2017 წ. ნოემბერი

ქ. თელ-ავივის კლუბში “ბალფურის ქუჩა N40” გაიმართა პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ებრაელი პოეტის ხაიმ ნახმან ბიალიკის შემოქმედებას.

საღამოს წამყვანები იყვნენ ბალფურ ხაკაკი და გერცელ ხაკაკი. მონაწილეობდნენ ივრითულენოვანი პოეტები და მწერლები.

ფოტომასალა აღნიშნული ღონისძიებიდან:

xakak

ბალფურ ხაკაკი, იაკობ პაპიაშვილი და გერცელ ხაკაკი

 

livnat

იაკობ პაპიაშვილი თავის ახალ წიგნს „როგორც ჩიტი გალიაში“ ისრაელის სახელმწიფოს განათლებისა და კულტურის მინისტრს 2001-2009 წწ. ქალბატონ ლიმორ ლივნატს გადასცემს

 

იაკობ პაპიაშვილი – 75

2017 წლის 24 ნოემბერს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო და მისი ახალი წიგნის „…Как птица из сети ловящих…” (როგორც ჩიტი გალიიდან”) პრეზენტაცია გაიმართა.

ებრაული წარმოშობის ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი და მკვლევარი იაკობ პაპიაშვილი 1942 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. 1958-1966 წლებში თამაშობდა თბილისის “პოლიტექნიკის” რაგბისტთა გუნდში. 90-იან წლებში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს “ქართულ-ებრაული ურთიერთობები”. ამავე წლიდან ეწევა პროფესიონალურ ლიტერატურულ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი მეცნიერული ნაშრომი “ჰურიათა ქართველთა” კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში.

11989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები (“ქართული ლეგენდა” და “ხანის წყალთან”), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში “ალია საქართველოდან”. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში: “განთიადი”, “ცისკარი”, “ლიტერატურული საქართველო”, “ნობათი”, “მწერლის გაზეთი”, “ქართული სიტყვა”.1996 წლიდან იაკობ პაპიაშვილი ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ცხოვრობს და იქიდან ემსახურება ქართულ საქმეს.

იაკობ პაპიაშვილი საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირების, ასევე ისრაელის საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წევრია. 2014 წელს ის ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი გახდა. იაკობ პაპიაშვილი 16 წიგნის, მათ შორის სამი პოეტური კრებულის, ავტორია.

წელს იაკობ პაპიაშვილს დაბადებიდან 75 წელი და სამწერლო მოღვაწეობიდან 50 წელი შეუსრულდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ შემოქმედებით საღამოზე იაკობ პაპიაშვილის პოეტური თხზულების „ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე” ფრაგმენტები და ლექსები ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახისა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სტუდიის ბავშვებმა (ხელმძღვანელი ქალბატონი ზორა ეგუტია) წარმოადგინეს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებგვერდი

იხილე აგრეთვე: დედაქალაქის საინფორმაციო-ანალიტიკური ვებგვერდი “სითი კვირა”