დღესასწაული ჭირის დროს

რომანის “გაგრა” წინასიტყვაობა

იაკობ პაპიაშვილი  კარგად წერს  რომანებს, რომლებმაც მსოფლიო შემოიარა, ხოლო მისი სიუჟეტები  მოქანავე გემით მოგზაურობას ჰგავს. მთხრობელი  სხვადასხვა დროსა და ადგილს გადაკვეთს, და, ყველაფერს, რაზეც ის  ყვება, მრავალფეროვანი  და ამავე დროს, ძალიან განსაკუთრებული ხასიათი აქვს, როცა ყველა დეტალს ერთობლიობაში უნივერსალური მნიშვნელობა ენიჭება.

არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული კულტურა, ძვ. წ. XII საუკუნეში კავკასიაში, ქართლის და კოლხეთის სამეფოში, შავი ზღვის სანაპიროზე წარმოშობილი უძველესი კულტურაა. ვინც წაიკითხავს პაპიაშვილის თხზულებებს, იგრძნობს შორეული ისტორიის და  მითის კვალს, რომლის მიხედვითაც იასონი ოქროს საწმისის მოსაძებნად  გაემგზავრა.

იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებაში ძველ კულტურასთან დამაკავშირებელი ძაფების მოძიების ძლიერ სურვილს ვხედავთ. უდიდესი შთაგონებაა ჩადებული  გამოჩენილ ნაწარმოებში, რომელსაც თანასწორი არ ჰყავს: შოთა რუსთაველმა “ვეფხისტყაოსანი”- ქართული ეროვნული ეპოსი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში XII საუკუნეში დაწერა. ამ დროიდან დღემდე მისი გავლენა  ქართული ლიტერატურის ყველა გვერდს მიჰყვება.

უძველესი ნაწარმოები დავიწყებას არ მისცემია.  მას შემდეგ, მისგან მრავალი თაობა  საზრდოობდა და  ცდილობდა თავისი კვალი დაეტოვებინა ქართულ და დასავლურ ლიტერატურაში (ვგულისხმობ ცნობილი ქართველი მწერლის რევაზ მიშველაძის წიგნს “იერუსალიმი – თბილისი” , რომელიც რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” გვერდით ძევს  ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იერუსალიმში.)

პაპიაშვილი წარსულიდან  გვიყურებს  და გვაგრძნობინებს, რომ არსებობს ძველისა და ახლის შერწყმის საშუალება, რომელსაც ლიტერატურის მეშვეობით შეუძლია გამოგვიყვანოს ნაცრისფერი რუტინიდან მიმზიდველი სიუჟეტებით, რათა  ყოფიერების საიდუმლო შევიგრძნოთ.

ბალზაკმა თავის ნამუშევარს (137 ნაწარმოები – 91 დასრულებული და 46 დაუმთავრებელი) უწოდა “ადამიანური კომედია”, XIV საუკუნის დასაწყისში იტალიურად დაწერილი  დანტე ალიგიერის პოემის “ღვთაებრივი კომედიის” ანალოგიით.  აღსანიშნავია, რომ სიტყვა “ღვთაებრივი” არ ეკუთვნის ალიგიერს, რადგან მან თავის შესანიშნავ ნაწარმოებს არისტოტელეს “პოეტიკის” შესაბამისად,  უბრალოდ “კომედია” უწოდა. „ღვთაებრივად “ იგი პირველად ჯოვანი ბოკაჩომ მოიხსენია.

იაკობ პაპიაშვილი შემოქმედთა რიგს უერთდება. მწკრივში ჩამდგარი მისი წიგნების გალერეა, გვიქმნის ისტორიასა და კაცობრიობასთან დაკავშირებულ საგას, სიტუაციების და შეხედულებების კომედიას, რომლებსაც ღვთიური სიწმინდე აქვს, როგორც წიგნში სინაგოგის შესახებ.

ეჭვგარეშეა, რომ იაკობ პაპიაშვილის შემოქმედება – პროზა, პოეზია, ჟურნალისტიკა, თარგმანები, სამეცნიერო შრომები – ძალიან რეალისტურია და მას არ შეიძლება ეწოდოს არც „კომედია“ და არც „ღვთაებრივი კომედია“, მაგრამ განათლებული ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიისადმი გულგრილი არ არის, მიხვდება, რომ იაკობ პაპიაშვილის რომანი “გაგრა” უფრო “კომედიაა “, ვიდრე” ტრაგედია “!

