაკვდავი ადამიანები, რამაც მასზე გასაოცრად მძიმედ, თავზარდამცემად იმოქმედა. ამ ომის საშინელება და ტრაგიზმი გახდა  გამოხატულება მის მიერ შექმნილი რომანისა “ძირს ომი” (ამ სათაურის პერეფრაზას წარმოადგენს ე. ჰემინგუეის რომანი “მშვიდობით იარაღო!”.  სხვათა შორის, ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, ალფრედ ნობელის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ;  ქალი, რომელმაც  ნობელის პრემია მიიღო არის მარია სკლოდოვსკაია-კიური,  ფიზიკის დარგში – 1903 წელი, ქიმიის  დარგში – 1911 წელი – ი.პ.). რომანის გამოქვეყნებაში მე მას გარკვეული დახმარება გავუწიე. წიგნი შემდგომში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ლევ ტოლსტოიმ იგი შეადარა ბიჩერ სტოუს “ბიძია თომას ქოხს”.

აქ ალფრედ ნობელი შედგა და საუბრის თემა მოულოდნელად შეცვალა.

-იცით, მე ვიყავი არა მარტო თბილისში და ბათუმში, არამედ ქუთაისშიც ვარ ნამყოფი, ბატონო რაბინო, რადგან ზუტნერების ოჯახი, მცირე ხნით, იმერეთშიც ცხოვრობდნენ; მაგრამ მე რაჭაში ნამყოფი არა ვარ. თქვენ კი ისე დამიხატეთ ეს მხარე, რომ ძალიან დამაინტერესა. მე მგონი, ჩემი ძმები, რობერტი და ლუდვიგი მხარს დამიჭერენ თქვენი სინაგოგის მშენებლობის განხორციელებაში. და თუ ეს ასე მოხდა, ალბათ, მომიწევს კარგად გავიცნო ეს მხარე – რაჭა.

–      არც შეცდებით, პატივცემულო ალფრედ. ბიბლიურ სამოთხეს, სადაც ადამი და ევა ცხოვრობდნენ, შეიძლება რაჭა ეწოდოს. თუმცა წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ. იქ, დღეს, საშინელი სიღატაკეა, სახელის გარდა ვერაფერს ვერ იპოვით, ვერაფერს ვერ მოიგებთ.
–         „არ ვცემ პატივს ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გამორჩენისათვის მუშაობენ. მოგება სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა უანგარო საქმე.“
ელიაუ ამშიკაშვილი წამოდგა. ნობელს დაჟინებული მზერა მიაპყრო და უთხრა:
–         თუ თქვენთვის უანგარო საქმის კეთება სასიამოვნოა, იმაზე უკეთეს საქმეს ვერსად იპოვით, ვიდრე ონში ებრაელებისათვის სინაგოგის აგებაა. მე, ქართველი ებრაელი, რაბინი ელიაუ ამშიკაშვილი, გლოცავთ თქვენ ებრაელების დიდი ღმერთის სახელით და ასევე უანგაროდ გპირდებით: ონში სინაგოგის მშენებლობის დასრულებიდან 100 წლის შემდეგ, თქვენ, ალფრედ ნობელს, დიდ მეცნიერს, გამომგონებელს და ქველმოქმედს, დიდი პატივისცემით მოგიხსენიებთ ის ადამიანი, რომელიც საქართველოს, ჩემს სათაყვანებელ ქვეყანას, რუსული იმპერიის უღლისაგან გაანთავისუფლბს.
–         ავტორის მინაწერი: „ძმები ნობელების ნავთობმომპოვებელმა ამხანაგობამ“ ვარშავის, კრაკოვის და თბილისის ბანკებში გახსნა კაპიტალდაბანდება ონის სინაგოგის პროექტის, ხარჯთაღრიცხვის და მშენებლობის დაფინანსებისათვის.

ელიაუ (ელია) ამშიკაშვილმა ვარშავის და კრაკოვის საპროექტო ბიუროებში, პოლონელი არქიტექტორებისა დ ეკონომისტების მიერ დამუშავებული ხარჯთაღრიცხვა და პროექტი ჩამოიტანა ონში. მშენებლობის ხელმძღვანელებად მოიწვია გამოცდილი პოლონელი ინჟინრები, რომლებსაც ანალოგიური ტიპის სინაგოგა აგებული ჰქონდათ ვარშავაში, ხოლო მშენებელთა კონტიგენტი დაკომპლექტდა ქართველი და ბერძენი ოსტატებისაგან.

ონის სინაგოგის მშენებლობა დაიწყო 1890წ. და დასრულდა 1895 წ.
1995 წელს ბატონ ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით აღინიშნა ონის სინაგოგის 100 წლის იუბილე.

Freedom Radio information

“Was Alfred Nobel self in Georgia or not is controversial. There is no information up to now whether he has or not been to Batumi. So if this question is arisen, the answer can be like this: yes and no.” Although: “the documents we found out in the national archive, shift the date of the Nobel communication with Caucasus. These documents prove that at least Robert Nobel has been to Tbilisi from 1873, from where he then left to Baku”, – says Temur Tunadse (the Director of Nobel Brothers Museum in Batumi, historian I.P.)

– Dear Rabbi, which language would you like to speak for our conversation, – asked Alfred Nobel after he opened envelop with coat of arms sent by Rothschild and read the letter.
– Dear Alfred, my native tongue is Georgian, which is the sweetest and the most desirable for Georgian Jews, but the language in which we pray is Hebrew. Both languages alphabet was created in the epoch of the Prophet Moses. But you may know none of them. That’s why, it would be better to talk in English, modestly said Eliau Amshikashvili.
– It’s interesting. You are right. No language is sweeter than your own. I read a lot about this topic in my youth. Old Scandinavian is little different from the modern Danish, Norwegian and Swedish languages. Viking merchants spread this language throughout Europe. It is impossible to say exactly what the ethnic composition of the Vikings was at the time, but according to the historians assumption, they were Swedes. When the Viking’s sun went down, they were pagans. Christians came, in IX-X centuries written language was created with Latin letters… I’m sorry. I remembered the old story. You are right. It would be better to speak English. I love English language and literature.
– For us, Jews, the main book is the Torah, Moses’s Pentateuch, that is the Bible, the Old Testament  and the Talmud (2). History of Scandinavian counties is a white sheet in our Torah. The lesson which you gave me now I may need in the future.
– I read with interest Nathaniel Rothschild’s letter, you just gave me. He asks me to help you in building Oni Synagogue.
Interesting, wonder why it intrigued me, why did it awaken my curiosity. You know, we Rothschilds and Nobels have an intense competition associated with the purchase of rich oil lands on the Absheron Peninsula, – said Nobel and kept silence for while. Then he asks Eliau: Can’t he help you in building a Synagogue as a Jew to a Jew?
– He told me something about your life, he focused on your being not only the great Industrialist but a great Maecenas as well, who will not regret anything to perpetuate his name. He remembered Victor Hugo’s words that you are “the richest hooligan in Europe”. I also heard something about you.
– When my brothers Robert and Ludwig wrote to me that the Baku oil business is profitable, I initially refused. You ask why? This factor is known to you as well: Georgia, Caucasus, the country of ridges, mountains and rivers,  no roads, no railway, no tunnels. I think you guess and when I digested it all in my mind, it turned out huge expenses.
That’s why, in truth, I suspected if I could fill all the costs. – Nobel kept silence for a while, as if he had nothing to say, but soon he continued talking. – Rabbi, the era in which we live is the era of scientific inventions, the era of technical progress. Humanity moves forward in giant strides: steam engine, railway, submarines, telegraph, photography… And I realized that I was wrong, because a person other than talent must be haracterized by risk and initiative. Yes, I took risks and financed the construction of the first Baku-Batumi oil pipeline and Batumi oil storage, created “The Petroleum Production Company Nobel Brothers, Limited”, Branobel.

Eliau Amshikashvili took advantage of the pause and asked the great scientist:
– Mister Alfred, the invention of dynamite brought you besides name a lot of wealth. You’ve succeeded in the oil
business as well. Your company owns half of the world’s oil production. As for our land, thanks to you, it was awarded
the oil transit function. I mean the construction of Baku-Tbilisi railway. That’s why I wonder whether you have been to Georgia?
berta_kinski– I was not lucky in my personal life (here are meant Anna Dezri, Sarah Bernhardt and Sofie Hess – author). I didn’t start a family. I have no children. The only women I met through one  Viennese newspaper and loved, is Bertha Kinsky. Unfortunately, our relationship turned out to be short-term.
She married. Now her name is Bertha von Suttner. It so happened that the young people went to your country and for some time lived in the palace of the Ekaterine Chavchavadze-Dadiani, Queen of Mingrelia. For this reason, not only because of the business affair, but just to see her, I went to Georgia, incognito, of course, it was the time, when the Russian Turkish war ended and Adjara returned to Georgia. In this war, Bertha saw with her own eyes the action of the dynamite invented by me. She saw the wounded dying people. It was surprisingly overwhelming to her. The
expression of this tragedy has become the novel she created “Down with Weapons!” (Author: Hemingway’s novel “A Farewell to Arms” is a rehash of this title. By the way, Bertha von Sutner was the first woman to receive the Nobel Peace Prize in 1905 nine years after the passing of Alfred Nobel, Maria Skłodowska-Curie was awarded the Nobel
Prize in Physics and Chemistry in 1903 and 1911, respectively). I gave her some help in publishing of this book, which later caught the attention of the whole world. Leo Tolstoy compared it to Beecher Stowe’s “Uncle Tom’s Cabin”.

Here Alfred Nobel stopped and suddenly changed the subject.

alfred

Alfred Nobel

– You know, I’ve been not only to Tbilisi and Batumi, but in Kutaisi as well, dear rabbi, as the Sutner family lived in Imereti as well for some time. But I haven’t been to Racha, but you so described this region, that I got greatly interested.
I think that my brothers Robert and Ludwig will support me in the embodiment of the construction of your Synagogue. And if that happens, I probably will have to be well acquainted with this region – Racha.

– You won’t be mistaken, dear Alfred. The biblical paradise where Adam and Eva lived can be called Racha. But I must warn you in advance that there is misery now, you will not gain anything there except the name.
– “I don’t appreciate people who work just for self-interest. Winning is good but unselfish affair is more pleasurable.”
Eliau Amshikashvili stood up. He looked intently at Nobel and said:
– If it is pleasant for you to make unselfish affair, you will not find anywhere affair better than construction of a Synagogue for the Jews of Oni. Me, Georgian Jew, the Rabbi Eliau Amshikashvili, bless you on behalf of the Great God of the Jews.
And also I promise, that 100 years after the completion of the construction of Synagogue, of you Alfred Nobel, the great scientist, inventor and maecenas with great respect will remember the man who will liberate my Georgia, the country I adore, from the yoke of Russian Empire.
The author’s note: “The Petroleum Production Company Nobel Brothers, Limited” transferred investments in the banks of Warsaw, Krakow and Tbilisi to finance cost estimate, the project and the construction of the Oni Synagogue.

Eliau (Elia) Amshikashvili brought to Oni cost estimate and the project elaborated by the Polish architects and economists from Warsaw and Krakow design bureaus. To guide the construction, he invited experienced Polish engineers who have already built a synagogue of a similar type in Warsaw, while working contingent was staffed of Georgian and Greek masters.

The construction of the Oni Synagogue began in 1890 and has completed in 1895. In 1995 on the initiative of Mr. Eduard Shevardnadze the centenary of Oni Synagogue was celebrated.

ედუარდ-გიორგი შევარდნაძე და მისი ეპოქის იმერეთის გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი
Eduard – Giorgi Shevardnadze and Imereti governor of his epoch Teimuraz Shashiashvili

1995 წლის 17 სექტემბერს, კვირა დილით, 7 საათზე ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის დაპირებული მიკროავტობუსი ქუთაისის ქართველ ებრაელთა დიდ სალოცავთან ჩამოდგა – გაპონოვის ქუჩაზე. მანქანაში 10-12 კაცი ჩავსხედით. მანძილი ონამდე, ჭომა-ალპანის-მამისონის უღელტეხილის გავლით, 120-130 კმ თუ იქნება. ცა მოღრუბლული იყო, დროგამოშვებით წვიმდა კიდეც. რიონის გასწვრივ ალაგ-ალაგ საქართველოს გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რაჭაში საქართველოს ეს დედა-მდინარე,  რომელიც სოფელ ღებთან, ფაზის მთიდან იღებს სათავეს, ხან მოდუდუნე და ხან მრისხანე, კოლხების ზეობის ხანაში არგონავტების ხან მეგობარი და ხან მტერი, მთელი იმერის შუაგულში მიედინება და ქალაქ ფოთთან შავ ზღვას ერთვის. ანტიკურ ხანაში როგორც მდინარეს ისე ქალაქს ფაზისი ერქვა.

On September 17, 1995, On Sunday, at 7 a.m. the minibus promised by Mr. Teimuraz Shashiashvili stopped near the Kutaisi Georgian Jews’ Great Synagogue, Gaponov street. 10-12 people got into the car. The distance to Oni went through Choma-Alpana-Mamison Pass, passage about 120-130 kilometers. It was cloudy and it rained from time to time.
Here and there along the Rioni Shore repairs works of the Georgian road were taking place. Mother-river of Georgia, Rioni, which takes its origin from the Phasis mountain in Racha near the village Gebi, sometimes murmuring sometimes raging, a friend and en enemy for Argonauts in the heyday of the Colchis Kingdom, it flows all over the heart of imereti and enters the Black Sea. In ancient times, both the river and the city were called Phasis.

