იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნის „ამირანი“ პრეზენტაცია

2023 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნის “ამირანის” პრეზენტაცია, სადაც ავტორს ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისა და ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა დიპლომი.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართველი მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე; ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის” წარმომადგენლები მწერალი ნაირა მარშანია, დეკანოზი ამირან ამირანაშვილი; საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, გაზეთ”მწერლის გაზეთის” რედაქტორი მანანა გორგიშვილი და მოწვეული სტუმრები. პრეზენტაციაზე განხორცილდა ვიდეოჩართვა ისრაელში, ავტორთან იაკობ პაპიაშვილთან.

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა იაკობ პაპიაშვილის წიგნი “ამირანი”.

დატოვე კომენტარი