უმჯობესია, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი თავის ადგილზე განვალაგოთ, ვიდრე ყოველდღე ეცადო ვიღაცას უმტკიცებდე, რომ აფხაზეთი საქართველოა და არა რუსეთი!

ამ თვალსაზრისით, ისრაელელი  მწერლის ეფრემ ბაუხის მოსაზრება ძალიან საინტერესოა:

“იაკობ პაპიაშვილი არის ებრაელი მწერალი, რომელიც ქართულად წერს. თავისი სულის ფესვებით, ისევე როგორც იმ სიტყვების ფესვებით, რა ენაზეც წერს, მწერალი უკავშირდება მიწას, სადაც იგი დაიბადა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა . . .

. . . და კიდევ. ყოველ შემთხვევაში, მე, პირველად აქ წავიკითხე იმ ტრაგიკული ქარ-ცეცხლის შესახებ, რომელშიც ეს საოცრად ლამაზი მიწა – საქართველო მოექცა. და “ორი სურათი” სინამდვილეში ატარებს ტკივილს, არასტაბილურობას და შფოთვას ჩვენი სამყაროს მომავლისთვის, რომელიც მესამე ათასწლეულის ზღურბლზეა “. (1998 წელი).

ზოგჯერ ჩვენ გაკვირვებულნი  ვართ, რომ ყველაზე საოცარი ქარიშხლები სწორედ იმ ადგილას ხდება, რომელიც მშვიდი და წყნარი ჩანს.

იაკობ პაპიაშვილი საოცარ და თავზარდამცემ  სიუჟეტს ქსოვს; შეიტყო რა ეპოქის ყველა საიდუმლო, როგორც გამოცდილი რეჟისორი, ახერხებს ძველი სამყაროს ხელახლა შექმნას.

მართალია, მას შემდეგ ათობით წელი გავიდა, და ჩვენ მაინც ვსაუბრობთ იმ ისტორიაზე,  რომელიც მაღალ საზოგადოებასთან ახლოს,  ქართულ კოლექტივში ხდება. სიმშვიდის მიღმა ცვალებადი ქარიშხალია: მთხრობელი ახერხებს ჩვენს  თავბრუდამხვევ სიუჟეტში შეყვანას – და ეს ყველაფერი ხდება გამყინავი სულისკვეთებით. ზღაპრული საკურორტო ზონის ცენტრიდან მოულოდნელობის  ნაკადი იჭრება. ავტორის ნიჭი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აშუქებს ისტორიულ და მსოფლიო მნიშვნელობის სიუჟეტს: პაპიაშვილი ოსტატურად იყენებს თანამედროვე მთხრობელების ტექნიკას, რომლებმაც იციან როგორ დააკავშირონ  რამდენიმე შინაგანი სიუჟეტი. ფურცელ-ფურცელ სიუჟეტი იხსნება და ძირითადი აზრი ნელ-ნელა იკვეთება. პერსონაჟთა ქცევასა და მოვლენებს შორის აღმოვაჩენთ ეპოქის და ადგილის ისტორიას,  ჩვენთვის უცნობი ადამიანების განწყობებს. და ეს ყველაფერი ამაღელვებელია. ცოტას თუ შეუძლია ამ მომხიბლავი კულტურული სამყაროს პერსონაჟების განსაკუთრებული ხიბლის გამოვლენა.

მაგალითად, ორი პერსონაჟის შეხვედრა, ნაწყვეტი ერთ-ერთი ქალი პერსონაჟის სიტყვებიდან – და შემდეგ, კითხვას პასუხი მოჰყვება, მაგრამ  ვგრძნობთ, რომ ეს დიალოგები მხოლოდ გვაინტრიგებს  სიმართლის  გარკვევის მოლოდინში.

   აი რას ამბობს ეს პერსონაჟი:

      ”არა, გულწრფელად გითხრათ, გულთან არაფრის მიტანა არ ღირს. ჩვენთვის ღმერთისგან მონიჭებული სულ რამდენიმე დღეა.“

მაშინვე ჩნდება ბუნებრივი კითხვა: „მაშ, რა მოხდა სანაპიროზე? – ჰკითხა ვიქტორმა “…

      და ნახეთ, როგორ მიგვიყვანს პასუხი საიდუმლოებებთან, რომლებიც შემდეგში გამოვლინდება:

       ”ხომ ვამბობდი, რომ ეს საშინელებაა. რაღაც წარმოუდგენელი. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მოგველანდა, მოგვეჩვენა.  მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე ”.