მიკროავტობუსის მძღოლი  ყურადღებით აკვირდებოდა მიდამოს, ალბათ ტკბებოდა კიდეც მწვანეყვავილას პეიზაჟის არაჩვეულებრივი სიმშვენიერით. როგორც გვითხრეს, სახელმწიფოს მეთაურის ვერტმფრენი, ნაშუადღევს უნდა დაშვებულიყო ონის აეროდრომზე და მძღოლიც არ ჩქარობდა, მანქანა დაკლაკნილ გზებზე, მაღლა-მაღლა, ყველა წესის დაცვით მიჰყავდა. მანქანის ფანჯრებიდან ზოგჯერ ქუთაისელ მხატვრებს ვხედავდით, რომლებსაც რიონის პირას მოლბერტი ჰქონდათ გაშლილი.

დილის 11 საათზე ჩვენი მიკროავტობუსი ონში შევიდა. ქალაქის მოსახლეობა უკვე ცენტრალურ მოედანზე იყო თავმოყრილი. ისინი ინტერესით ელოდნენ საქართველოს მეორე პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი ედუარდ შევარდნაძის ჩამობრძანებას იმ ადგილზე, სადაც იმპროვიზირებული სანახაობანი უნდა გამართულიყო. ჩვენ აქ დიდი ხანი არ შევჩერებულვართ. მძღოლმა მანქანა ონის სინაგოგის მახლობლად დააყენა.

In the morning, at 11 o’clock our minibus arrived in Oni. City residents have already gathered on the central square. They awaited with interest the arrival of the Georgia’s second President and the Chairmen of Parliament Eduard Shevardnadze at the place, where the improvised events were to take place. We didn’t stay here for long. The driver
stopped the car near the synagogue.

ონის ებრაელობა ერთ დროს ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა. ონის სინაგოგა რიონის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილას აიგო 1895 წელს. ირგვლივ კავკასიონის მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. პოლონელმა არქიტექტორებმა ონის სინაგოგა დააპროექტეს  ქ. ვარშავის ყოფილი დიდი სინაგოგის იერსახით, ოღონდ შემცირებული გაბარიტებით (ვარშავის დიდი სინაგოგა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა მთლიანად დაანგრიეს). ნაგებობის არქიტექტურა გადაწყვეტილია ეკლექტიზმის სტილში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა. სახურავი გუმბათოვანია. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს. გუმბათი მრავალქიმიანია დავითის ვარსკვლავით. შენობის ის მხარე, სადაც ეხალაკოდეშია (სეფერთორების დასაბრძანებელი ადგილი – ი.პ.) მოწყობილი, მიმართულია აღმოსავლეთისაკენ – იერუსალიმისაკენ.
საბჭოთა ხელისუფლების გარიჟრაჟზე (1923 წელი) იყო მცდელობა, რომ ონის სინაგოგა დაენგრიათ. ელია ამშიკაშვილის და მისი თანაშემწის მოსე ბუზუკაშვილის შთამომავლები,  რძლები ბავშვებით ხელში, სინაგოგაში გამოიკეტნენ. მალე მათ, ახლო-მახლო სოფლებიდან, სხვა ებრაელები და ქართველი ქალებიც შეუერთდნენ ჩვილი ბავშვებით ხელში. როგორც ჩანს ეს ამბავი კრემლის ყურამდეც მისულა და მთავრობამ თავისი პირვანდელი განკარგულება გააუქმა.
ონის სინაგოგა გადარჩა.

onis_sinagoga_1990

ონის სინაგოგა, 1990 წელი ფოტოს ორიგინალი დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელის” ეროვნული ფოტომატიანის კოლექციაში

1991 წლის 29 აპრილს, საშინელმა მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია პატარა სამლოცველო და დიდი ზიანი მიაყენა 1895 წელს აგებულ ულამაზეს სინაგოგას. სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა საქველმოქმედო საზოგადოება „ჯოინთის“ და ისრაელში ასული ქართველი ებრაელების შემოწირულობით. სინაგოგის შუა კედლების მოხატულობა უსასყიდლოდ შეასრულა მხატვარმა შოთა გოშაძემ, ხოლო იშვიათი სავარძლები მლოცველებისათვის, ასევე უსასყიდლოდ, დამზადებულია სოფელ მეიდნის ქართველი ხის ოსტატების მიერ.

ასე და ამგვარად, ონის სინაგოგა 1995 წლის 17 სექტემბერს, თავისი 100 წლის იუბილესათვის სრულ მზადყოფნაში იყო და საქართველოს პრეზიდენტისა და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრების წინაშე თავისი განუმეორებელი სიმშვენიერით წარსდგა.
უამინდობის გამო პრეზიდენტის ვერტმფრენი ონში დანიშნულ დროს ვერ გადმოფრინდა. გამოითქვა ვარაუდი იუბილეს შესაძლებელი ჩაშლის შესახებ, მაგრამ ეს ცნობა მალევე გაქარწყლდა.

იმ დღეს კოკისპირული წვიმა არ წამოსულა, მაგრამ წამოჟინჟლავდა ხოლმე, რის გამოც სინაგოგის ვრცელ ეზოში მყოფი საზოგადოება თავს შენობაში აფარებდა. ჩვენ სიამოვნებით ვსხდებოდით ქართველი ხის ოსტატების მიერ გაკეთებულ სავარძლებში და ყურადღებით ვათვალიერებდით ქართველი მხატვრის მიერ მოხატულ კედლებს.

დაახლოებით 4 საათისათვის შეგვატყობინეს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენი ონის აეროდრომზე მშვიდობიანად დაეშვა. ეზოში თავმოყრილი იყო ახლომახლო რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა, ადგილობრივი მცხოვრებლები და საზღვარგარეთიდან მოწვეული სტუმრები. აგრეთვე ჩვენი, ქუთაისის ებრაელების დელეგაცია და საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების წარმომადგენლები.

მალე, სინაგოგის გალავნის რკინის ჭიშკარი გაიღო და გამოჩნდა ბატონი ედუარდ შევარდნაძე. გაისმა ტაში… უეცრად, ჩემს გვერდით მდგომი ოპერატორი, რომელსაც სამფეხზე დამაგრებული ვიდეოკამერა ელექტროდენზე ჰქონდა შეერთებული, წაიქცა და დაიწყო ფართხალი. წამიერად, ჩემს წინ გაჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა კაცი, მეკითხებიან, რა მოუვიდაო? ვუპასუხე, ალბათ დენმა დაარტყა-მეთქი. როგორ მოვიქცეთო? სინაგოგის უკანა მხარეს გაიყვანეთ და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეთ, – მივუგე მე. მოგვიანებით გავიგე, რომ მართალი გამოვდექი და ის ოპერატორი გადარჩა.

Soon the iron gate of the synagogue fencing opened and appeared Mr. Eduard Shevardnadze. Applause rang out. He was accompanied by Roin Metreveli, Guram Panjikidze, Teimuraz Shashiashvili and other officials. Rabbi of Oni greeted the representatives of the Georgian government laconically and with great respect thanked them for taking part in the celebration of the centenary of the Oni Synagogue.

onissinagoga

ონის სინაგოგის საუკუნოვან იუბილეზე. ფოტოზე: საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე.  – “ონის სინაგოგის საუკუნოვანი იუბილე”, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 1995, N123

ბატონი ედუარდი ამ ინციდენტს არ შეუშფოთებია, ის წამიერად კი შედგა, მაგრამ უმალვე დინჯად დაეშვა კიბეზე. მას თან ახლდნენ: როინ მეტრეველი, გურამ ფანჯიკიძე, თეიმურაზ შაშიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. ონელი რაბინი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოკლე სიტყვით მიესალმა და დიდი პატივისცემით მადლობა გადაუხადა მათ ონის სინაგოგის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე ჩამობრძანებისათვის.

სინაგოგაში შესრულდა რელიგიური რიტუალი. ბატონი ედუარდი რაბინმა მიიწვია თებაზე (შემაღლებული ადგილი), სადაც საქართველოს პრეზიდენტმა აანთო მენორას მეშვიდე სანთელი იმ მიწის და იმ ხალხის სადიდებლად, რომელთა შორისაც ქართველ ებრაელობას მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი ურთიერთობა აკავშირებს. რაბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთი „პოგრომები“, რომელიც რუსეთში და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში ხდებოდა, საქართველოში არასოდეს არ მომხდარაო.

რიტუალის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, სინაგოგის ეზოში მყოფ საზოგადოებას  მიმართა სიტყვით, მიკროფონის საშუალებით. თავდაპირველად მან გაიხსენა სინაგოგის აგების ისტორია და მისი პერიპეტიები. ილაპარაკა რაბი ელიაუ ამშიკაშვილის დიდ ორგანიზატორულ ნიჭზე, რამაც განაპირობა „ძმები ნობელების ნავთობმომპოვებელი ამხანაგობის“ მიერ კაპიტალდაბანდების გამოყოფა ამ სინაგოგის  განსახორციელებლად. მან მადლიერების გრძნობით მოიხსენია შვედი ხალხი, რომლის წიაღშიც დაიბადა ისეთი დიდი მეცნიერი, დიდი გამომგონებელი და მშვიდობის დიდი მებაირახტრე, როგორიც არის ალფრედ ნობელი, რომლის სახელს არასოდეს დაივიწყებს კაცობრიობა, ვიდრე დედამიწა იარსებებსო.

ხელშეკრულება, რომელიც 1987 წელს დაიდო რეიკიავიკში მიხეილ გორბაჩოვსა და რონალდ რეიგანს შორის გამალებული შეიარაღების შეწყვეტის შესახებ, სამაგიდე წიგნი უნდა იყოს ყველა სახელმწიფო მოღვაწისათვის, ყველა პოლიტიკოსისათვის, თითოეული რიგითი მოქალაქისათვის. ეს იყო და არის ალფრედ ნობელის ოცნება, რაც განსხეულდა კიდეც მის ანდერძში. მიხეილ გორბაჩოვისათვის ნობელის პრემიის მინიჭება მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის უბრწყინვალესი გადაწყვეტილებაა. უკეთესი პრეცედენტი დედამიწის გადასარჩენად არ არსებობს“ – თქვა შევარდნაძემ.

After the end of the ritual, the head of the Georgian government delivered a speech in the courtyard of the synagogue to the audience present with the help of a microphone. At first he remembered the history of the construction of the synagogue and its peripetia. He spoke about the great organizational talent of Rabbi Eliau Amshikashvili, thanks to whom “The Petroleum Production Company Nobel Brothers, Limited” transferred investments for the implementation of this synagogue. With great gratitude he mentioned Swedish people, in whose midst such a great scientist, great inventor and great peace fighter, Alfred Nobel was born, whose name will never be forgotten by humanity as long as the world holds on.

Treaty between Mikhail Gorbachev and Ronald Reagan on ending arms race prepared in Reykjavik in 1986 and signed in Washington in 1987, should be a handbook for all statesmen, for all politicians and for every ordinary citizen. It has always
been and steel remains the dream of Alfred Nobel that was just embodied in his testament. Gorbachev’s award of Nobel Peace Prize is a brilliant decision of Nobel Prize Committee. “There is no better precedent for saving the world” – noted Shevardnadze.

შემდეგ ბატონი ედუარდი შეეხო საკითხს თუ როდის გამოჩნდნენ ქართველი ებრაელები ონში და აღნიშნა, რომ ამის შესახებ არსებობსო ქართველი გეოგრაფის და ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1757) წყარო:
„ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამხრით არს ონი, სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ“.
ამ ცნობის წარმოთქმისთანავე სახელმწიფოს მეთაურმა მცირე პაუზა გააკეთა, შეკრებილ საზოგადოებას გადმოგვხედა, მისთვის დამახასიათებელი ღიმილით, მწყობრი ქათქათა კბილები ააელვარა და წარმოთქვა:
ლევან, ხომ არაფერი შემეშალა?!
ბატონი ლევან სანიკიძე ჩემს გვერდით იდგა.
სიტყვის დასასრულს ბატონმა ედუარდმა სინანულით აღნიშნა, რომ ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს ვერ დაესწრნენ თბილისის ქართველი ებრაელების დელეგაცია ცნობილი მწერლების გურამ ბათიაშვილის და ჯემალ აჯიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთა ვერტმფრენი უამინდობის გამო ონში ვეღარ გადმოფრინდა.

ამ სიტყვების დასრულებისთანავე სახელმწიფოს მეთაური, თეიმურაზ შაშიაშვილის თანხლებით, შეკრებილ საზოგადოებას მოგვიახლოვდა. იგი თავდაპირველად ბატონ ლევან სანიკიძეს გაესაუბრა და შემდეგ, უეცრად ჩემს წინ შედგა.
იაკობ პაპიაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირი – ქუთაისის ებრაელთა დელეგაციის ხელმძღვანელი. – წარმადგინა ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა.
„ქართული ლეგენდა“ – ჩაილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ-გიორგი შევარდნაძემ და ხელი გამომიწოდა….

როცა ის წაბრძანდა, მე მას დავადევნე დალოცვა:
– ბატონო ედუარდ, გისურვებთ გამარჯვებას და წარმატებას საქართველოს საკეთილდღეოდ.
იგი წამით შედგა, შემობრუნდა და გულთბილად შემომხედა. მივხვდი, რომ დალოცვა ესიამოვნა.

