წერილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის კანცელარიიდან

ისრაელის პრეზიდენტის რეუბენ (რუბი) რივლინის
წერილი იაკობ პაპიაშვილისადმი 

იერუსალიმი,
24 ნოემბერი, 2017

პატივცემულ
იაკობ პაპიაშვილს

ძვირფასო იაკობ,

თქვენი წიგნი „როგორც ჩიტი გალიიდან“ მიღებული იქნა ისრაელის პრეზიდენტის ბატონი რეუბენ (რუბი) რივლინის კანცელარიაში და გადაეცა მას – პრეზიდენტს განსახილველად. პრეზიდენტმა დამავალა მე გადმოგცეთ მადლობა წიგნის გამოცემისათვის. მე გთხოვთ პატიებას, იმის გამო, რომ პრეზიდენტის ფონდი “AMOC” -ი დიდი ხანია დახურულია და არ ფუნქციონირებს.

თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წიგნი, იმ ათზე მეტ წიგნთან ერთად, რომელიც თქვენს კალამს ეკუთვნის და გამოქვეყნებულია რუსულ, ქართულ და ივრითულ ენებზე, იმდენად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ გაიკვლევს გზას მკითხველისაკენ, როგორც აქ ისრაელში, ასევე სხვა ქვეყნებში.

პრეზიდენტი ყოველთვის გულისყურით და დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ახალი წიგნის გამოჩენას ივრითულ ენაზე. ებრაული ყოფის ამსახველი სიუჟეტი, რომელიც გადანასკვულია ისრაელის კულტურულ და სულიერ არსთან, არის ის სიღრმე, რომელიც განსაზღვრავს წიგნიერი ხალხის ბრძოლას არსებობისათვის ისრაელის სახელმწიფოში.
ჩვენი სურვილია, რომ თქვენ გააგრძელოთ შემოქმედებითი საქმიანობა – ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი.

ლოცვა-კურთხევით,
რიბკა რაბიჩი
განყოფილების უფროსი

 

prez.werili

ისრაელის სახემწიფოს პრეზიდენტის წერილი