იაკობ პაპიაშვილი რაღაც გზებით ახერხებს სიუჟეტის აგებას, რომელიც პარალელს ქმნის  სუპერ გმირების მდიდრულ სამყაროსა და წარსულიდან გადმოსულ განსაკუთრებულ პერსონაჟებს შორის. ეს მართლაც ამაღელვებელი განცდებია: ჩვენ აღფრთოვანებული ვართ პერსონაჟებთან საინტერესო შეხვედრით, რომლებიც მითოლოგიური ფიგურები არიან, ხელოვნების სამყაროს შთაგონების წყარო.

არსებობენ თუ არა ასეთი პერსონაჟები, შეძლებენ თუ არა გავლენის მოხდენას,  თუ უკვალოდ გაქრებიან?

შეეცადეთ გამოიცნოთ შემდეგი დიალოგის უკან რა იმალება:

”ქალი-დედა, ზღაპრიდან გადმოსული მზეთუნახავი. უსასრულოა მისი დედობრივი სიყვარული! ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ პოეტური სახეა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. რომ იგი დიდი ხნის  გამქრალია და XX – XXI საუკუნეებს შემორჩა როგორც მშვენიერი ლეგენდა, როგორც ხელოვნების უნიკალური შედევრი, როგორც მხატვრული სიტყვის უკვდავი ნიმუში. “

ასე რომ, ჩვენ სიუჟეტში იდუმალი გზებით  მივყვებით იმ საიდუმლო კარებს, რომელთა მიღმა დეტალები იმალება და ლეგენდა თანდათანობით რეალობად იქცევა. დიახ, ეს ყველაფერი გაირკვევა სიუჟეტის გაგრძელებისას. იაკობ პაპიაშვილმა იცის რა იმალება კარის მეორე მხარეს, ყოველთვის ახალი სიურპრიზის მოლოდინში ამყოფებს მკითხველს.

დიდი და ტრაგედიებით სავსეა საქართველოს ისტორია. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კუთხეა. ქართული ტომები: აფხაზები, მეგრელები, კახელები და სხვები XII-XIII საუკუნეებში, ისევე როგორც ადრეულ ხანაში (VII-VIII საუკუნეები), არაბ-თათარ-მონღოლთა შემოსევების დროს, მათ წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. ეს ის დროა, როდესაც რუსული ენა ჩამოყალიბების პროცესში იყო, ხოლო საქართველოში  შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოებები უკვე იწერებოდა. ერთ-ერთი მათგანია მსოფლიოში ცნობილი “ვეფხისტყაოსანი”.

პაპიაშვილის პროზის, ამ შემთხვევაში რომანის ლიტერატურული სახე ეხმიანება იმ ნაწარმოებებს, რომლებმაც  სამყაროს იერსახე შეცვალა. ჰუმანიზმის, თავისუფალი აზროვნების, ასკეტური ცხოვრების უარყოფის იდეით, რელიგიისა და ზნეობის საფუძვლების შერყევით, მშვენიერმა მთხრობელმა, ჯოვანი ბოკაჩომ, “დეკამერონში”, ნოველიდან ნოველამდე,  ეგზოტიკურ ყვავილებსა და ხეხილთა შორის, მოახერხა დაეხატა ათდღიანი “დღესასწაული  ჭირის დროს“ ანუ „ვნებათა ღელვა (გატაცება) სიკვდილის პირას”.

რომანში “გაგრა” არის კვალი სულიერი გავლენისა და განცდებისა, რაც ადამიანური გრძნობების გათვითცნობიერების საშუალებას იძლევა და ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე.

იაკობ პაპიაშვილი კარგად ახერხებს  ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციების მოფიქრებას: მშვიდობიან დროს, ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა მოულოდნელობებით ერთობიან. ხილულ სიმშვიდეს  შინაგანი ბრძოლა ელოდება. რომანი ასახავს აფხაზეთის, შავი ზღვის კურორტის  საოცარ სილამაზეს: იხსნება საბჭოთა საზოგადოების ადათ-წესების მრავალფეროვანი პანორამა, იმ საზოგადოების, რომელიც საბჭოთა ზნეობის სულისკვეთებითაა აღზრდილი … ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უცებ ჩამობნელდა, ცუდი დრო დადგა („პერესტროიკა“). მოვლენების საშუალებით ეპოქის საიდუმლოებები ვლინდება.