Having said these words, the Head of State, accompanied by Teimuraz Shashiashvili, approached the assembled public. He first talked to Levan Sanikidze and then suddenly stopped in front of me. – Iakob Papiashvili, Union of Writers of Georgia, the head of the Kutaisi Jewish delegation, – introduced me Mr. Teimuraz Shashiashvili.
– “Georgian legend”, – uttered the President of Georgia Mr. Eduard Shevardnadze and held out his hand to me.
When he was leaving I blessed him:
– Mr. Eduard, I wish you victory and success for the benefit of Georgia.
He stopped for a second, turned to me and kindly looked at me. I understood that blessing pleased him.

The history of publication of the “Georgian legend” (has not been translated into English yet).

“ქართული ლეგენდის“ გამოცემის ისტორია, ასეთია: პოეტი-აკადემიკოსი, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გრიგოლ აბაშიძის, გაზეთ “სოფლის ცხოვრების” რედაქტორის ბატონ მიხეილ დავითაშვილის, პოეტ ნელი გაბრიჩიძის რეკომენდაციით რომანის ხელნაწერი, თანდართულ მეცნიერულ ნაშრომებთან ერთად, წარვადგინე ჟურნალ „ცისკარში“ და „საქართველოს ქალის“ რედაქციაში. ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები მქონდა ქალბატონ ნანული შევარდნაძე-ცაგარეიშვილთან. საბოლოოდ ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით რომანიც და მეცნიერული ნაშრომიც გამოქვეყნდა ალმანახ და ჟურნალ „განთიადში“ (მთ. რედ.: რეზო ჭეიშვილი). იმ პერიოდში ჩემი უფროსი ვაჟი მიხეილ პაპიაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, იყო სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ერთხელ მან შემატყობინა, რომ უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე, პროფესორი კიტა ცაგარეიშვილი დაინტერესებულია შენი წიგნებით და ძალიან გთხოვ, აუცილებლად მიუტანეო. მე მაშინვე გავემგზავრე თბილისში. ბატონმა კიტამ ძალიან გულთბილად მიმიღო, იგი აღტაცებული ლაპარაკობდა ჩემი მეცნიერული ნაშრომების: „ქართველ ებრაელთა წარმომავლობისა და ქართული ასომთავრული ანბანის“ შესახებ და ბოლოს მთხოვა, რომ წიგნები საჩუქრად მიმეძღვნა წარწერით საქართველოს პრეზიდენტისათვის ბატონ ედუარდ შევარდნაძესათვის. ასეც მოვიქეცი.

ბოლოსიტყვა:
Afterword:

ქართველები ონის სინაგოგას იხსენიებენ როგორც ტაძარს, ებრაელებისათვის კი ეს სახელწოდება, რელიგიური დოგმატიდან გამომდინარე მიუღებელია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ XIX საუკუნის მიწურულს, მშვიდობის დიდმა მებაირახტრემ, ალფრედ ბენრჰარდ ნობელმა, რომლისთვისაც იარაღი დედამიწის გადარჩენის სიმბოლოს წარმოადგენდა, საქართველოს მაღალმთიანეთში ააგო რელიგიური დანიშნულების შენობა, ნიშნად ებრაელი ერის თანასწორუფლებიანობისა სხვა ერთა შორის.

Georgians view Oni Synagogue as a temple, as for Jews this term is unacceptable based on religious dogma. But the most important thing is that at the end of 19th century, the great peace fighter Alfred Bernhard Nobel, for whom arms was a symbol of the salvation of the world, constructed religious purpose building in Georgian high mountains as a sign of equality of Jews with other nations.

ამონარიდი რევაზ ჯაფარიძის და რევაზ ინანიშვილის რეცენზიიდან.

იაკობ პაპიაშვილის რომანი „ქართული ლეგენდა“ წარმოგვიჩენს ქართველი ერის შორეულ წარსულს – მეფე მირიანის მეფობის ხანას და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად შემოღებას. ვასილ ბარნოვის შემდეგ ამ ამაღელვებელ ამბებს ჩვენი ერის ისტორიისა ქართველ მწერალთაგან აღარავინ შეხებია და აღარავის უცდია მისი გაცოცხლება. სწორედ მადლობასა და მხურვალე თანაგრძნობას იმსახურებს ავტორი, რომელმაც უაღრესი ერთგულებით მოჰკიდა ხელი ამ მადლიან საქმეს და იგი ბოლომდე მიიყვანა. საგულისხმოა, ავტორს კოლოსალურად დიდი შრომა აქვს გაწეული. კერძოდ, გულდასმით შეუსწავლია სათანადო სპეციალური ლიტერატურა, ისტორიული და საარქივო წყაროები, ბიბლიის ძველი და ახალი აღქმა, რის საფუძველზეც დაუმუშავებია რამდენიმე მეცნიერული ხასიათის ნაშრომი; მათზე დაყრდნობით შევყავართ რა დრამატიზმით დამუხტულ რთულ კოლიზიებში, ავტორი მხატვრულად ასახავს IV საუკუნის იბერიაში მიმდინარე კულტურულ-ეკონომიურ ვითარებას, იმ ეპოქაში არსებულ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაწიერიდან. რომანი „ქართული ლეგენდა“ ი. პაპიაშვილის მეორე წიგნია.

იაკობ პაპიაშვილი

გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი. წარდგენილია სტოკჰოლმში, შვედეთის აკადემიაში ნობელის პრემიის მოსაპოვებლად. (P.O. BOX 2118 SE-103 13 Stockholm Sweden) ისრაელის ებრაულენოვანი მწერალთა კავშირის მიერ.
ისრაელი. ბათ-იამი. თებერვალი. 2019

Iakob Papiashvili
Ivane Machabeli Prize winner. Nominated in Stockholm at the Swedish Academy for the Nobel Prize.
(P.O. BOX 2118 SE-103 13 Stockholm Sweden) by the Hebrew speaking writers of Israel.
Israel, Bat-Yam, February 2019.

P.S.  ჩემი პირველი წიგნი „ჰაბა ნაგილა“ გამომცემლობა საბჭოთა საქართველომ გამოსცა. ტირაჟი 5000 ცალი იყო და ერთ თვეში გაიყიდა. რაც შეეხება მეორე წიგნს „ქართული ლეგენდა“ საკუთარი ხარჯით გამოვეცი. გამომცემლობა „მერანის“ დირექტორმა ბატონმა გურამ გვერდწითელმა 800 წიგნი დატოვა „მერანის“ წიგნთსაცავში და ამჟამად ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის კოლექციაშია. რაც შეეხება 4200 წიგნს (1991 წელი იყო – ი.პ.), მე იძულებული ვიყავი ქუთაისში,  ჩემს სახლში (ტ. ტაბიძის ქ. N17-19) დამებინავებინა. ისრაელის მოქალაქეობა როცა მივიღე მეზობლებმა მომატყუეს. ამჟამად, ქ. ქუთაისის პოლიციის დახმარებით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ, შევძელი „ქართული ლეგენდის“ 300-400 ეგზემპლიარის გადარჩენა. არსებობს ქალაქ ქუთაისის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილება. მათი შემდგომი ბედი გაურკვეველია.

_______________________________________________

შენიშვნები:

(1) ტერმინი “ჰონი” ებრაულად დიდ კაპიტალს,  სიმდიდრეს და დიდ ფულს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ჩემი მოკვლევის თანახმად, მოქცევაი ქართლისაის „ჰონნი“ და ქართლის ცხოვრების „ურიანი“ ან „ჰურიანი“ სინონიმებია და მდიდარ, შეძლებულ ხალხს, გულისხმობს (იხ. ი.პაპიაშვილის “ისრაელის ფენომენის გენეზისი”, გამომც. “ქუთაისი”, 1994, გვ.6). აქედან გამომდინარე რაჭა-ლეჩხუმური სახელწოდება „ონი“ ძვ.წ. VIს. თარიღდება თუ უფრო ადრე არა.
სამწუხაროდ, ბატონმა ექვთიმე თაყაიშვილმა არასწორად განმარტა ტერმინი “ჰონის” მნიშვნელობა: “”მოქცევაი ქართლისაის” დედანში იყო არა “ჰონნი”, არამედ “ჰურიანი”; “ჰონნი” მისი მცდარი წაკითხვაა.” (ექვთიმე თაყაიშვილი, “სამი ისტორიული ქრონიკა”, ტბ., 1890, გვ.61). 

(2) მრავალტომიანი წიგნების კრებული სამართალზე და რელიგიურ-ეთიკურ საკითხებზე. თალმუდი ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „გემარა“. იგი წარმოადგენს თორის „მიშნის” განმარტებას. ორთოდოქსების მტკიცებით, თორა სინას მთაზე მოსემ მიიღო, როგორც წერილობითი ისტორია, ხოლო გემარა, როგორც ზეპირი ისტორია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერების სახით. არსებობს მეორე თადმუდიც, იერუსალიმის, მაგრამ დიდი ავტორიტეტით ბაბილონის თალმუდი სარგებლობს. – ი.პ.

_____________________________________________________

ნაშრომის შემოკლებული ვარიანტი სათაურით “სინაგოგა” დაიბეჭდა საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთში. იხილეთ “მწერლის გაზეთი” 2019, N3 1-30 აპრილი, გვ.4

მამულიშვილი და მამულიშვილობა

მოგონება

“Зачем нам, поручик, чужая земля”

… 60 წლის იუბილე პირველმა მივულოცე. სტატია ჟურნალ “განთიადში” გამოქვეყნდა – ქუთაისი,1993. – N9-10. გვ. 158-159. აქვს მას ნაწარმოები “კაი ყმა”, მაგრამ მისი პიროვნების შეფასება მხოლოდ ერთი სიტყვით არის შესაძლებელი – მამულიშვილი.
ნიჭიერი ხალხი უყვარდა, თავად ქართული მხატვრული სიტყვის დიდოსტატი იყო და ნაღდი ნიჭით დაწერილ ნაწარმოებებს სანთლით ეძებდა.
მწერალთა კავშირში, მაჩაბლის ქ. N13, როცა ზოგჯერ საკუთარი კაბინეტიდან გამოსულს შემთხვევით შევხვდებოდი, წამიერად შეჩერდებოდა, მხარზე ხელს დამარტყამდა, “როგორა ხარ ლომო” – მეტყოდა და გზას გააგრძელებდა.
საქართველოს მწერალთა კავშირის საწევრო ბილეთი N478 თავის კაბინეტში თვითონ გადმომცა და ასე მითხრა:
“ეს ბილეთი ფარული კენჭისყრის შედეგია”, – თქვა და მერე მეგობრულად დასძინა, – ისე, რომ იცოდე, მე, თამაზ წივწივაძემ და რეზო ჭეიშვილმა ამ საწევრო ბილეთისათვის დიდი შრომა გავწიეთ.”
ამას იმიტომ ვიგონებ და ვწერ, რომ ბევრს არ ეხატა გულზე ჩემი ქართველ მწერალთა დიდ ოჯახში გაწევრიანება. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კბილებით ვიცავდი მხატვრულ ჟურნალ-გაზეთებში გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ჩემს ყოველ ნაწარმოებს.
აქ მინდა გავიხსენო საქართველოს მწერალთა კავშირის ის ბოლო ყრილობა რომელსაც მე დავესწარი: “მანდატი N452, იაკობ პაპიაშვილი, არის საქართველოს მწერალთა XII (XIX) ყრილობის მონაწილე გადამწყვეტი ხმის უფლებით.
ყრილობა გაიხსნება 1995 წლის 17 მაისს, დილის 10 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (გიორგი ლეონიძის ქ. N110). საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნო” დარბაზი ქართველი მწერლებით იყო გადაჭედილი. საქართველოს მეორე პრეზიდენტი და პარლამენტის თავჯდომარე ბატონი ედუარდ შევარდნაძე დროულად მობრძანდა. ბატონმა გურამ ფანჯიკიძემ იგი სცენაზე მიიწვია და დარბაზში მსხდომთ შეგვეკითხა:
“ბიულეტინები ფარული კენჭისყრისათვის ახლა დავარიგოთ თუ მოხსენების წაკითხვის შემდეგ?”
ამ დროს ჩემს შორიახლოს მჯდარი ბატონი რევაზ მიშველაძე ადგილიდან წამოდგა და ხმამაღლა გამოაცხადა:
“არ არის საჭირო ბიულეტინების დარიგება. შემოვდივარ წინადადებით, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კვლავ ავირჩიოთ ბატონი გურამ ფანჯიკიძე. ვინც მომხრეა ავწიოთ ხელი.”
წინააღმდეგი არავინ იყო. თავი არავის შეუკავებია. ბატონი გურამი ერთხმად აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. ბატონმა გურამმა, ნდობისათვის, ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, პიუპიტრს მიუახლოვდა, საქაღალდიდან ფურცლების შეკვრა ამოიღო და მოხსენების წაკითხვისათვის მოემზადა.
ის იყო კითხვა უნდა დაეწყო, რომ უეცრად შედგა, ქაღალდებს დაუწყო ფურცვლა… როგორც ჩანდა, თავფურცელი სადღაც გაებნა. ამის გამო მან დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სწრაფი ნაბიჯით კულისებში გაუჩინარდა.
როცა დაბრუნდა კვლავ ბოდიში მოიხადა და მოხსენების კითხვა დაიწყო.
მოხსენების საერთო შინაარსს აქ, ჩვენს შემთხვევაში, აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მოხსენებაში მწვავე კრიტიკა იყო გატარებული საქართველოს პრეზიდენტის ბატონი ედუარდ შევარდნაძის მიმართ; და თუ მეხსიერება არ მღალატობს საკითხი ეხებოდა რუსთაველის საიუბილეო დღეების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რაზეც პრეზიდენტის სამსახურმა რეაგირება არ მოახდინა.
მოხსენების დამთავრების შემდეგ ბატონმა გურამმა სიტყვა მისცა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. პრეზიდენტი თავდაპირველად ქართველ მწერლებს მიესალმა და აღნიშნა მიმდინარე ფორუმის დიდი მნიშვნელობა, შემდეგ კი უეცრად ფანჯიკიძისაკენ შებრუნდა და თავისებური მომაჯადოებელი ღიმილით უთხრა:
“გურამ, კრიტიკას ვღებულობ, მაგრამ უამრავი გადაუდებელი საქმეებია და როგორც ჩანს დამავიწყდა. აი, შენც ხომ დაგავიწყდა მოხსენების დასაწყისისათვის განკუთვნილი ფურცლები… ჰოდა, მეც დამავიწყდა. ვეცდები, რომ დაშვებული შეცდომა გამოვასწორო.”
შემდეგ პრეზიდენტმა სერიოზული სახე მიიღო და დარბაზში მსხდომთ მოგვმართა:
“მე დავბრუნდი აქ, ჩემს სამშობლოში, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. თქვენ თვითონ მთხოვეთ გავმხდარიყავი თქვენი პრეზიდენტი, რათა მკაცრად აღვკვეთო ის აღვირახსნილობა რაც ახლა ხდება ჩვენს რესპუბლიკაში. ბევრმა ამისთვის “თეთრი მელა” შემარქვა… მე გეკითხებით თქვენ ქართველ მწერლებს, რატომ კაცო, რატომ “თეთრი მელა” ?.. დაფიქრდით ხალხო, კარგად დაფიქრდით, რა წავართვი მე ქართველ ხალხს, რა წავიღე მე მოსკოვში ან ამერიკაში?”
ის რომ შევარდნაძის სიტყვები “თეთრ მელასთან” დაკავშირებით, სინამდვილეა, თვითონ ვარ მოწამე; იმ დღეებში, რუსთაველის პროსპექტზე საკუთარი თვალით ვიხილე თეთრ ცხენზე ამხედრებული, თეთრ ნაბადში და ბოხოხში გამოწყობილი ქალბატონი, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა გაეძევებინათ თბილისიდან “თეთრი მელა”, ადამიანი, რომელმაც საქართველო, რეალური მსოფლიოს მასშტაბით, დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოაყალიბა, შექმნა და რუსეთთან ერთად დემოკრატიული პრინციპების რელსებზე შეაყენა.

