ჯაველიძე

(წერილი ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს)

ბატონო გურამ!
წავიკითხე “სახეები და სიტუაციები”. განსაკუთრებით საინტერესოა ქვეთავი “ელიბო”.
ბატონი ელიზბარ ჯაველიძე იყო და არის ჭეშმარიტი ადამიანი ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით, მიუკერძოებელი პიროვნება, ბრწყინვალე მეცნიერი, რომელმაც იცის,
რომ იესო ქრისტე ებრაელებმა კი არა პონტი პილატემ ანუ რომის იმპერიამ აცვა ჯვარს.
არასოდეს დამავიწყდება “ლიტერატურული საქართველოს” კოლექტივის ჩამობრძანება
ქუთაისში მისი ხელმძღვანელობით… როცა ბატონი ელიზბარი ამ გაზეთის მთავარი
რედაქტორი ბრძანდებოდა ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის სურნელი იყნოსა…
როცა ბატონი ელიზბარი განათლების მინისტრი ბრძანდებოდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე
საქართველოს პირველ პრეზიდენტს დაახლოებით შემდეგი სიტყვებით მიმართა:
ბატონო ზვიად! ფასდაუდებელია თქვენი დამსახურება ქართული ლიტერატურის და ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში, მაგრამ თუ ბატონი ზვიადი უფრო დიდ დროს საქართველოს თავდაცვითი უნარიანობის განმტკიცებას დაუთმობს ვფიქრობ მრავალმხრივ იქნება მიზანშეწონილი…
ვუსურვებ ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს ჯანის სიმთელეს და დიდხანს სიცოცხლეს. მრავალჟამიერ!

იაკობ პაპიაშვილი

დატოვე კომენტარი