ამ კოშმარის გამო, ორი სურათი სასტუმრო “გაგრიფშის” ცხოვრებიდან ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ  იყო მშვიდობა – და მოულოდნელად მოხდა ომი, საშინელი და დაუნდობელი…

სიუჟეტი აშკარას ხდის სოციალურ კრიზისს, ეთიკური კოდექსებისთვის ბრძოლას, ცრურწმენებს. ნაწარმოები  ეპოქის განწყობის გამოხატვის და სულიერი ტენდენციების ამოკითხვის, ამოცნობის საშუალება ხდება: ნაწარმოების ფინალში, სიკვდილის ზღურბლზე მდგომი არსენ აფხაზავა შემდეგი სიტყვებით ამართლებს ქალს, რომელმაც ქმარი მოატყუა: “- როგორ შეიძლება ამის თქმა?” – თქვა მან. – რა შუაშია რუსია თუ ქართველი?“ ალბათ გსმენიათ ასეთი იტალიური გამონათქვამი – “ყველა ქალი მეძავია, მაგრამ დედაჩემი – წმინდანია!” ზოგადად, ნებისმიერმა ქალმა ცხოვრებაში თავის დანიშნულება  შესანიშნავად იცის – ოჯახის შექმნა და ბავშვების აღზრდა. მე აქ შეგნებულად არ ვამბობ “შვილების გაზრდას”, რადგან ამ ცნებებს შორის არსებითი განსხვავებაა. ქალი ხომ კაცისგან ითხოვს არა მხოლოდ ბავშვის გაჩენაში თანამონაწილეობას, არამედ ცხოვრების გამარტივებას და თუ ოჯახში ეს პრობლემა არ გვარდება, ქალი მუდამ ეძებს ხვრელებს, მოვალეობების შესრულების მარტივ გზებს. ”

მკითხველებს გარანტირებული აქვთ განსაკუთრებული განცდები, ამ ისტორიაში გასაღები ბევრჯერ გადატრიალდება, მხოლოდ იმისთვის, რომ თითოეული გაღებული კარის წინ შევიგრძნოთ რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. წიგნს მოვლენათა მორევში გადავყავართ: ისტორია, ემოციები და აზრები – ეს ყველაფერი სიუჟეტს კვანძავს. ეს ყველაფერი   მკითხველთა განცდებს ამძაფრებს. მართლაც, ამ შესანიშნავი ისტორიით სიამოვნება გარანტირებულია.

ჰერცელ ჰაკაკი,
ებრაულენოვანი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი, პუბლიცისტი