ედუარდ ამბროსის ძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის დანგრევის საქმეში, რომლის პროპაგანდისტული სახელი იყო ”ანტიფაშისტური თავდაცვითი კედელი”, რომელიც აშენდა 1961 წლის 11 აგვისტოს ერთ ღამეში, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით.
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუდან “Времени новостей”-სთვის :
„კითხვა:
თქვენ საბჭოთა-ამერიკული განტვირთვის საწყისებთან იდექით. ახლა როგორ ვითარდება ურთიერთობები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის?
– რუსეთი და ამერიკა დაინტერესებულნი არიან ურთიერთობების გაუმჯობესებით, ეს არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. მე ბევრს ვაკეთებდი საბჭოთა-ამერიკული ურთიერთობებისთვის, შვიდჯერ შევხვდი აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს. პირველი შეხვედრა საშინელი იყო, მეორე უკვე შედარებით ნორმალურია, მესამეზე კი მან უკვე სადილი მოაწყო. თავდაპირველად, საბჭოთა კავშირი მას ბოროტ იმპერიად მიიჩნდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ მიხაილ გორბაჩოვთან მისი 1985 წელს ჟენევაში შეხვედრის მომზადებაზე. მოლაპარაკებების დასაწყისმა იმედები გაგვიცრუა. აშშ – ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი და მე ველოდებით, სანამ ორი ლიდერი მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გორბაჩოვი გამოვიდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვა: “ედუარდ, შეუკვეთე თვითმფრინავი, მივფრინავთ მოსკოვში. მათთან საქმის დაჭერას აზრი არ აქვს.”
– თქვენ რა უპასუხეთ?
– რა მოხდება, თუ ახლა ჩვენ გავფრინდებით, მაშინ წარუმატებლობაში საბჭოთა ლიდერებს დაადანაშაულებენ, კერძოდ, თავად მიხაილ სერგეევიჩს. მაშინ გორბაჩოვის ცოლის რაისა მაქსიმოვნას პოზიცია დაგვეხმარა. ჭკვიანი ქალია, მან მხარი დამიჭირა და ქმარს უთხრა: “ედუარდი მართალია”. გადაწყდა მოლაპარაკებების გაგრძელება, შემდეგ კი შეხვედრა კარგად დასრულდა (“Время новостей”, 2010 წლის 27 მაისი).

ავტორის მინაწერი: მაგრამ, როგორც ჩანს, რუსულ პოლიტიკას, ჯერჯერობით კვლავ უძნელდება ცარიზმის დროინდელი იმპერიალური აზროვნებისაგან განთავისუფლება. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიმაჩნია ცნობილი რუსი მომღერლის ალექსანდრე მალინინის რომანსის “Поручик Голицын”-ის გახსენება, სადაც არიის ფინალში არის მოწოდება: “Зачем нам, поручик, чужая земля.” ეს მოწოდება გვარწმუნებს, რომ რუსი ხალხი, ის რუსი ხალხი, რომელიც კარგად იცნობს რუსთაველის საქართველოს, ის რუსი ხალხი, რომლის ხსოვნაში მტკიცედ არის დამკვიდრებული ბაგრატიონების ღვაწლი რუსული სამხედრო ძლიერების განვითარებაში, ის რუსი ხალხი, რომელსაც კარგად ახსოვს ის დიდი დაუვიწყარი ბრძოლა, რომელმაც რუსეთი და მთელი მსოფლიო ჰიტლერიზმისაგან -ფაშიზმისაგან იხსნა და რუსეთი ზესახელმწიფოდ (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი დემოკრატიულ სახელმწიფოდ – ი. პ.) აქცია, დიახაც რომ კარგად იცნობს რუსთაველს – რუსთაველის საქართველოს, კარგად იცნობს ქართულ კულტურას – საუკუნოვან კატაკლიზმებში რუსულ კულტურასთან შესისხლხორცებულს, რომელთა რიგებში მტკიცედ დგანან პროგრესული რუსი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ბატონი გურამ ფანჯიკიძე და ახლახანს გარდაცვლილი მისი მეუღლე ქალბატონი მაია ფანჯიკიძე. მათი ღრმა კვალი შთამბეჭდავი და წარუშლელია – პირველის პროზაში და კინოხელოვნებაში, ხოლო მეორის მხატვრული კლასიკური ლიტერატურის თარგმანის საქმეში.
ჩემი აზრით, ამ ორი შესანიშნავი პიროვნების შემოქმედების საიუბილეო დღეების აღნიშვნა თბილისში, მოსკოვში და პეტროგრადში (ლენინგრადში) კეთილგონივრულ გარემოს შექმნის საქართველოს გამთლიანებისათვის.

იაკობ პაპიაშვილი
გალაკტიონ ტაბიძს და ივანე მაჩაბლის პრემიის
ლაურეატი, ნობელის პრემიის ნომინანტი

ისრაელი, ბათ იამი
ოქტომბერი, 2019

გამარჯობათ ქალბატონო ია!
დიდი მადლობა ყურადღებისათვის, და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ შობა-ახალ წელს – 2020-ს, მრავალს დაესწარით!
აგრეთვე, თქვენის მეშვეობით მსურს მივულოცო ახალი წელი საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს და ვუსურვო წარმატებები პირად ცხოვრებაში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.
ქალბატონო ია, დიდათ დამავალებთ თუ ჩემი სახელით საახალწლო მილოცვას გადასცემთ ქალბატონ მანანა გორგიშვილს, ბატონ სოსო სიგუას და, რა თქმა უნდა, ბატონ რევაზ მიშველაძეს. იგულისხმება, რომ მე დიდი ყურადღებით გავეცანი ბატონი რეზოს წერილებს: “ყვარლელთა მაგალითი მისაბაძია” და “განცხადება”.
ამასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი ისტორიული მნიშვნელობის ნაშრომის – “მამულიშვილი და მამულიშვილობა” – გამოქვეყნება “მწერლის გაზეთის” ფურცლებზე ხელს შეუწყობს არამარტო საქართველოს გამთლიანებას, არამედ მწერალთა სახლის (მაჩაბლის 13) ქართველი მწერლების კომპეტენციაში გადაცემას (როგორც სიმბოლო ქართული სიტყვის სამარადჟამო უკვდაეობისა). ჩემი ისტორიული მნიშვნელობის მოგონება გზავნილი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, რათა რუსთაველის 850 წლის იუბილე მრავალმხრივად აღინიშნოს არამარტო საქართველოში, არამედ მთლად მსოფლიოში. თუ საქართველოს პრემიერი ბატონი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ილაპარაკებს და კიდევ
ერთხელ შეახსენებს აშშ-ს, რუსეთს და სხვა ზესახელმწიფოთა ლიდერებს “თუ როგორი ღირებულების კულტურული განძი შეუქმნია ქართველ ხალხს” იმ ეპოქაში, როცა თვითმპყრობელური მანქანების ბოროტება მხოლოდ სხვა ხალხების ტერიტორიების ოკუპაციას მიელტვოდა და ადამიანის თავებისაგან კოშკებს აგებდა, ამით არაფერი დაშავდება. “დაე, გაიგოს ყველამ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც” “ვეფხისტყაოსნის” რუსთველური უკვდავი იდეის: ხალხთა შორის მტკიცე მეგობრობის,
სიყვარულის და მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ.
ქალბატონო ია, იმედი მაქვს, რომ ეს მცირე სახის წერილი გადაეცემა ქალბატონ მანანა გორგიშვილს, ბატონ სოსო სიგუას და თვითონ ბატონ რევაზ მიშველაძეს.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ 2020 წელს. მრავალს დაესწარით.

პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
იაკობ პაპიაშვილი,
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი,
ნობელის პრემიის ნომინანტი
10.01.2020, ბათ იამი

დაკარგული სოციალიზმი

Кто ни умрет, я всех убийца тайный:
Я ускорил Феодора кончину,
Я отравил свою сестру царицу,
Монахиню смиренную… всё я!

Александр Пушкин, “Борис Годунов”, глава 7. “Царские палаты”

”დიდი სამამულო ომის დროს, ხრუშჩოვი სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი და  წითელი არმიის  კიევთან (1941) და ხარკოვთან (1942) კატასტროფული ალყის ერთ-ერთი დამნაშავე იყო” – ვიკიპედია.

სიმართლე უნდა ვთქვათ, 1942 წლის 28 მაისს ადოლფ ჰიტლერი დიდების მწვერვალზე იყო ასული. წითელი არმიის ნაწილები ხარკოვის მისადგომებთან ბარვენკოვოს რაიონში იყვნენ გარშემორტყმულნი.ხარკოვისთვის ბრძოლის პერიოდში გერმანელებმა შეიპყრეს 240 ათასი წითელი არმიის ჯარისკაცი, ხელში ჩაიგდეს მრავალი ტანკი და იარაღი, ამავდროულად ბევრი საბჭოთა გენერალი და ოფიცერი დაიღუპა ან დაიკარგა … სამხრეთ-დასავლეთის  მიმართულების სარდლობა, ს. ტიმოშენკოს, ი. ბაღრამიანის და ნ. ხრუშჩოვის შემადგენლობით, რომლებმაც სამარცხვინოდ შესძლეს ალყიდან გასვლა, უმაღლესმა მთავარსარდალმა დაინდო.

ისმის კითხვა: რატომ? ჯერ კიდევ 18 მაისს მუშურ-გლეხური წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ა. ვასილევსკიმ მთავარ სარდლობას შეთავაზა წინადადება ხარკოვის მიმართულებით შეტევის შეწყვეტის შესახებ და ბარვენკოვოს კლდის შვერილიდან ჯარების გამოყვანის დაწყება, მაგრამ ტიმოშენკო და ხრუშჩოვი უმტკიცებდნენ უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკს, რომ მტრის მუქარის საშიშროება გაზვიადებულია და ოპერაციის წარმატებით დასრულება შესაძლებელიაო. სამწუხაროდ მთავარსარდალმა დაიჯერა არა ვასილევსკის წინადადება, არამედ ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელების მცდარი ვერსია.
“ი. ბ. სტალინმა ხარკოვის ოპერაციაში წითელი არმიის დამარცხებას კატასტროფა უწოდა ”.

სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდლობას, რომელიც ა ს. ტიმოშენკოს, ი. ბაღრამიანის და ნ. ხრუშჩოვისაგან შედგებოდა, უმაღლესმა მთავარსარდალმა განუცხადა:
„თუ საბჭოთა ხალხს ვეტყვით სიმართლეს და შევატყობინებთ იმ კატასტროფის შესახებ, რომელიც განიცადა ფრონტმა და კვლავ განიცდის, ვშიშობ თქვენ ძალიან მკაცრად მოგექცევიან…”

გავიმეორებ, რატომ დაზოგა სტალინმა ხარკოვის მახლობლად მომხდარი ტრაგიკული ხოცვა-ჟლეტის დამნაშავენი, განსაკუთრებით ხრუსჩოვი, რადგან იგი მთავარბანაკის წარმომადგენელი იყო სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე, როგორც სამხედრო საბჭოს წევრი. ლაზარ კაგანოვიჩი ხომ  არაერთხელ აფრთხილებდა იოსებ ბესარიონის ძეს, რომ ხრუშჩოვი ტროცკისტი იყო.