ებრაულიდან რუსულ ენაზე თარგმნა იაკობ პაპიაშვილმა

ქართული თარგმანი ეკუთვნის ია გორგიშელს

დაიბეჭდა “მწერლის გაზეთი”, 2021, 1-31 ივლისი, N4, გვ.10

ვინ იყო სტალინი

1922 წლის ოქტომბერში მოსკოვში ცკ პლენუმზე მიღებული იქნა ლენინის წინადადება უკრაინის, ბელორუსიის და ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების დადებაზე “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში” გაერთიანებასთან დაკავშირებით, თითოეული ზემოხსენებული რესპუბლიკის საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის პირობით.
ყველაფერი კი იყო სუფთა წყლის ტყუილი, მიმზიდველი მხოლოდ ბრმებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც იყვნენ ბუდუ მდივანი და ფილიპე მახარაძე. ამ ორმა ქართველმა გაუვალ რკინა-ბეტონში მოაქციეს საქართველო (აქ ჩვენი ინტერესის სფერო მხოლოდ საქართველოა – ი. პ.).
ლენინი და ტროცკი დღესასწაულობდნენ. ისინი დაუპირისპირდნენ და ვეტო დაადეს პროექტს, რომელიც შეიმუშავა სტალინურმა კომისიამ. ეს მოხდა ერთი თვით ადრე, 1922 წლის სექტემბერში, როცა სტალინმა ცკ-ს წარუდგინა პროექტი საბჭოთა რესპუბლიკების “ავტონომიზაციის” შესახებ. ეს საკითხი მძაფრი დისკუსიის საგანი გახდა. სტალინი აღშფოთებული იყო. იგი ლენინს მკაცრად შეეკამათა.
“ავტონომია” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უფლებას სახელმწიფოების (ოლქის) გარკვეული ნაწილის დამოუკიდებელ მართვაზე ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ ავტონომია არის დამოუკიდებლობა.
1972 წელს ფელიქს ჩუევმა, თავის ნათესავს ვიაჩესლავ მოლოტოვთან საუბრისას, რომელმაც სტალინთან ერთად შეიმუშავა საბჭოთა კავშირის შექმნის გეგმა, ჰკითხა მას ამ სფეროში გაწეული მუშაობის შესახებ. მოლოტოვმა უპასუხა: “არავინ ერკვეოდა ნაციონალურ საკითხებში ისე, როგორც სტალინი. არავინ ისეთი შორსმჭვრეტელობით არ წყვეტდა ჩვენი ნაციონალური რესპუბლიკების ორგანიზაციულ საკითხებს, როგორც სტალინი” (აქ ჩამოთვლილია სტალინის რიგი გადაწყვეტილებები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნაციონალური რესპუბლიკების შექმნასთან დაკავშირებით – ი. პ.).
აზერბაიჯანის და სომხეთის კომუნისტურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს სტალინურ პროექტს, მაგრამ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა 1922 წლის 15 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე ამხ. სტალინის თეზისები სცნო როგორც არასასურველი პროექტი და საჩივარი გაუგზავნა ამის შესახებ ამხ. ლენინს. სწორედ ამ საჩივრის საფუძველზე, ლენინმა 1922 წლის ოქტომბერში ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე შეიტანა წინადადება “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების” შექმნის შესახებ. ლენინი და ტროცკი იმ პრობლემებზე, რომელებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის შიგნით ხდებოდა, ნაკლებად ზრუნავდნენ, რადგან ორივე ლიდერი გაცილებით მეტს ფიქრობდა პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვებაზე გერმანიაში და მსოფლიოს მასშტაბით.
ამიერკავკასიის სოციალისტურმა ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი იარსება
1922 – 1936 წლებში.
იმ შემთხვევაში თუ ქართველი კომუნისტები ბუდუ მდივანი და ფილიპე მახარაძე არ იჩივლებდნენ ლენინთან სტალინური კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის წინააღმდეგ, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 1922 – 1924 წლებში დაიშლებოდა სამ სუვერენულ ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკად, საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებით. 1924 წელს საქართველოში არ მოხდებოდა ე. წ. “მეგრელთა აჯანყება”, არ დაიღვრებოდა ქართველების სისხლი და საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა შენარჩუნებული იქნებოდა შიგა ავტონომიების გარეშე, სოჭის ოლქის ჩათვლით, რაც თავისთავად დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და გიორგი ბრწყინვალისსახელმწიფოებრივ – პოლიტიკური მოღვაწეობის ტოლფასია.

სტალინმა 1917 – 1924 წლებში რუსეთში და საერთოდ საბჭოთა კავშირში დატრიალებული ქაოსი და ანარქია შეცვალა სტაბილურობით და ეკონომიური განვითარების პერსპექტივით (საფუძველი: ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”, იაკობ პაპიაშვილის “ლენინის ქუჩა და სტალინის მეგონა მე” და “ნაპოლეონე”). ლენინისაგან და ტროცკისაგან განსხვავებით სტალინი სახელმწიფოს მოვლა-პატრონობის უნარის მქონე ხელმძღვანელი იყო.
სტალინმა შექმნა საფრანგეთი იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს (საფუძველი: იაკობ პაპიაშვილი, “STALINGRAD გენერალ შარლ დე გოლის ხანგრძლივი სვლაგეზი”).
რუზველტის და ჩერჩილის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად განზრახული იყო საფრანგეთის ტერიტორიალური დანაწევრება და მისი კოლონიების დასაკუთრება. ეს ორი დიდი პოლიტიკოსი დე გოლს უწოდებდნენ “ჭირვეულ ფრანგ პატარძალს”. ამერიკის პრეზიდენტს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ კიდეც ამის უფლება: 1941 წლის 5 ნოემბერს, თავით ფეხამდე შეიარაღებული ფრანგული ბატალიონები კრემლიდან 30 კმ მოშორებით იდგნენ. მათი კოლაბორაციონალური მთავრობის ლიდერმა (ვიშის რეჟიმი) მარშალმა ფილიპ პეტენმა ფრანგ ნაცისტებს შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: “თქვენი მოსკოვისაკენ გალაშქრების წინ მე სიხარულით ვგრძნობ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ფრანგული სამხედრო ძალის სიამაყე”. ფრანგული ბატალიონები იბრძოდნენ წითელი არმიის წინააღმდეგ პომერანიაში და ბერლინის ოპერაციის დროს, გმირულად იცავდნენ რაიხსტაგის მისასვლელებს და ჰიტლერის ბუნკერს, რომლის დროსაც მათ გაანადგურეს ასამდე საბჭოთა ტანკი. ვიშის მთავრობა დაეხმარა გერმანელ ფაშისტებს (ნაცისტებს) 120000 ფრანგი ებრაელის დეპორტაციაში სიკვდილის ლაგერებში.
სტალინმა შექმნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს.
სტალინის ძალისხმევით ინდოეთი განთავისუფლდა დიდი ბრიტანეთის კოლონიალური ჩაგვრისაგან.
სტალინმა შექმნა ისრაელის სახელმწიფო მისი მოსპობიდან 2000 წლის შემდეგ (საფუძველი: იაკობ პაპიაშვილი, “აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან”).
…და ეს არ არის სრული ნუსხა იმ ღვთაებრივი საქმეებისა, რომელიც სტალინურ გენიას ეკუთვნის.