იქნებ მისი მეუღლის ნადეჟდა ალილუევას ხსოვნას მიაგო პატივი, რომელმაც ხრუშჩოვის კანდიდატურას კომუნისტური პარტიის უმაღლესი ეშელონში გაუწია რეკომენდაცია?
ასეა თუ ისე, ერთი თვის შემდეგ გერმანელებმა აიღეს ქალაქი როსტოვი;
კავკასიის და ვოლგის მიმართულებით გზა ხსნილი იყო. თუ ისინი ბაქოს ნავთობს ხელში ჩაიგდებდნენ, სტალინგრადის დაპყრობა გაუადვილდებოდათ. მოგვიანებით პაულიუსის მე-6 არმია სტალინგრადისაკენ დაიძრა… მაგრამ, როგორც დიდი სამამულო ომის შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, 1942 წლის მაისში ხარკოვის მისადგომებთან გამარჯვება ვერმახტისათვის ბოლო ზეიმი აღმოჩნდა.

ხარკოვთან მარცხის შედეგად, 1942 წლის 28 ივლისს, უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ  სტალინმა გამოსცა ცნობილი ბრძანება N227, მკაცრი და დაუნდობელი, უფრო ცნობილი როგორც “არც ერთი ნაბიჯი უკან!”

დღეს ზოგიერთი ქართული ტელეარხი (ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ე. წ. პერესტროიკით გაბრიყვებული, გაბითურებული, გაღატაგებული ადამიანები, განსაკუთრებით აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სადაც დევნილი ქართველი ხალხის სამოსახლოებს და სიწმინდეებს გადამთიელები დაეპატრონენ და ეპატრონებიან – ი. პ.) არასწორად უხსნის მაყურებელს რუსეთის რევოლუციის არსს –  ამახინჯებენ  სსრკ – ში 1917-1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს, რაც რუსული ასლია. აქ ჩამოვთვლი მოვლენების დამახინჯების  რამდენიმე მაგალითს:

1. ისინი ამბობენ, რომ თითქოს სტალინმა შექმნა გულაგი  (ГУЛаг). არასწორია რა თქმა უნდა! გულაგამდე   არსებობდნენ საკონცენტრაციო ბანაკები,  რომლებიც ტროცკისა და ლენინის მიერ იყო შექმნილი … უბრალოდ, სტალინმა ამ დაწესებულებებს სახელი გადაარქვა უფრო კულტურული სახით: ”ბანაკების მთავარი სამმართველო – Главное управление лагерей – (ГУЛаг)  ”.
2. “სტალინური რეპრესიები” – ტერმინი ძალზე არაზუსტია. ამ ტერმინს მთელ მსოფლიოში იყენებენ, განსაკუთრებით კი  რუსეთსა და საქართველოში.  “სტალინური რეპრესიები” ნიშნავს სტალინის მიერ ხელმოწერილ სიებს, მაგრამ აქ მხედველობაში არ მიიღება შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) და წითელი არმიის (РККА) ბრძოლა ტროცკიზმისა და სოციალიზმის სხვა მტრების წინააღმდეგ.

ლ.პ. ბერიას (25.11.1938) შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) – ის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ამ სტრუქტურებს ხელმძღვანელობდნენ გ. გ. იაგოდა და ნ. ი. ეჟოვი.
აშკარაა, რომ ე.წ. “სტალინური რეპრესიების” სიები შეადგინეს იაგოდამ და ეჟოვმა, მათ, რომლებმაც პარტიის ცენტრალური კომიტეტისგან, მალენკოვისა და ხრუშჩოვისგან შესაბამისი მითითებები მიიღეს.
ექსპერტების აზრით (ა. ს. ბარსენკოვი და ა. ვდოვინი) „ლ. პ. ბერიას НКВД – ის ხელმძღვანელის პოსტზე მოსვლისთანავე, რეპრესიების მასშტაბი მკვეთრად შემცირდა.“

ცნობილია, რომ სანამ ბერია ამ პოსტზე დაინიშნებოდა, სტალინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა შესაფერისი პიროვნებას შსსკ (НКВД) – ის ხელმძღვანელის პოსტზე, იმისათვის რომ შეემცირებინა დასახვრეტთა რიცხვი “ტროცკისტულ-ზინოვიევური ბლოკის” შემადგენლობიდან, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკური სამართველოს (ОГПУ) მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებობდნენ.

აქ უნდა გავიხსენოთ დეპეშა, რომელიც ხრუსჩოვმა გაუგზავნა სტალინს რეპრესიების მიმდენარეობის პერიოდში. დეპეშას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მისი ტექსტი თავდაპირველად გამოაქვეყნა ჩუევმა მოლოტოვის გადმოცემის მიხედვით  (როგორც ამბობენ, საარქივო მასალები არ არსებობს – ი. პ.). აი, თვით დეპეშა: 1938 წელს სტალინი კიევიდან იღებს  ხრუშჩოვის  დეპეშას საყვედურით:
„ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ! უკრაინა ყოველთვიურად აგზავნის 17-18 ათას რეპრესირებულს, მოსკოვი კი ამტკიცებს არა უმეტეს 2-3 ათასს. გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები.  სიყვარულით, ნ. ხრუშჩოვი. “
ამაზე პასუხად ხრუშჩოვი იღებს მოკლე დეპეშას:
„დაწყნარდი, სულელო! ი. სტალინი. “

არანაირი პიროვნების კულტი არ არსებობდა. ხრუშჩოვმა მალენკოვის დახმარებით (ი. პაპიაშვილი “დავიწყებული ბელადი”) შეცდომაში შეიყვანა, მოატყუა საბჭოთა ხალხი (საბჭოთა კავშირის XXII ყრილობაზე, რომელიც ჩატარდა 1961 წლის 17 ოქტომბერს, ნ. ს. ხრუშჩოვმა გამოსვლისას განაცხადა, რომ 20 წლის შემდეგ სსრკ-ში კომუნიზმი აშენდება), ნოვოჩერკასკში სისხლში ჩაახშო ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების მშვიდობიანი, მრავალათასიანი მიტინგი, თბილისში  ტანკები შეიყვანეს, დაიწყეს ქართველი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა, გააძევეს პასტერნაკი მწერალთა კავშირიდან, მიიღეს მცდარი გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობაში, (კერძოდ, არასწორი გადაწყვეტილება ყამირი მიწების ათვისების საქმეში) რამაც გამოიწვია პურის გაქრობა სსრკ-ში. მის სინდისზეა ავანგარდიზმის მიმდევარი მხატვრების დევნა, ერთ ღამეში (1961 წლის 12-13 აგვისტოს) ააშენა ბერლინის კედელი ე. წ. “სამარცხვინო კედელი”. აქამდე საზღვარი გდრ-სა და ფრგ-ეს შორის მოსახლეობისათვის თავისუფალი იყო და რაც მთავარია, მან მოაწყო ანტირელიგიური კამპანია, დახურა ეკლესიები, სინაგოგები, დააპატიმრა მღვდლები, რაბინები და რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები.

რელიგიის მოძულე კარლ მარქსმაც კი თქვა, რომ რელიგიასთან ბრძოლის ძალადობრივი მეთოდები უშედეგო და მიუღებელია. რასაკვირველია რევოლუციის გარიჟრაჟზე სტალინს ესმოდა პარტიის მიერ (ლენინი, ტროცკი) გატარებული რელიგიური პოლიტიკის უგუნურობა და როგორღაც მოახერხა თავის არიდება, არ მიიღო მასში მონაწილეობა. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს საფუძველი მტკიცედ ვთქვათ, რომ საკუთარი მართლმადიდებლური მრწამსისათვის (გორის სასულიერო სასწავლებელი და თფილისის სასულიერო სემინარია – ი. პ.) მას თავის სიცოცხლეში არ უღალატნია.

აშკარაა, რომ მას არ შეეძლო საჯაროდ შეწინააღმდეგებოდა პარტიის ხაზს, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიის სრულ განადგურებას, რადგან მას გააძევებდნენ არა მხოლოდ ხელმძღვანელობიდან, არამედ პარტიიდან, ანუ დახვრიტდნენ.
მაგრამ როცა 1922 წელს ლენინმა იგი პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე დააწინაურა, უკვე ერთი წლის მერე, ლენინის სასტიკი მოწოდების მიუხედავად მართლმადიდებლური რელიგიის მოსპობის შესახებ, სტალინის ინიციატივით სსრკ ყველა პარტიულ ორგანიზაციაში იგზავნება საიდუმლო ცირკულარული წერილი (განკარგულება) N30 – 16.08.1923 წ.

„რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების შესახებ“

წერილის ტექსტში ნათქვამია, რომ მე -11 ყრილობის გადაწყვეტილების თანახმად, აუცილებელია “გულდასმით მოერიდოთ მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას”, რომ “რწმენისა და თაყვანისცემის საგნების დაცინვა … კი არ აჩქარებს, არამედ ართულებს მშრომელთა მასების რელიგიური ცრურწმენებისგან განთავისუფლებას”. წერილში მიუთითებდნენ: აიკრძალოს ეკლესიებისა და სალოცავი შენობების დახურვა; აიკრძალოს რელიგიური ხასიათის დაპატიმრებები … (როგორ რეაგირებდნენ ადგილობრივი ხელმძღვანელები ადგილზე, ეს სხვა საკითხია- ი. პ.).

მოგვიანებით, რეპრესიების მიუხედავად, სტალინმა შესძლო საგანგებო ნაბიჯის გადადგმა: 1939 წლის 11 ნოემბერს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ (ЦК ВКП(б)) მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება:

”ამიერიდან მიზანშეუწონლად იქნეს ცნობილი სსრკ შსსკ (НКВД) ორგანოების მიერ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა დაპატიმრება და მორწმუნეთა დევნის პრაქტიკა… ამავე დროს, ამხანაგ ულიანოვის (ლენინის) 1919 წლის 1 მაისის N 13666-2 ინსტრუქცია “ბრძოლა მღვდლებისა და რელიგიის წინააღმდეგ”, საკავშირო საგანგებო კომისიისთვის (ВЧК)  ამხანაგ ძერჟინსკისთვის გაგზავნილი და ყველა შესაბამისი ინსტრუქცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა და მართლმადიდებელი მორწმუნეების დევნის შესახებ, გაუქმდეს.“

ამ რეზოლუციიდან ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი  ამოვწერეთ, მაგრამ ვფიქრობ, მკითხველი მაინც მიხვდება, რომ  რუსი და ქართველი ანტისტალინისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს  სტალინი კაციჭამია და კანიბალი იყო, სრული ტყუილია, უბრალოდ გამოგონილია.
პოლიტბიუროს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პოლიტბიუროს ყველა წევრმა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დროს ტროცკიზმი ჩაახშეს (1937-1938). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული დადგენილება არ გავიდოდა. პოლიტბიუროს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს 30 ათასზე მეტი პატიმარი.
ამრიგად, შეცდომა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნ. ხრუშჩოვმა  სტალინის მთელ სკრუპულოზური შრომას ხაზი გადაუსვა  და ქვეყანა 20 – იანი წლებისკენ, ანუ ტროცკიზმისკენ მიატრიალა (იხ. „მესამე რომი“ – ი. პ.).
მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ჯერ კიდევ არის რაღაც ასპექტები, რომლებიც ან ნაკლებად არის შესწავლილი, ან სხვადასხვა ავტორი ან ისტორიული სკოლა სხვადასხვა ფორმით განმარტავს მათ.
1945 წლის 9 აპრილს, ლივადიის სასახლეში, პოლონეთის საკითხის განხილვისას, რუზველტმა მოულოდნელად თქვა:
„სასურველია პოლონეთის არჩევნები, ცეზარის ცოლის მსგავსად, ეჭვგარეშე იყოს.”
მფრინავი ფრაზა “ცეზარის ცოლი ეჭვგარეშეა” ეკუთვნის თავად ცეზარს. მომავალი დიდი დიქტატორი პომპეა სულაზე დაქორწინდა ძვ.წ. 67 წელს. ორივესთვის ეს ქორწინება მეორე იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ეს კავშირი განსაკუთრებით საჭირო იყო თავად ცეზარისთვის, ვინაიდან პომპეა სულა იყო პომპეუს დიდის ნათესავი.
ქორწინების ორგანიზატორი იყო ცეზარის დედა ავრელია კოტა. სკანდალი მოხდა ცეზარის სახლში, სიკეთის ქალღმერთის საიდუმლოებაზე, სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ ქალები იკრიბებოდნენ, მაგრამ იქ მოულოდნელად ქალის სამოსში გადაცმული მამაკაცი აღმოჩნდა.
ცეზარი, რომელსაც მაშინ დიდი პონტიფიკის თანამდებობა ეკავა, ამ ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ გაშორდა ცოლს და განქორწინებისას წარმოთქვა ფრაზა: “ცეზარის ცოლი ეჭვგარეშეა”. მოგვიანებით ფრაზა ფრთიანი გახდა.
სწორედ ეს ფრაზა გამოიყენა რუზველტმა იალტის კონფერენციის დროს, რაზეც სტალინმა მაშინვე მოახდინა რეაგირება:
”ასე ცეზარის მეუღლეზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ. სინამდვილეში მას ჰქონდა გარკვეული ცოდვები ”.
ცეზარის ცოლის ცოდვებზე საუბრისას, სტალინმა თავის მოკავშირეებს სინამდვილეში შეახსენა ის ცოდვები, რომლებიც მათ დაუშვეს მეორე მსოფლიო ომის წინ:
30-იან წლებში ლონდონი, ვაშინგტონი და პარიზი საერთოდ არ ენდობოდა სტალინს და, ალბათ, მხარს უჭერდნენ ვაიმარის რესპუბლიკის პრეზიდენტს (გერმანიის ბურჟუაზიულ- დემოკრატიული რესპუბლიკა) პაულ ფონ ჰინდენბურგს, რომელმაც ხელისუფლება გადასცა ნაციონალ-სოციალისტებს.
1933 წლის 30 აპრილს ჰინდენბურგმა ჰიტლერი დანიშნა მესამე რეიხის კანცლერად და გერმანიაში დამყარდა ნაცისტური დიქტატურა. ვაიმარის რესპუბლიკამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა.
ამ მომენტიდან დასავლეთის სახელმწიფოების უნდობლობა სტალინის მიმართ გაიზარდა და კულმინაციას მიაღწია 1938 წლის სექტემბრის ბოლოს მიუნხენის კონფერენციის დროს (ე.წ. მიუნხენის შეთქმულება), სადაც ჩემბერლენმა, დალადიემ, ჰიტლერმა, მუსოლინიმ და ციანომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სუდეტის რეგიონის ნაცისტებისთვის გადაცემის შესახებ, რომლის ძალითაც ჩეხოსლოვაკიამ, როგორც სახელმწიფომ, შეწყვიტა არსებობა, ვინაიდან ჰიტლერმა დაიპყრო მისი მთელი ტერიტორია.
სერ  ჰორაცი ვილსონ, უილსონ ჰორასი მეტსახელად “მშვიდობისმყოფელი ბოროტი გენიოსი”, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ნევილ ჩემბერლენის პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ საკითხებსა და დიპლომატიაში, საბჭოთა და ჩეხოსლოვაკიის დელეგაციები მიუნხენის კონფერენციაზე არ დაუშვა.
ისეთმა ბრძენმა სახელმწიფო მოღვაწემაც კი, როგორიც აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი იყო, გადაწყვიტა, რომ მიუნხენის შეთანხმებამ  ხალხებს შორის ღრუბლები გაფანტა და საჭიროდ ჩათვალა ჩერბერლენთან მისალოცი დეპეშის გაგზავნა … სინამდვილეში, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.
გერმანელმა გენერლებმა, რომლებიც რეიხ კანცლერის პოსტიდან ჰიტლერის მოხსნის გეგმებს ამზადებდნენ, აჯანყება გვერდზე გადადეს, მიესალმნენ კაცს, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის ანექსია ერთი გასროლის გარეშე მოახერხა.
ჰიტლერი ნაძირალა, მანიაკი, რომელიც ოცნებობდა მსოფლიო ბატონობაზე, ოცნებობდა ებრაელების მოსპობაზე, ოცნებობდა ქვეყნებისა და ხალხების დამონებაზე, გრძნობდა რა დასავლეთის ქვეყნების ლიდერების სისუსტესა და უძლურობას, დაოკების ნაცვლად აგრესია გააგრძელა და დაიპყრო მთელი ევროპა.

არა, სტალინს არ სურდა ომი. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი (1939 წლის 23 აგვისტო), პოლონეთის გაყოფა (1939 წლის 28 სექტემბერი) და ჰიტლერთან გავლენის სფეროების განაწილება საბჭოთა პოლიტიკური კურსის შეცვლას წარმოადგენდა და ნაძალადევი, თავსმოხვეული გადაწყვეტილება იყო.
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ხელმოწერილი რომ არ ყოფილიყო, ჰიტლერი აპირებდა სსრკ-თან ომის დაწყებას 1939 წლის ბოლოს … რომ არა ეს დაწყევლილი მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც სამი ჩემი ძვირფასი ბიძა აბრამი, გარი და ისრაელი დაიღუპა  (იხ. ი. პაპიაშვილის დოკუმენტური ნარკვევი: “რკინას ცეცხლი აფოლადებს” – თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთ “ქუთაისის” ლიტერატურულ გვერდზე, შემდეგ “ლიტერატურულ საქართველოში” და “სოფლის ცხოვრებაში”, ხოლო ბოლოს ისრაელის რუსულენოვან გაზეთში: “Новости недели”, 6 мая, 2008, с. 10-11) 50-იან წლებში საბჭოთა ხალხი სოციალიზმში იცხოვრებდა, რაზეც ოცნებობდა სტალინი.
ვიმეორებთ, სტალინს არ სურდა ომი, რადგან ომი დამანგრეველი იყო სოციალისტური მშენებლობისთვის.

საბჭოთა მწერლების პირველი ყრილობა

1934, აგვისტო. მოსკოვში გაიმართა საბჭოთა მწერლების პირველი საკავშირო ყრილობა. ყრილობის მუშაობაში 600-ზე მეტმა საბჭოთა მწერელმა მიიღო მონაწილეობა. ქართული დელეგაცია მოსკოვში 30 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მიწვეული იყო 40 სტუმარი უცხოეთიდან. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ პირველად სტალინის ინიციატივით გაიგონა ორი სახელი: შოთა რუსთაველი და “ვეფხისტყაოსანი”. ცარიზმის ეპოქაში “ვეფხისტყაოსნს” წვავდნენ და ანადგურებდნენ. საქართველოში ჯერ კიდევ არიან “ჭკვიანები”, რომლებიც წყევლიან მსოფლიო პოეზიის ამ ბრწყინვალე შედევრს.

ყრილობა გახსნა მაქსიმ გორკიმ. საქართველოდან სიტყვით გამოვიდა დელეგატი მალაქია ტოროშელიძე. როგორც ბესო ჟღენტი გაზეთ „კომუნისტში“ იგონებდა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე ყრილობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოიძახეს მოსკოვში, კრემლში, რადგან საქმეში ჩაერია სტალინი. მის შეკითხვაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბებდა მოხსენებას მწერალთა ამ დიდ ფორუმზე ქართული ლიტერატურის შესახებ, ტოროშელიძემ უპასუხა, რომ მოახსენებდა ყრილობას მნიშვნელოვან მოვლენებზე, იმ ქართველი მწერლების შესახებ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები შექმნეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში; კერძოდ, გაამახვილებდა ყურადღებას ისეთ ნაშრომებზე, რომლებშიც სოციალისტური რეალიზმი მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი. ასეთმა გამონათქვამმა სტალინი თურმე ძალიან აღაშფოთა და ტოროშელიძეს მკაცრად მიუთითა; როგორ ოქტომბრის რევოლუციამდე ჩვენს წინაპრებს კულტურისა და მწერლობის სფეროში არაფერი შეუქმნიათ? გადაეცით ქართველ მწერლებს, რომ მოხსენება უნდა დაიწყოთ რუსთაველიდან მაინც, თუ უფრო ადრეული, ჰაგიოგრაფიული მწერლობიდან არა, „დაე, გაიგოს ყველამ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, როგორი ღირებულების კულტურული განძი შეუქმნია ქართველ ხალხს ოქტომბრის რევოლუციამდე.“ შემდეგ ბესო ჟღენტი იხსენებს, თუ როგორ წერდნენ ქართველი მწერლები მატარებლის ვაგონში პირველ საკავშირო ყრილობაზე წასაკითხ მოხსენებას, რაც დაახლოებით ასე გამოიხატება: „მატარებლის ვაგონის კუპის კართან რიგი იდგა, ყველა დელეგატს ხელში ეჭირა ფურცლები და ითხოვდნენ მათი ნააზრევი მოხსენებაში ჩაგვერთო.“

მეორე დღეს, 18 აგვისტოს, მალაქია ტოროშელიძის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კავშირების სახლის სვეტებიანი დარბაზის ფოტოსურათების რიგი გადაადგილდა. საბჭოთა მწერლების პირველი ყრილობის დელეგატებს სვეტებიანი დარბაზის კედლებიდან უკვე ღიმილით ესალმებოდნენ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი უკვდავი პოეტები, მწერლები, ლიტერატორები: რუსთაველი, პუშკინი, შევჩენკო, გოგოლი, ჰეინე, მოლიერი, ნეკრასოვი, სალტიკოვ-შჩედრინი, ბალზაკი.

ყრილობის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე მწერალმა ნ. ტიხონოვმა წაიკითხა გალაკტიონის ლექსების თარგმანები რუსულ ენაზე.
საბჭოთა ლიტერატურის ძირითად მეთოდად ყრილობამ მიიღო სოციალისტური რეალიზმი.
პირველი საკავშირო ყრილობის მიმდინარეობის დღეებში, ყრილობის ახალგაზრდა დელეგატმა, პოეტმა ირაკლი აბაშიძემ შექმნა უკვდავი ლექსი:
„უცებ ღელვა და ჟრუანტელი,
უცებ თვალებში ბედნიერი ალმასის წვეთი,
კავშირთა სახლში შემოვიდა დიდი ქართველი
და ტრიბუნასთან დაიკავა პირველი სვეტი!“.

                            „რუსთაველის სახე სვეტებიან დარბაზში“

აღნიშნულის ფონზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა რატომ შეიკავა თავი სტალინმა ნოე ჟორდანიას საქართველოში დაბრუნებაზე, როცა ამის შესახებ მას რამდენჯერმე შეახსენა პეტრე შარიამ.

როგორც ადრე ვწერდი 1921 წლის 20-21 თებერვალს ქართული განძი (249 ყუთი) თბილისიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გადაიტანეს და თავდაპირველად ფრანგულ სამხედრო გემზე კრეისერ “ერნესტ რენანზე” დააკაბადონეს.
249 ყუთი პირობითი გამოთქმაა, ვინაიდან განძს აფასოებდნენ ყუთებში, ტომრებში, ხელჩანთებში და ა. შ.
ღვთის კაცის, ექვთიმე თაყაიშვილის გარეშე ამ საქმის გახაზირება საქართველოში არავის შეეძლო, რადგან მხოლოდ მან იცოდა სად, რომელ ტაძარში, რომელ მონასტერში, რომელ ეკლესიაში ინახებოდა სრულიად საქართველოს განძეულობა. მასში შედიოდა: თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ოქრო-ვერცხლის ხატები, თვალ-მარგალიტით მოოჭვილი დიადემები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის, ბორჯომის და ლიკანის სასახლეების ძვირფასეულობა, ქართული მინანქრების ძვირფასი კოლექცია და ვინ იცის კიდევ რა. ტყუილად ენამჭევრობენ პატივცემული ქართველი მკვლევარები, როცა გვიმტკიცებენ თითქოს ივანე ჯავახიშვილის გავლენით გადაწყვიტა ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს აურაცხელი სიმდიდრის საზღვარგარეთ გატანა. ივანე ჯავახიშვილი აქ არაფერ შუაშია, ყველაფერი ნოე ჟორდანიას განკარგულებით მოხდა.

ის,  რომ ბატონი ექვთიმეს თვალსაწიერიდან ქართული განძი (39 ყუთი) მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხ ეტაპზე დაკარგული იყო, აღარ იცოდა მისი ადგილ-სამყოფელი და მისი დაბრუნების იმედი გადაწურული ჰქონდა. კარგად ჩანს მისივე ანდერძიდან, რომელიც შედგენილია 1943 წლის 26 დეკემბერს სოფელ ლევილში. ჩემი ნაშრომის “სტალინი, დე გოლი და ქართული განძი” (“მწერლის გაზეთი”, თბ. 2015, N3, გვ. 8) გამოქვეყნების მერე ე. თაყაიშვილის ანდერძის სრული ვერსია ინტერნეტიდან რატომღაც გაქრა.

ახლა უმჯობესია დაუბრუნდეთ საკითხს, რატომ უთხრა სტალინმა უარი ნოე ჟორდანიას საქართველოში დაბრუნებაზე? ნუთუ ეშინოდა მისი? არა მგონია, სტალინს ჰიტლერული კოალიციის არ ეშინოდა და ჟორდანიასი როგორ შეეშინდებოდა.
მაშინ, იქნებ იმიტომ უთხრა სტალინმა ნოეს  სამშობლოში დაბრუნებაზე უარი, რომ მენშევიკებმა 210 ყუთში მოთავსებული განძეული, ე. წ. სახაზინო ქონება (საინტერესოა რატომ ჰგონიათ მავანსა და მავანს რომ ეს ქონება მენშევიკების იყო და არა ქართველი ხალხის სამომავლო პერსპექტივა – ი. პ.) – ოქროსა და ვერცხლის ზოდები და სხვა საბიუჯეტო სიმდიდრენი რაც გადაადნეს, გაყიდეს და ლევილის მამული იყიდეს?

არა, გამორიცხულია, არც ამისთვის. სტალინი არამარტო გენერალისიმუსი, არამედ კარგი ეკონომისტიც იყო და კარგად ესმოდა,  რომ ქართველი ხალხის ავლა-დიდება რომ არ გაეყიდათ მენშევიკები ფიზიკურად ვერ გადარჩებოდნენ. საბოლოო პასუხი კი ასეთია: სტალინმა ნოე ჟორდანიას არ აპატია წიგნის გამოცემა: “რუსთაველის კრიტიკა”.