იაკობ პაპიაშვილი
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბელის პრემიის ლაურეატი
სექტემბერი, 2021 წ.
ისრაელი, ბათ-იამი

დაიბეჭდა გაზეთში “მწერლის გაზეთი”, 2021, N5, გვ.13, სათაურით “მის უკვდავსაყოფად ესეც კმარა”.

შემოქმედებითი ბიოგრაფია

ებრაული წარმოშობის ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი და მკვლევარი
იაკობ პაპიაშვილი 1942 წლის 22 იანვარს დაიბადა ქ. ქუთაისში მიხეილ (მიშა) პაპიაშვილის ოჯახში. 1958 წ. დაამთავრა ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლა, ხოლო 1966 წელს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ი. პაპიაშვილი იმყოფებოდა ყამირ მიწებზე ცელინოგრადიდან 300 კმ მოშორებით “სოვხოზ” უშაკოვოში.

1958-1966წწ. თამაშობდა თბილისის “პოლიტექნიკის” რაგბისტთა გუნდში; სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; კომბინატ “საქნახშირის” საპროექტო განყოფილების უფროსად; სსრკ მშენბანკის ქუთაისის განყოფილების უფროს ინჟინრად; დასავლეთ საქართველოში არის რაგბის პიონერი; 1967 წელს ტრესტის ბაზაზე შექმნა რაგბისტთა პირველი გუნდი – ქუთაისის “მშენებელი”. 1968-1991 წლებში იყო სსრკ კომპარტიის წევრი. 1990-1996წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს “ქართულ-ებრაული ურთიერთობები”; 1972 წლიდან იყო გაზეთ “ქუთაისის” და “სოფლის ცხოვრების” შტატგარეშე კორესპონდენტი. ამავე წლიდან ეწევა პროფესიონალურ ლიტერატურულ და მეცნიერულ კვლევით მუშობას; მისი მეცნიერული ნაშრომი “ჰურიათა ქართველთა” კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში; არის პირველი მკვლევარი, რომელმაც მეცნიერულ დონეზე დაასაბუთა ქართული ასომთავრული ანბანის წარმოშობა ძვ.წ. მე-14 საუკუნეში; 1989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები (“ქართული ლეგენდა” და “ხანისწყალთან”), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში “ალია საქართველოდან”. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში: “განთიადი”, “ცისკარი”, “ლიტერატურული საქართველო”, “ნობათი”, “მწერლის გაზეთი”, “ქართული სიტყვა”, “მენორა”, “ქუთაისი”, “სოფლის ცხოვრება”, “სამშობლო”. 1993 წელს იაკობ პაპიაშვილის პუბლიცისტური ნაშრომები წარდგენილი იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიაზე. 1996 წლიდან იაკობ პაპიაშვილი ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ცხოვრობს და იქიდან ემსახურება ქართულ საქმეს. 2013 წელს, თბილისში, გამომცემლობა „მერანმა“ მისი ავტორობით გამოსცა წიგნი „გაგრა: ორი რომანი, მოთხრობები, ესეები“. 1995 წელს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებამ მერიის ინიციატივით აღინიშნა იაკობ პაპიაშვილის 50 წლის იუბილე. 2017 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო და მისი ახალი წიგნის „…Как птица из сети ловящих…” (როგორც ჩიტი გალიიდან”) პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, ცნობილმა მწერალმა რევაზ მიშველაძემ. პრეზენტაციის მონაწილეებმა წაიკითხეს ნაწარმოებები მისი წიგნებიდან. 2018 წლის ივლისში, ისრაელში მისი ავტორობით გამოიცა წიგნი „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“. 2021 წელს ისრაელში გამოიცა იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნი «გაგრა» ინგლისურ და ებრაულ ენებზე, რომელშიც შესულია ალფრედ ნობელისადმი მიძღვნილი ნაწარმოები და ავტორის ლექსები თარგმნილი მის მიერ რუსულ ენაზე და აგრეთვე ლიტველი და ლატვიელი პოეტების ლექსები თარგმნილი ქართულად. არ არის დიდი ხანი, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ ამ წიგნის რამდენიმე ეგზემპლიარი შეისყიდა.
იაკობ პაპიაშვილი 16 წიგნის, მათ შორის სამი პოეტური კრებულის, ავტორია.
2014 წელს იაკობ პაპიაშვილი ივანე მაჩაბლის პრემიის, ხოლო 2021 წელს კი გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი გახდა. იაკობ პაპიაშვილი არის საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირის წევრი, ისრაელის და ქართულ-ებრაული საზოგადოებების და ასევე ისრაელის საავტორო უფლებათა დაცვის (AKUM) ორგანიზაციის წევრი, 2018-2021 წლებში ნობელის პრემიის ნომინანტი ლიტერატურაში.