                                                                           იაკობ პაპიაშვილი
                                                                         გალაკტიონ ტაბიძის და  ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი,
                                          ნობელის პრემიის ნომინანტი 2018, 2019, 2020, 2021 წლებში

1993 წელს იაკობ პაპიაშვილი წარდგენილი იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიაზე

ოქმი წარმოადგენს იაკობ პაპიაშვილის პუბლიცისტური ნაშრომების განხილვას, რაც თანდართული აქვს მის რომანს “ქართული ლეგენდა”. ოქმი შედგება ხუთი გვერდისაგან. ოქმში ხაზგასმულია, რომ “ქართული ლეგენდა” საკაცობრიო მნიშვნელობის ნაწარმოებია და ახალ, ჯერ უთქმელ სიტყვას ამბობს ძველი აღმოსავლეთის და ქართულ ისტორიოგრაფიაში, პალეოგრაფიაში და ებრაისტიკაში. რომანი “ქართული ლეგენდა”  დაფიქსირებულია ინტერნეტში ქართულ, რუსულ და ივრითულ ენებზე. “ქართული ლეგენდა” გამოცემულია ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში მწერალთა კავშირის მიერ. რომანი მთლიანად დაბეჭდა ისრაელის გაზეთმა “ალია საქართველოდან”. ოქმი დამოწმებულია სამი ხელმოწერით და ორი ბეჭდით.

2

7

 

עוף החול קם מן האפר

ספרו החדש של יעקב פפיאשוילי מאיר מחדש את התרומה הייחודית שלו לתחייה התרבותית של הקהילה הגרוזינית – וכל זאת תוך מבט רחב ומקיף שחושף תהליכים עמוקים, טלטלה רוחנית

השם כבר אומר הכל – ‘קם לתחיה עם מאֶפרו’. כמו בספריו הקודמים שב המחבר לשאיפה שלו להיות עד לתהליכים לאומיים שעברו על עמו, על קהילתו, להיות הצופה לבית ישראל שמביט מעל ומנסה לרדת למעמקי ההיסטוריה.

unnamedספרו החדש של יעקב פפיאשוילי מאיר מחדש את התרומה הייחודית שלו לתחייה התרבותית של הקהילה הגרוזינית – וכל זאת תוך מבט רחב ומקיף שחושף תהליכים עמוקים, טלטלה רוחנית. עוף החול קם בדפים רוטטים של סיפורים סוחפים, קם מן האפר, קם לחיים. יעקב פפיאשוילי יודע ללכת לפני המחנה, לחוש הלכי רוח של תקופה, של רבים, להקים את ההיסטוריה מחדש באמצעות הפרוזה הנושמת שלו.

ראוי יעקב פפיאשוילי לברכה ולשבח על מכלול יצירתו. מדובר בסופר ופובליציסט ידוע, חבר אגודות הסופרים של ישראל וגרוזיה, חבר בארגון הישראלי אקו”ם (אגודת קומפוזיטורים, מחברים ומו”לים) מאז 1997.

היכרות על מכלול יצירתו, עם הפעילות הספרותית הנרחבת שלו, כל אלה מציבים אותו בגלריה הראשונה של סופרים שהגיעו אלינו מן הגולה – ובכוחם הספרותי ידעו לתת לכל זה ביטוי עז, להאיר את המתח בין גולה לגאולה.

מתח בין גולה לגאולה

קורות חייו הם עדות לסיפור הציוני, למתח בין גולה לגאולה: יעקב פפיאשוילי עלה לישראל בשנת 1996. נכון לעכשיו, הוא מחברם של ארבעה עשר ספרים, ביניהם שלושה ספרי שירה.
ספריו הרבים של פפיאשוילי זוכים לפרסום באתרי אינטרנט בגרוזינית וברוסית. יצירותיו אכן מיטיבות לפרוש יריעות חיים שונות, וכל זאת בכישרון ספרותי מיוחד: הסופר מצליח להציג סיפורי חיים שונים באמצעות מגוון של ז’אנרים ספרותיים.

יצירותיו של יעקב פפיאשוילי נעות בין היסטוריה יבשה לבין אנושיות רוטטת. כסופר יודע פפיאשווילי היטב לתבּל בסיפוריו אגדות ומיתוסים בצד עובדות היסטוריות, וכל זאת כדי לדלות מן המציאות ומן העלילה תובנות אנושיות.

פפיאשוילי ידוע ככותב פרוזה, אבל זכה לגדולה גם ככותב שירה וגם ככותב פובליציסטיקה. קחו לדוגמה את ספר שיריו שפורסם בגרוזיה בשנת 2010, ותרגישו מיד בעוצמתו, בחיוניות לירית מרשימה. הביקורת התפעלה במיוחד מן הפואמה הדרמטית המבוססת על ההיסטוריה האמיתית של גרוזיה בנוגע לבעיית אבחזיה.

מפעלו הספרותי של פפיאשווילי מגוון ומרשים: היוצר המחונן הגיע להישגים גם בתרגומים – כך, למשל, תרגומי שירים של משוררים ומשוררות מליטא ולטביה. בקובץ תרגומים זה נכלל שיר מרשים מאוד לזכרו של יצחק רבין ז”ל, “פעמוני האבל”, אשר נכתב בנובמבר 1995 ופורסם יחד עם שירים אחרים של המחבר בעיתון “עלייה מגרוזיה” בשפה הגרוזינית. בעצם, באותו העיתון פורסמו בשנות 1989 – 1991 כמעט כל עבודותיו של פפיאשוולי, ובאותה עת זכה לפרסום הרומן “האגדה הגרוזינית”, שיצא לאור בעשרים הגיליונות של העיתון במשך שלושה חודשים. יצירותיו הרבות זיכו אותו בכבוד רב ובפרסים.

בשנת 2014, העניקה אגודת הסופרים בגרוזיה ליעקב פפיאשוילי את פרס הכבוד על שם איוואנֶה מצ’אבֶּלי על יצירותיו הספרותיות והפובליציסטיות ותרגומיו שפורסמו לאחרונה.

היסטוריה מבקשת לספר את הסיפור שלה

יצירותיו של יעקב פפיאשוילי מטלטלות אותנו, הן נעות בין היסטוריה יבשה לבין אנושיות רוטטת. כסופר יודע הוא היטב לתבל בסיפוריו אגדות ומיתוסים בצד עובדות היסטוריות, כדי לדלות מן המציאות ומן העלילה תובנות אנושיות.

לצד הסיפורים והנובלות, ראוי לתשומת לבנו הרומן הראשון שלו, “האגדה הגרוזינית”. עלילתו של הרומן מעניינת מאוד. בעיקרה היא נשאבת מתוך הכרוניקה הגרוזינית “כארתליס צחוברבו”.

הרומן “האגדה הגרוזינית” פורסם בשעתו בכתב עת לאמנות “גַנתיאדי” מס’ 2, ב-1989, והספר יצא לאור תחת כותרת זהה בעיר טביליסי בשנת 1991. במשך כמה שנים, זוּמן מחבר הרומן מספר פעמים לבירורים בוועד המרכזי של המפלגה הקומוניסטית הגרוזינית, הן בתקופת כהונתו של שוורדנדזה, והן של פטיאשוילי. סיבות הזימונים היו קשורות לקשיים בהקצאת נייר להדפסת הספר וגם עניינים אידיאולוגיים מסוימים הקשורים בתוכן הרומן. לזכותו של המחבר ניתן להיאמר, שנכתבו ביקורות חיוביות רבות מאת סופרים גרוזינים גדולים. צוין, כי ספר זה הוא הניסיון הראשון להחיות את ההיסטוריוגרפיה הגרוזינית העתיקה.

מי שקורא את יצירותיו של יעקב פפיאשוילי חש בסערה הבלתי פוסקת: יש רוח חזקה הנושבת בין הדפים: הקוראים עדים לעוצמת הכתיבה. לספרות יש כוח, ספרות במיטבה יכולה לשאת על כתפיה זמן ומקום, דורות ומרחבים. לספרות יש יכולת לתת לעולם שחלף ביטוי שיוצר אותו מחדש. קלוד לוי שטראוס כתב פעם שיצירה גדולה – יש בה מעין שיקוף של מעשה הבריאה. ספרות טובה נושאת בחובה דרמה גדולה, יקום שקם לחיים. היא יודעת לצייר לנו גם בניין וגם חורבן.

בשנים 1998 – 1999 בישראל, יצא לאור בשפה הרוסית ספר נוסף של המחבר: “שתי תמונות מחייו של מלון ‘גגריפשי”. בין הביקורות המרשימות שפורסמו, יש לציין את הערכתו של הסופר ומבקר הספרות הישראלי הידוע, לאוניד פינקל, ויש בה שבח ליעקב פפיאשווילי. כאן בולטת השקפתו המקורית:

“הסופר המקצועי שפרסם שישה ספרי שירה ופרוזה בשפה הגרוזינית, יעקב פפיאשוילי, כתב רומן חדש בישראל. זהו ספר על התוהו ובוהו הטרגי, שאליו נקלעה גרוזיה. ביצירתו החדשה של המחבר אנו מוצאים רחמנות נוגעת ללב ורוח גאווה, אשר מקרבות בין הגרוזינים לישראלים. יעקב פפיאשוילי אוהב את גרוזיה ואוהב את ישראל. עבודותיו מעידות גם על ההיכרות העמוקה עם ההיסטוריה הארוכה של עם ישראל. בפרוזה של הסופר יש הרבה שירה. לעתים היא דומה לצלילי שופר, כאשר המנגינה אינה כבר מוזיקה אלא רֶטט, והיא נשמעת וחודרת אל תוך פינותיו הנידחות ביותר של הלב. הדמויות של הרומן משכנעות את הקורא, שניתן ללמד כל אחד לעוף, לעוף גם לאחר התעוררות משֵינה”.

המהפכה האנושית נחשפת דרך הסיפורים

בסיפוריו של יעקב פפיאשוילי אנו מוצאים את תמצית הפילוסופיה של המהפכה האנושית: בין שברי העלילה אנו עדים לאמונות, שעומדות במבחן המציאות, למאבקים דרמטיים שסופם מפתיע. דמויותיו של יעקב פפיאשווילי סוחפות אותנו בעוצמתן.

כשאתה קורא את מכלול יצירתו, את חש שהיסוד לכל ההתעוררות הלאומית ומאבקי הקיום היה טמון כבר בסיפור קדום שלי – “ייבוש הים” – באותו סיפור נחשפת התובנה של הסיפור בקונפליקט בין היהודי לאויבו: הרבי הזקן מצליח להדהים את הקצין הגרמני האכזרי בפרשנות מקורית משלו המבוססת על חוקי הטבע, ויש בניצחון הרוחני דרך הצלה: הסיום מעיד על כוחה המר של המציאות.

הסיפור “ייבוש הים” זכה בתחרות הספרותית בשנת 1972 ובאותה השנה פורסם בעיתון “כותאיסי” (העורך גיבי מפיסאשוילי). הסיפור הוכר כאחת היצירות החזקות ביותר של ספרות העולם להגנה על העם היהודי מפני האנטישמים ושונאי הזרים. “ייבוש הים” נכלל בספר הראשון של הסופר “הבה נגילה” (1988).

הביקורת שפורסמה על יצירותיו בשנים 2007 ו-2012, הייתה כעין מחווה של כבוד ליוצר, ובעיתון “חדשות השבוע” פורסם מאמר רצוף שבחים על מכלול היצירה של פפיאשווילי. הדגש במאמרים היה על יכולתו של המחבר לשלב עדויות אותנטיות ויסודות של זהות יהודית, חוויות ילדות והתמודדות עם המציאות המשתנה.

לשבחים זכה הסופר על עבודות מונוגרפיות רבות היקף – כך למשל, עבודה מקיפה על חייו ופועלו היצירתי של המשורר והמתרגם המעולה, בוריס גפונוב. יעקב פפיאשוילי תרם לחקר הפואטיקה של שותא רוסתוולי וגלקטיון טאבּידזה, הוא עוסק בנושאי הבלשנות על בסיס חקר היחסים הגרוזיניים-יהודיים מאז ימי קדם ועד ימינו.

בסוף שנת 2014 יצאה לאור יצירתו המרגשת של יעקב פפיאשוילי “ירושלים – תביליסי” (תרגום נובלות של הסופר הגרוזיני המפורסם, רֶוואז מישוולאדזה, מגרוזינית לרוסית ולעברית). את התרגום הרוסי ביצע יעקב פפיאשוילי, ואת התרגום לעברית עשה איגור שלמן.

לדעתי, הספר “ירושלים – תביליסי” ראוי להמחשה תיאטרלית או קולנועית. לפני שנתיים זכה המחבר לכבדו רב לאחר פרסום ספרו ‘כציפור נמלטה מפח יוקשים’. מי שרוצה להבין את התהליכים הרוחניים שמעבר לעלייה הרוסית לישראל – ייטיב לקרוא את יצירותיו של פפיאשווילי, והרומן ‘כציפור נמלטה מפח יוקשים’ עושה זאת בדרך מרטיטה ומרגשת. אותו ספר יצא לאור בשתי ספרות, עברית ורוסית. שם הספר הוא בעקבות הפסוק בתהילים קכ”ג: “… כְּצִפֹּור נִמְלְטָה מִפַּח יֹוקְשִׁים”.