იაკობ პაპიაშვილის მწერლური დებიუტი შედგა 1970 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი პროზაული ნაწარმოებები: “ზღვის დაშრობა” და “დედა”. ამის შემდეგ იგი ეწევა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. მისი ნაწარმოებები – რომანები, მოთხრობები, ლექსები, მხატვრული ნარკვევები, ენათმეცნიერულ – ისტორიული გამოკვლევები პერიოდულად ქვეყნდება ქართულ სალიტერატურო ჟურნალ – გაზეთებში, აგრეთვე ისრაელში როგორც ქართულ ისე რუსულ პერიოდულ გამოცემებში.
მკითხველი ინტერესით შეხვდა მწერლის ისეთ პროზაულ კრებულებს, როგორიცაა “ჰაბა, ნაგილა”, “ქართული ლეგენდა”, “დედა”, “გაგრა”. ამ წიგნებში შესული მოთხრობები და რომანები გამოირჩევიან საინტერესო თხრობით, ცოცხალი დიალოგის აგებით, რთული დრამატული კოლიზიების დახატვით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვასილ ბარნოვის შემდეგ ქართველ მწერალთაგან აღარავინ შეხებია და აღარავის უცდია გაცოცხლება იმ ამაღელვებელი ამბებისა ქართველი ერის ისტორიიდან, რაც ასახულია რომანში “ქართული ლეგენდა”.
მკითხველი ი. პაპიაშვილს იცნობს როგორც მკვლევარს და პუბლიცისტს. მან წარმოშობით ქართველმა ებრაელმა, საქართველოზე და ქართულ კულტურაზე მთელი არსებით შეყვარებულმა პიროვნებამ არაერთი საინტერესო დაკვირვება წარმოადგინა ენათმეცნიერულ – ისტორიოგრაფიულ გამოკვლევებში, რომელთაგან აღსანიშნავია “ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის” (ატვირთულია მართლმადიდებლურ ფორუმზე –  http://church.ge ), “ისრაელის ფენომენის გენეზისი” ქართლის ცხოვრების და ძველი აღთქმის შუქზე, “მესხის” მნიშვნელობის განმარტება რუსთაველის და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით”.