לקום מן האפר, לקום מן השבר

בספרו של פפיאשווילי “קם לתחיה כעוף החול מאפרו” אנו לומדים על חבלי העלייה של יהודי רוסיה, על דרך הייסורים שעברו בימי המשטר הסטליניסטי ובמשטרים שבאו בעקבותיו. מדובר ביוצר שעוקב ביצירותיו אחר הלכי הרוח של דור שלם, אחר לבטים וקשיים ומשבר זהות.
מי שקורא את ספרו החדש של יעקב פפיאשוילי, ‘קם לתחיה כעוף החול מאפרו’ וכן ברומנים הקודמים שלו חש את רטט הזמן: העלילות של ספריו חושפות משברים וגלים של תקופה ושל דור, והקורא חש, שהוא מיטלטל על גלים שוצפים, עד להתרחשויות היסטוריות בעֵין הסערה, צופה לרוח האדם, נחשף לחידת הקיום, לסיפורם הטרגי של העמים הנסחפים בגלגלי המהפכות: כמו-כן אנו עדים לפכים מחייהם של העם הגרוזיני, העם הרוסי, ולשברי תעודה על מצבם של היהודים בתוך האוקיינוס הסוער.

פפיאשוילי פוקח ביצירותיו את אוזנינו לאותם קולות, שכמו נשכחו, שכמו נדחקו אל מתחת לעור התוף של העולם, וסיפוריו נותנים פירוש לאגדות שהיו, לעובדות שהלכו והסתבכו, והתובנות שרוחשות כובשות אותנו, שוברות לבבות. סיפוריו של הסופר והפובליציסט אכֵן יודעים לטמון בקרבם נשמה יהודית, לחן מיוחד, שיש בו עדות ממעמקים לגורל היהודי.

יעקב פפיאשוילי הוא סופר ופובליציסט מחונן, ואשרינו שיש בתוכנו נציגים לתפוצות שונות שיש בכוחם לספר חוויות של כוחות רוחניים שטלטלו את עמנו לעבר הגאולה.

.על ספרו של יעקב פפיאשוילי ‘קם לתחייה כעוף החול מאפרו’, הוצאת – 2018, 500 עמודים.
תאריך: 03/07/2018 | עודכן: 03/07/2018

იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნის შესახებ წერს ისრაელის ახალი ამბების ინტერნეტ გამოცემა NEWS1ISRAEL.

წერილს ხელს აწერენ ცნობილი ებრაელი პოეტები და მწერლები გერცელ ხაკაკი და ბალფურ ხაკაკი.

***

milocva

 საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთი “მწერლის გაზეთი”, 2018 წ., 8 ნოემბერი, N15, 15ნოემბერი-15 დეკემბერი.

***

იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნი ” აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან”  ებრაულ, ინგლისურ  და რუსულ ენებზე გამომცემლობა “A.B.C. ნეთანიამ”  (ისრაელი) 2018 წლის ივლისში გამოსცა.
ინტერნეტ მკითხველებისთვის ამ წიგნიდან რამდენიმე ნაწარმოებს ვაქვეყნებთ.

Nobel Prize

The will made by Alfred Nobel on the 27th of November, 1895 in Paris, concerning the award in his name, specifically said: “Distribute the awards among to those who greatly contributed their bit to the mankind during the previous year.

His wish ended with the words, “My initial wish is not to take in to consideration the nationalities of the candidates.”
One of the five points of the will says that “The Nobel Prize of Peace means the destruction of slavery, unity of nations, diminishing the size of the existing armies and assistance in holding the peaceful congresses”.

The Union between Sweden and Norway was broken in 1905 and since then the Norwegian Nobel Committee has been responsible for the awarding the Nobel Prize of Peace. As for the Swedish organizations, they are responsible for the last four awards.

Some absurd cases occurred in the history of the awarding the Nobel Prize of Peace. Here can be brought as an example the leader of the OUP (Organization of united Palestinians) Yasser Arafat, who in 1980 declared that he perceives the world by the Jews extermination as well as their government. As another example can be mentioned Cordell Hull who refused to give refuge to the Jewish refugees in the 1939 and sent them to Europe where they found their death.

After the Munich’s agreements had been concluded (called as Chamberlain-Hitler agreements), Czechoslovakia was deprived of independence and that actually became the reason of the Second World War. This made mass media really qualify him as a peacemaker. And it might have happened that he got the Nobel Prize, if he hadn’t attacked Poland. Here must been mentioned that Hitler had no intentions of getting this prize, since he strictly interdicted in 1937 that the citizens of the Third Reich were given any prizes.

Some great leaders as the President of the USA Franklin Delano Roosevelt, the Prime Minister of Great Britain Winston Churchill and the Generalissimo Joseph Stalin (twice – in 1945 and 1948) were also nominated to the Nobel Prize of Peace for the triumphant completion of the Second World War”.

There is same delusion regarding Stalin’s nominating to the Prize of Peace. It was the Norwegian historian Galdvan Kocht who nominated for election Stalin for getting the Prize of Peace for his deserts in the victory over the Fascism Germany. This fact hasn’t roused any misunderstanding, Nothing is known about Stalin’s second nomination to this Prize. Three years have already passed since the war finished. The people started a new peaceful life.

That means that, the second nomination to this prize couldn’t be at all connected with the completion of the Second World War. Unfortunately, the mass media keeps silence concerning this dilemma.

The Czechoslovakian professor Vladislav Reeger has a clue to this issue. It was he, who presented in 1948 the head of the USSR for the Nobel Prize of Peace. It was mentioned, that Czechoslovakia helped Stalin to make his dream come true that is to establish the Jewish Government in their historical homeland.

It stays unknown whether this was the real reason for not nominating Stalin to the Nobel Prize of Peace for the second time.

In 2009, the president of the USA Barack Obama got the Nobel Prize of Peace. What for? It stays incomprehensible. He has just been elected the president of this Great country, so when had he time for such desert the New York Times called this decision as “shocking and paralyzing from amazement”. Was the Norwegian Committee afraid of anything?

In the 90-s Mikhail Gorbachev got the Nobel Prize of Peace for the downfall of the USSR. It has to be mentioned here Ronald Reagan’s role in this affair. It was he who called the USSR as the “Empire of Evil”.

We are soon going to be the witnesses of the new miracle of the 21st century, which is going to happen on the 70th  anniversary of the Jewish Government in Israel/ Jerusalem will be officially named the capital of the Sovereign Government of Israel.

Serving this as a background, we express our wish that the Jewish people, all the citizens of Israel will nominate for election the 45th President of the USA Donald Trump to the Nobel Prize award/ notwithstanding Hamas, Hezbollah, Iran and the Arab coalition of the Organization of United Nations.

For this purpose, this article was written in December 2017.

Нобелевская премия

В завещании Альфреда Нобеля от 27 ноября 1895 года (Париж) о присуждении премии в его честь, в частности, сказано:
«…распределять (средства из фонда Нобеля — Я.П.) в виде премии тем, кто в течение предыдущего года принес наибольшую пользу человечеству».
В конце этого завещания Нобель отметил:
«Мое особое желание заключается в том, чтобы при присуждении премии не принималась во внимание национальность кандидатов».
Один из пяти пунктов завещания гласит:
«…сплочение наций, уничтожение рабства, снижение численности существующих армий и содействие в проведении мирных конгрессов» — это и есть Нобелевская премия мира.

в 1905 году Шведско-норвежская уния была расторгнута. С этого момента Норвежский Нобелевский комитет отвечает за присуждение Нобелевской премии мира, а шведские организации ответственны за остальные четыре премии.

В истории присуждения Нобелевской премии мира было немало нелепых случаев. В качестве одного из наиболее ярких примеров можно назвать лидера ООП Ясира Арафата, который в 1980 году заявил, что мир для него означает уничтожение евреев и государства Израиль, а также бывшего госсекретаря США Корделла Халла: он в 1939 году отказался впустить в США и отправил на верную гибель в Европу 900 еврейских беженцев.

в 1938 году, после заключения мюнхенского соглашения (Чемберлен – Гитлер), которое лишило Чехословакию независимости и фактически стало началом Второй мировой войны, международная пресса действительно назвала Адольфа Гитлера миротворцем, и он получил бы Нобелевскую премию, если бы в 1939 году не напал на Польшу. Однако, Гитлер даже не намеревался брать эту премию, так как в 1937 г. Он строго запретил гражданам Третьего рейха получать какие-либо премии извне.

За победоносное завершение Второй мировой войны и на уничтожение фашизма на Нобелевскую премию мира выдвигались президент США Франклин Делано Рузвельт, премьер-министр Великобритании Уинстон Черчилль и генералиссимус Иосиф Сталин (дважды — в 1945 и 1948 годах). Ни один из них премию мира не получил. Черчиллю дали Нобелевскую награду по литературе в 1953 году, после смерти Сталина, за книгу «Вторая мировая война».

Имеются некоторые заблуждения в связи с выдвижением Сталина на премию мира. Его кандидатуру за победу над фашистской Германией предложил норвежский историк Гальдван Кохт. И это не вызывает никакого удивления. Но зачем Иосифа Виссарионовича Выдвигали на эту премию вторично, неизвестно, ведь прошло более трех лет, война осталась позади, люди начали мирную жизнь… Поэтому вторичное выдвижение Сталина на одну и ту же номинацию никак не могло быть связано с окончанием Второй мировой. К сожалению, средства массовой информации об этом молчат. Но разгадку этого нам помогает узнать чехословацкий профессор Владислав Ригер; именно он в 1948 году выдвинул главу СССР на соискание Нобелевской премии мира зато, что Сталин с помощью Чехословакии сумел осуществить свою давнюю мечту о создании еврейского государства на исторической земле евреев.

…Было ли это причиной того, что Иосифу Виссарионовичу было вторично отказано в получении Нобелевской премии мира? Неизвестно.

В 2009 году Нобелевскую премию мира получил президент США Барак Обама. За что? Непонятно, в чем его заслуга, ведь он только что был избран президентом этой великой страны. Газета «Нью-Йорк таймс» назвала это решение «парализующим от изумления». Неужели в Норвежском Нобелевском комитете чего-то боялись?

В девяностые годы Нобелевскую премию мира получил Михаил Горбачев за развал СССР. Кстати, в этом ему помог Рональд Рейган, который этот Союз назвал «Империей зла».

Скоро, к 70-летию образования еврейского государства, в Израиле произойдет новое чудо, уже 21-го века: Иерусалим официально будет назван столицей «суверенного государства» Израиль.

На этом фоне, мы предлагаем, чтобы еврейский народ, все граждане Израиля — вопреки ООП, Хамасу и Хизбалле, вопреки Ирану и арабской коалиции ООН — выдвинули кандидатуру 45-го президента США Дональда Трампа на Нобелевскую премию мира.

С этой целью и была написана данная статья в декабре 2017 года.

Великий Моурави

Иран (аятолла Али Хаменеи) рассматривает еврейское государство как незаконный оккупационный режим и угрожает Израилю «кошмаром». К сожалению. они забывают о том, что каждому Шах-Аббасу сопутствует свой Георгий Саакадзе!

Битва, известная как «Марткопское сражение», произошла в месяце марте 1625 года, на поле Марткопи. не так далеко от города Тбилиси. Шах Аббас I послал стодвадцатитысячную армию с целью опустошить Восточную Грузию, переселить ее жителей в пустынные районы Ирана, а туда заселить мусульманские (кызылбани) племена. Под предводительством великого полководца Георгия Саакадзе вся армия Шаха Аббаса I была полностью разбита, и его основной план захватить Поволжье был сорван. К сожалению, об этом не упоминает ни один историк – ни грузинский, ни русский.

…В 1941 году, когда гитлеровцы стояли вблизи Кремля, на расстоянии 34 км, в Кремль вызвали режиссера Михаила Чиаурели. Сталин дал ему задание в кратчайший срок, в течение шести месяцев, снять пафосный фильм «Георгий Саакадзе» по сценарию Анны Антоновской и Бориса Черного.
Фильм вышел на экраны СССР в 1942 году, когда гитлеровцы были отброшены от Москвы на 250 км.

The Grand Mouravi

Iran (Ayatollah Ali Khamenei) considers the matter of the Jewish state as an occupational regime and threatens Israel with a nightmare. Unfortunately they forget that each Shah Abbas has his own Giorgi Saakadze.

Not so far from the city of Tbilisi there happened a battle in March 1625. It took place on the war field Martqopi and since then has been known as “The Martqopi Battle”. 120 thousand soldiers were sent by Shah-Abbas I in order to devastate the Eastern Georgia, resettle its population to the Iranian deserts and then settle these places with the Muslim (the Qizilbash) tribes. But his army was completely defeated under the leadership of the great Georgian commander Giorgi Saakadze. And thus Shah-Abbas’s plan to seize Povolzhye (the Volga region) failed. It’s a pity that neither Georgian nor Russian historians have ever mentioned this fact.

It happened in the year of 1941 when the Hitler army was within 34 kilometers distance from Kremlin. Stalin called the director Mikheil Chiaureli and gave him an assignment to shoot a pathos film according to the screen version of Anna Antonovsky and Boris Chory. The film had to be made within the shortest six months.

The film appeared on the screens of the USSR in 1942 when the Hitler army was thrown back from Moscow at 250 kilometers distance.

(Translated from the Russian by Mark Papiashvili)

Яков Папиашвили
член Союзов писателей Израиля и Грузии
лауреат премии им. Галактиона Табидзе и Иване Мачабели

________________________________________________
Возродился как Феникс из своего пепла / Яков Папиашвили ; Гл. ред. Игорь Шальман, ред. Марк Папиашвили ; Предисл. Герцель Хакак.,  Нетания, 2018, ст.24-26.