საინტერესოა “მწერლის გაზეთში” გამოქვეყნებული ისრაელის ებრაულენოვანი მწერალთა კავშირის თავმჯდომარის წერილი “დღესასწაული ჭირის დროს”, რომელიც ორიგინალურად ასახავს იმ მოვლენებს, რაც გადმოცემულია რომანში “გაგრა”. აღსანიშნავია რომ ამ რომანს აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა რევაზ მიშველაძემ. ქართულ – ებრაული ურთიერთობის ისტორიაში პირველად მოხდა რომ, საქართველოდან რეპატრირებული ქართველი ებრაელის წიგნი “ორი სურათი სასტუმრო “გაგრიფშის” ცხოვრებიდან” 1998 წელს გამოსცა “ისრაელის სახელმწიფოს მწერალთა ასოციაციების გაერთიანებამ”, მისი თავმჯდომარის, ცნობილი მწერლის ეფრაიმ ბაუხის ბრწყინვალე რეცენზიით. წიგნმა დაიმსახურა ორი პრემია ისრაელის პრეზიდენტის, ზალმან შაზარის სახელობის ფონდის “AMOC”-ის და ისრაელის აბსორბციის პრემიები.
რევაზ მიშველაძის ნოველების კრებული “იერუსალიმი – თბილისი” ისრაელში გამოიცა ორჯერ 2014 წელს ებრაულ ენაზე. ნოველები ებრაულად თარგმნეს იაკობ პაპიაშვილმა და იგორ შალმანმა. წიგნს მეცნიერული მნიშვნელობის წინასიტყვაობა დაურთო იაკობ პაპიაშვილმა. წიგნი შეადგინა და გამომცემლობას გადასცა იაკობ პაპიაშვილმა, რომელიც წიგნის მთავარი რედაქტორია. ისრაელის ლიტერატურული ცხოვრებისათვის წიგნი “იერუსალიმი – თბილისი” არაჩვეულებრივი შენაძენი აღმოჩნდა. დღეს წიგნი “იერუსალიმი – თბილისი” ღირსეულ ადგილს იკავებს ბორის გაპონოვის მიერ ებრაულ ენაზე თარგმნილი “ვეფხისტყაოსნის” გვერდით. როგორც ცნობილი ებრაელი პოეტი და პუბლიცისტი ჰერცელ ხაკაკი თავის წერილებში აღნიშნავს რევაზ მიშველაძის ნოველები მიზანშეწონილი იქნება დაიდგას ისრაელის თეატრების სცენებზე; იგი დასძენს, რომ კარგი იქნება თუ ამ ნოველებს გადაიღებენ კინოფილმებად.
ი. პაპიაშვილის შემოქმედება საინტერესოა არამარტო თემატიკურად, არამედ ჟანრობრივადაც. საქართველოში და ისრაელში მოღვაწე მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ იაკობ პაპიაშვილი არის პოეტი, არა იმიტომ, რომ იგი სამი პოეტური კრებულის ავტორია, არამედ იმიტომ, რომ ის პროზა, რომელიც “უპირატესად ისტორიულ თემატიკას და საერთაშორისო პრობლემატიკას ეხება და საკმაოდ შორეულ სივრცეებში იჭრება იაკობი, თვითონ არის პოეტური, თავისი განსაცვიფრებელი დინამიურობით და პოეტისათვის დამახასიათებელი მოსხლეტილი ფრაზებით” (სიმონ არველაძე).
“მწერლის პროზაში დიდი პოეზიაა. ზოგჯერ იგი ემსგავსება შოფარის ხმას, როცა მელოდია გადაიზრდება არა მუსიკაში, არამედ თრთოლვაში და ჟღერს ისე, რომ გულის უშორეს კუნჭულებში აღწევს. ნაწარმოების გმირები არწმუნებენ მკითხველს, რომ ფრენა შეუძლიათ ისწავლოს ყველამ ვისაც უნდა; ფრენა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა გაგეღვიძებათ” (Иерусалимский журнал, 2009, N9. доктор Леонид Финкель, председатель Союза русскоязычных писателей Израиля).
ინტერნეტში iakobblog.wordpress.com გამოქვეყნებულია ნაშრომები, რომლებიც ალბათ ოცტომეულს დაიტევს. აქ წარმოდგენილ მასალებში, საქართველოსათვის და არა მხოლოდ საქართველოსათვის, საყურადღებოა იაკობ პაპიაშვილის ნაშრომები იოსებ ბესარიონის ძე სტალინის პიროვნებაზე და მის რევოლუციონერულ და პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. ამ ნაშრომების მიხედვით სტალინი წარმოჩინდება, როგორც უდიდესი პიროვნება, ადამიანი, რომლის მსგავსი დედამიწაზე ჯერ არ შობილა. ეს მიწიერი ხედვაა ყველასაგან განსხვავებული. ჩვენ აქ შეძლებისდაგვარად ჩამოვთვლით იმ საქმეებს, რომელებიც სტალინის მიერ პრაქტიკულად არის განხორციელებული და მკითხველმა თვითონ განსაჯოს ვინ იყო სტალინი.

ჩანართი